ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2012


საბოლოო ,,განაჩენი’’

მოვდიოდი  ქუჩაში  და 
ქარი  ქროდა  გამებში.
რომ  მეგონა  ბოლობოლო
სამშვიდობოს  დავეშვი,

თურმე  რაღა  სამშვიდობო,
გოგო  იცდის  ბაღის  პირს.
სავარცხელის  ნაცვლად  უცებ
თავზე  ხელი  დავისვი.

გავუარე  გვერდი..  ნაძვებს
დავუთვალე  გირჩები.
რა  ვიცოდი  ამ  ცხოვრების
თანამგზავრს  თუ  ვირჩევდი.

ხან  საათი  შევეკითხე,
ხან  რა  არ  შევთავაზე.
არსად  არ  წამოგყვებიო,
კუდი  გადო  ყავარზე.

წამყევითქო,  შევთავაზე,
სახლში  გამოგაძინებ;
ეს  კიარა,  მავთულხლართის
საყურეზეც  დავცინე.

გოგო  ისე  გამიბრაზდა,
ხმას  არ  მცემდა  ცოტა ხანს,
თუ  გამექცა,  მერე  ამას
რა  ეშმაკი მონახავს.

შევირიგე  დიდი  ჯაფით,
დიდი  ვაი  ვაგლახით.
მოვუტანე  ყვავილები,
ფოთლები  და  ბალახი.

გაუარა  გაბრაზებამ,
გამიღიმა  უცებ  და
შევამჩნიე  საგულედან
გული  როგორ  უცემდა.

მგონი  ასე  გადავურჩი
გოგოს  რისხვას  უცაბედს.
მისგან  ნათქვამ  საბოლოო
პასუხს  ვერ  დავუცადე.

ხელში  ისე  ავიტაცე,
როგორც  თოხი  ბოსტანში.
რა  ვიცოდი,  ჩამიგდია  -
სამარცხვინო  პოზაში.

თვალის  ჩაკვრით  გამიღიმა,
არ  იმჩნევდა  არაფერს.
ხვდებოდა,  რომ  ისრულებდა
საბოლოო  განაჩენს.

გოგო  მაინც  დამნებდა  და
გულის  კარი  გამიღო.
ალბათ  მიხვდით  საბოლოო 
განაჩენი  რაც  იყო…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები