ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2012


უკანასკნელად…

ჩავიდა  მზე  და  სადღაც  სხვა  მხარეს,
დილის  ლანდები  ინათებს  ციდან.
,,ყოვლაწმიდასთან’’  თავი  დახარეს,
,,ყოვლაწმიდასთან’’  ცოდვები  ცრიდა.

თვალებზე  ბორგავს  ჩურჩული  ცრემლის,
სამოთხის  მხრიდან  მეძახი  როცა..
ჯოჯოხეთიდან  ეშმაკი  გწყევლის,
ზეციდან  -  წმინდა  გიორგი  გლოცავს.

ხომალდთა  ჯარი  მოაწყდა  ნაპირს,
ნაპრალს  ეძებენ  სიმართლის  მაგვარს;
ვიკითხე  შენი  სახელი  რა  ღირს
და  განუწყვეტლივ  ვკითხულობ  ახლაც.

პასუხს  მაძლევენ  ანგელოსები,
შეუფასებლად  გაფასებს  ყველა.
ზეცის  აღმართებს  აემოსები
ადრე  თუ  გვიან,  ჩქარა  თუ  ნელა.

……..
ჩავიდა  მზე  და  სადღაც  მარტისთვე
დადგა  ჩემს  თვალწინ  ნაცნობ  კადრებად..
უკანასკნელად  რაც  კი  გარისკე,
მგონი  რატომღაც  არ  გეკადრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები