ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
22 აგვისტო, 2012


ზარმაცი ბაჩანა

ამ დილით ზოოპარკში
მე, ბაჩანა, გოგი,
წაგვიყვანა მამიკომ
ჩვენი შავი "გოლფით".
მივესალმეთ ბაჭიებს,
კუდბათქუნა მელებს,
ვნახეთ თეთრი დათვებიც,
ვისაუზმეთ მერე.
იქ, მხეცებსაც საუზმეს
მიართმევენ დილით,
ყველამ ისე შეჭამა
დაუბანელ პირით.
ნუთუ არვინ ასწავლა
მათ, ხელ-პირის დაბანა?
-ნეტავ,  ჩვენც ასე ვიყოთ -
მეუბნება ბაჩანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები