ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2012


წმიდაო მარიამ

თუ შენი წილხვედრია პატარა საქართველო,
თუ კალათას აფარებდი, ყოველთვის, დედაო,
ახლა რად შემოგვწყერ, რატომ არ გვფარველობ,
რა ჯოჯოხეთში ვართ, რატომ არ ხედავო?
სატანამ იმძლავრა, რწმენით ვერ განვტკიცდით,
"ცისფრით"და " ვარდისფრით" აივსო ქვეყანა,
"ჩემი დედაო", რომ იტყვის მავანი,
საშინელება არ არის ეს განა?
გამძაფრდა შური და გაუტანლობა,
ერთურთის დასმენა, დაჭერა და დევნა,
თავგაზა აბნეულთ გვჭირდება დედაო,
კვლავ შენი მადლი და კვლავ შენი შეწევნა.
მხურვალედ გევედრი, წმიდაო მარიამ,
გული მტკივა და ამ თხოვნას ვბედავო,
ისევ დაიფარე წილხვედრი ქვეყანა,
ქართველნი დაიცავ, მაცხოვრის დედაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები