მალე ჩვენ თავდავიწყებით შეგვიყვარდა ერთმანეთი. თავიდან ამას საგულდაგულოდ ვმალავდით. ვიცოდი, ბატონი ვახტანგის ოჯახს არ სჭირდებოდა ღარიბი, კოლმეურნის გოგო. ვიცოდი, მაგრამ თუ გონებას დაემორჩილა, განა იქ სიყვარულია? ლევანი მეფიცებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი ( მჯეროდა ) და უჩემოდ სიცოცხლე არ შეეძლო. " გავიპაროთ, რუსეთში წავიდეთ, იქ მეგობრები მყავს, როგორმე თავს გავიტანთ, მერე ჩემებიც შეეგუებიანო", მიმტკიცებდა, მაგრამ მე ამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი, დედა მეცოდებოდა, იმაშიც ვიყავი დარწმუნებული, რომ ბატონი ვახტანგი ცას და დედამიწას შეაჯერებდა ჩვენს საპოვნელად. ეს ყველაფერი გააზრებული მქონდა, მაგრამ თვრამეტი წლის გოგომ ამ ბობოქარ სიყვარულს ვერ გავუძელი. მალე მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი. ლევანი შეფიქრიანდა, თან ძალიან გაუხარდა. " ფაქტის წინაშე დავაყენებ მშობლებს, რას იზამენ აბა, დაგვრთავენ დაქორწინების ნებასო", მაგრამ კაცი ბჭობდაო და... მეორე დღეს ლევანი სამსახურში არ მოსულა, არც მესამე დღეს გამოჩენილა, არც იმ კვირას. - რაიკომის მდივანს შვილი ბაქოში, პარტიულ სკოლაში გაუგზავნია. კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა მამიკომ კარიერულ კიბეზე - მითხრა ლილიმ. თავზარი დამეცა. მივხვდი, ყველაფერი დამთავრდა. ის ღამე ფიქრში გავათენე. არ ვიცოდი რა მექნა. ეს ამბავი გამანადგურებელი იქნებოდა დედაჩემისთვის, დაასამარებდა ჩემს კარიერას, შემიბღალავდა რეპუტაციას, მაგრამ ერთი რამ კი მტკიცედ გადავწყვიტე, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი უნდა გაჩენილიყო. დედამ კინაღამ ინფარქტი მიიღო. მთელი კვირა შვილმკვდარ დედასავით მოთქვამდა, ხმას არ მცემდა. მერე შეეგუა ჩემს გადაწყვეტილებას, ბატონ ვახტანგთან ოჯახში მისვლა უნდოდა, ძლივს გადავათქმევინე. ვიცოდი , დამცირების მეტს ვერაფერს მიიღებდა. იმაზე დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვემსუბუქებინა ჩემი შერცხვენა.( ეს ახლაა არაფერი რომ არ უკვირთ, თორემ მაშინ....) სამსახური მივატოვე. ყველას ვუთხარი, რომ დეიდასთან გადავდიოდი ბათუმში უკეთეს ადგილზე. გადავწყვიტე, იქ ვიმშობიარებდი, ბავშვს წამოვჩიტავდი და მერე რაღაც გზა გამოჩდებოდა. მალევე გავემგზავრე. დედასთან მდივნის პირადი მძღოლი მისულა და გამოგზავნილი ფული მიუტანია "პრობლემის მოსაგვარებლადო". დედას თავზე გადაუყრია და შეუთვლია: " ჩემს შვილიშვილს მოწყალების გარეშე გავზრდი როგორმე, მან კი ჩვენი სახელის ხსენება კი არა, აქეთკენ მოხედვაც არ გაბედოსო". ორი წელი არ ჩავსულვარ სოფელში. დედამ ხმა გაავრცელა, რომ ნარკომანმა მომიტაცა, არ გავუჩერდი, მაგრამ ბავშვი კი შევინარჩუნე. უმაღლესი დავამთავრე, თან ორწლიანი კურსები ინგლისურის შემსწავლელთათვის მასწავლებლობის უფლებით. ორი დიპლომითა და წლინახევრის გოგონათი დავბრუნდი სოფელში. ბავშვს ლელი დავარქვი( ლევანს მივუსადაგე ), რა თქმა უნდა , ჩემს გვარზე დავწერე. ლელი მამის ასლი იყო, თეთრი, ქერა, მაგრამ გენეტიკის საოცრებით ჩემი თვალები გამოყვა, შავი, შავი, ბრიალა. ჩემს სკოლაში დავიწყე მუშაობა. ორ წელიწადში ორგანიზატორად დამნიშნეს, მალევე სასწავლო ნაწილის გამგედ. შემდეგ დირექტორობაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. ლევანი გაქრა, რაიონში არ გამოჩენილა. მამამისი თბილისში გადაიყვანეს სამუშაოდ. რაიონში სახლი გაყიდეს და საცხოვრებლადაც იქ გადავიდნენ. ერთადერთი, რაც ლევანის არსებობას და იმას, რომ ვახსოვდი, მიდასტურებდა, ფულადი გზავნილი იყო ლელის დაბადებიდანვე ყოველ თვე რომ მოდიოდა ჩემს სახელზე რუსეთიდან ინკოგნიტოდ.. თავიდან დედას უნდოდა დაებრუნებინა, მაგრამ ვისთვის? ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ქვეყანა არ აირია. ლელი ძალიან ჭკვიანი, თბილი და დამჯერი გოგო იზრდებოდა. პატარაობიდანვე ვასწავლიდი რუსულსა და ინგლისურს. მეშვიდე კლასიდან მოყოლებული იმარჯვებდა ოლიმპიადებში. მეათე კლასში ყოფნისას პირველი ხარისხის დიპლომი აიღო და ორ კვირიანი საგზურით დააჯილდოვეს, რომ ინგლისის ერთ-ერთ კოლეჯში ცოდნის გასაღრმავებლად წასულიყო. იქ გაიცნო ნიკალაი. ისეთ აღტაცებული მიყვებოდა მასზე... მე ეს ბავშვური გატაცება მეგონა, მალევე გადაუვლის, ის უკრაინაში, ეს საქართველოშითქო, მაგრამ შევცდი. ბიჭი ყოველ კვირა ურეკავდა სახლში, მერე ინტერნეტი შემოვიდა და უკვე კვირაობით ინტერნეტ კაფეში დადიოდა რაიონში. ნიკო ორი წლით იყო უფროსი. ლელი მეთორმეტეში იყო თბილისში რომ ჩამოვიდა. ლელი მოუთმენლად ელოდა. იმდენი მეხვეწა, მეც წამიყვანა და გამაცნო. მომეწონა, ჭკვიანი, კარგად აღზრდილი ჩანდა. ლელის სიყვარულით ქართულსაც სწავლობდა თურმე და რამდენიმე წინადადება ისე საყვარლად გვითხრა... ლელი იმავე წელს მოეწყო ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ნიკო, წელიწადში სამჯერ ჩამოდიოდა თბილისში სანახავად, ტელეფონით და სკაიპით კი ყოველ დღე საათობით საუბრობდნენ. ლელიმ მესამე კურსი დახურა და გათხოვდა. დავრჩი მარტო. დედა რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო უკვე. ქორწილზე დასასწრებად რომ ჩავედი, ლელი ცალკე მთხოვდა, სიძე ცალკე და მზახლებიც ცალკე, რომ დავრჩენილიყავი, ან კიევში მეცხოვრა, ან სოფელში, მაგრამ მე უსაქართველოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ახლა, გაჩნდა მარიამი და ბევრი რამ შეცვალა. ამ ზაფხულს აქ ვიქნები, გოგოცუნაც წამოიჩიტება, მერე კი , ვნახოთ. ამ ფიქრებში როგორ გასულა დრო? მარიკუნამ წამოიკრუსუნა. საჭმელი გავამზადე, ვაჭამე. ცოტა ხანს ხელში მყვდა, დავაძინე, ისევ ეტლში ჩავაწვინე და ფიქრებს დავუბრუნდი. ლევანის მოძებნა არ მიცდია. რა აზრი ქონდა? ალბათ დაოჯახდა. მამამისის მოსაწონი გოგო შეირთო, შვილები გააჩინა. კარგი კი იქნებოდა ლელის და ან ძმა რომ ყავდეს, (როგორ ნატრობს ამას) მაგრამ... ლევანს რომ სურდეს, ჩვენს მოძებნას რა უნდა? მე ხომ იქვე ვცხოვრობ? დაიგრუხუნა. მოღრუბლულა. რომ გაწვიმდეს? ჯობს, ბინაში დავბრუნდე. ან იქნებ სადარბაზოს წინ სკამზე ჩამოვჯდე და ვიყოთ სუფთა ჰაერზე? რა ვაკეთო მარტო საღამომდე? ფეხს ავუჩქარე. ის მამაკაცი ისევ იქ ზის. უცებ რაღაც მითხრა უკრაინულად. -ვერ გავიგე, მე უკრაინელი არ ვარ. - წვიმას აპირებს. აქ დაბრძანდით. გადაიწვიმეთ. უცებვე იცის გადაკარება. შევყოყმანდი. რაღა ამ კაცს მივუჯდე, როცა ყველა სადარბაზოსთან დგას ძელსკამი? - მობრძანდით, მობრძანდით. თან გადაიწვიმებთ, თან ვისაუბროთ. საწყალს ალბათ მოსაუბრე ენატრება. დავჯდები, მეც დროს უფრო ადვილად გავიყვან-გავიფიქრე და შევჩერდი. - მე ვლადიმერ პეტრეს ძე ვარ. აქვე ვცხოვრობ, მერვე სართულზე. - მითხრა მან. - მაგდა - თავი დავუკარი მე. - აა, ქართველი ბრძანდებით? - დიახ, ქართველი ვარ. ჩვენთან მამის სახელს არ ხმარობენ მიმართვისას, ისე ვარლამის ასული ვარ. - სასიამოვნოა. ვიცი, რომ მარტო სახელით მიმართავენ,საკმაოდ კარგად ვიცნობ საქართველოს. მაშინ მეც ვოვა დამიძახეთ. აქ სტუმრად ხართ? მე მთელი ცხოვრება ამ სახლში გავატარე და ხუთივე სადარბაზოს მცხოვრებლებს ვიცნობ. სახით მაინც. - დიახ. სიძესთან ვარ სტუმრად. პირველ სადარბაზოში, მესამეზე. - აა, ვიცი. ნიკალაი კარგი ბიჭია, ორიოდე წელია ის ბინა შეიძინა. მეუღლე ხომ, პრინცესას ჰგავს. დიდი ხნით ჩამობრძანდით? - მთელი ზაფხული. შემდეგ სკოლა იწყება. პედაგოგი ბრძანდებით? - დიახ. რუსულს ვასწავლი. - ალბათ ამიტომაც იცით ასე კარგად რუსული - გამიღიმა მან. - რატომ? - გავაპროტესტე მე - საქართველოში, ჩემი ასაკის თითქმის ყველა ადამიანმა, საკმაოდ კარგად იცის რუსული. - სხვანაირად არ გამიგოთ, იციან, მაგრამ ასე გამართულად, თითქმის უაქცენტოდ - არა. მე ხშირად ჩავდიოდი საქართველოში. ხან საქმიანი ვიზიტით, ხანაც ისე, სტუმრად, დასასვენებლად. - არ მუშაობთ? -არა. უკვე პენსიაზე ვარ, თან ავარიის შემდეგ სიარული მიჭირს, მივეჩვიე სახლში ჯდომას. - არ გიჭირთ მარტო? - თქვენ საიდან იცით რომ მარტო ვარ?- გაკვირვებით მკითხა. - გულთმისანი ვარ - გავუღიმე - მეუღლე გარდაგეცვალათ, ქალიშვილი კი სხვაგან ცხოვრობს. არა? გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. - დიახ, ასეა. სოფია სამი წელია გარდაიცვალა, გოგო კი შარშან გათხოვდა მოსკოვში. მთხოვენ იქით გადასვლას, მაგრამ ვერა, ვერ წავალ. აქ ყველაფერი ნაცნობია, ახლობელი. აქ არიან კოლეგები, მეგობრები, მეზობლები . მაკითხავენ შიგადაშიგ. აქაა სოფიას საფლავი. იქ? - მესმის თქვენი. მეც ასე ვმსჯელობ. - თქვენც მარტო ხართ? - დიახ. - გასაგებია. მით უფრო თქვენ მუშაობთ. ძნელია ამ ასაკში სხვაგან გადასვლა. ცოტა ხანი სიჩუმეს მხოლოდ წვიმის ხმა არღვევდა. თქეში უფრო ეთქმოდა. წვეთები ზემოთ ხტებოდნენ და ბალერინებივით თითქოს თითის წვერებზე დგებოდნენ. ლამაზი საყურებელი იყო. ორივენი ფიქრებში ჩავიძირეთ. ( მეორე ნაწილის დასასრული )
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ალბათ რაღაცაში მართალია თამარი და აზგო,მაგრამ მე,მაგალითად ასე ვუყურებ ამ სიტუაციას;-თქვენ ,თამარ და აზგო უფრო გაშლილად გინდათ დაინახოთ ეს მოთხრობა,მე კი-მაკმაყოფილებს(იმედია აზგო არ ჩამთვლის ,,ცუდ მკითხველად'').მაგრამ ,ჩემი აზრით აქ მთავარია თვითონ ავტორის აზრი,მისი მზაობა გაშალოს ეს,თუ ის ნაწარმოები.და ღაც მთავარია,მისივე გემოვნება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. მანანა ხუთიანი ჩემგან.- +5+ ალბათ რაღაცაში მართალია თამარი და აზგო,მაგრამ მე,მაგალითად ასე ვუყურებ ამ სიტუაციას;-თქვენ ,თამარ და აზგო უფრო გაშლილად გინდათ დაინახოთ ეს მოთხრობა,მე კი-მაკმაყოფილებს(იმედია აზგო არ ჩამთვლის ,,ცუდ მკითხველად``).მაგრამ ,ჩემი აზრით აქ მთავარია თვითონ ავტორის აზრი,მისი მზაობა გაშალოს ეს,თუ ის ნაწარმოები.და ღაც მთავარია,მისივე გემოვნება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. მანანა ხუთიანი ჩემგან.- +5+
11. მე მომეწონა კარგია, მიყვარს, როცა არ მაბნევს ავტორი და არც თვიტონ არ იხლართება, მე მომეწონა კარგია, მიყვარს, როცა არ მაბნევს ავტორი და არც თვიტონ არ იხლართება,
10. გაიხარე, თამარ:) ვაფასებ შენს რჩევებს, ვეცდები, გავითვალისწინო. გაიხარე, თამარ:) ვაფასებ შენს რჩევებს, ვეცდები, გავითვალისწინო.
9. მანანა, მოგყვები, მაგრამ... ერთ რამეში მართალია აზგო, - ისე ყვები ამ ამბავს, ვითომ მეზობლის გოგოზე მიყვებოდე, ხუთი წუთით რომ შემხვდი მაღაზიაში... ის, რაც შენ ამ 3-4 გვერდზე დატიე, 3-4 კარგი თავის დასაწერი მასალაა, ან იქნებ უფრო მეტისაც... ასეთი მშრალი ფაქტები - მოსმენისა და წაკითხვის ინტერესს აქრობს. არა და, საინტერესო ფაბულაა...
დალოცვილო, ენა - კარგი გაქვს, წერა, - კარგად შეგიძლია, ფანტაზიასაც არ ემდური... დაწერე, რა, ცოტა უფრო გაშლილად? ნუ მოათავებ ასე უცებ... საინტერესო დეტალებით გაამდიდრე! შეგიძლია და ამიტომ გეუბნები... რომ არ შეგეძლოს, არც გეტყოდი ამას!
აბა, შენ იცი! :))) მანანა, მოგყვები, მაგრამ... ერთ რამეში მართალია აზგო, - ისე ყვები ამ ამბავს, ვითომ მეზობლის გოგოზე მიყვებოდე, ხუთი წუთით რომ შემხვდი მაღაზიაში... ის, რაც შენ ამ 3-4 გვერდზე დატიე, 3-4 კარგი თავის დასაწერი მასალაა, ან იქნებ უფრო მეტისაც... ასეთი მშრალი ფაქტები - მოსმენისა და წაკითხვის ინტერესს აქრობს. არა და, საინტერესო ფაბულაა...
დალოცვილო, ენა - კარგი გაქვს, წერა, - კარგად შეგიძლია, ფანტაზიასაც არ ემდური... დაწერე, რა, ცოტა უფრო გაშლილად? ნუ მოათავებ ასე უცებ... საინტერესო დეტალებით გაამდიდრე! შეგიძლია და ამიტომ გეუბნები... რომ არ შეგეძლოს, არც გეტყოდი ამას!
აბა, შენ იცი! :)))
8. "ამნაირ მოთხრობასაც ყავს თავისი მკითხველი:)" - გააჩნია რა მკითხველს გულისხმობ. მაგალითად ამ პორტალზე არაფერი არ რჩება წაუკითხავი - არც კარგი, არც ცუდი და საერთოდ აბდაუბდასაც გადახედავს ვინმე. მაგრამ თუ გინდა რომ ნამდვილად გყავდეს მკითხველები (და ცხადია გინდა, რადგან წერ), მაშინ მათი ინტერესების გათვალისწინებაც მოგიწევს. ხოლო მარტო საკუთარი სიამოვნებისთვის თუ წერ, მაშინ კი ბატონო,(უფრო სწორად - ქალბატონო), ნაცობ-ახლობლებისაგან(თუნდაც ვირტუალური) შემდგარი მკითხველთა წრეც საკმარისია. ხო, წინა პოსტში დამავიწყდა მეხსენებინა, რომ იმ გოგოს ნესტან-დარეჯანი ერქვა, ხოლო ბიჭს, რომელმაც ამ გოგოს საქმრო მოკლა - ტარიელი. ვითომ უბრალო ფაბულაა, მაგრამ მაინც ხომ არის! "ამნაირ მოთხრობასაც ყავს თავისი მკითხველი:)" - გააჩნია რა მკითხველს გულისხმობ. მაგალითად ამ პორტალზე არაფერი არ რჩება წაუკითხავი - არც კარგი, არც ცუდი და საერთოდ აბდაუბდასაც გადახედავს ვინმე. მაგრამ თუ გინდა რომ ნამდვილად გყავდეს მკითხველები (და ცხადია გინდა, რადგან წერ), მაშინ მათი ინტერესების გათვალისწინებაც მოგიწევს. ხოლო მარტო საკუთარი სიამოვნებისთვის თუ წერ, მაშინ კი ბატონო,(უფრო სწორად - ქალბატონო), ნაცობ-ახლობლებისაგან(თუნდაც ვირტუალური) შემდგარი მკითხველთა წრეც საკმარისია. ხო, წინა პოსტში დამავიწყდა მეხსენებინა, რომ იმ გოგოს ნესტან-დარეჯანი ერქვა, ხოლო ბიჭს, რომელმაც ამ გოგოს საქმრო მოკლა - ტარიელი. ვითომ უბრალო ფაბულაა, მაგრამ მაინც ხომ არის!
7. მადლობა რჩევისთვის აზგო, ამნაირ მოთხრობასაც ყავს თავისი მკითხველი:) კი, გაგრძელება იქნება. გმადლობთ:) მადლობა რჩევისთვის აზგო, ამნაირ მოთხრობასაც ყავს თავისი მკითხველი:) კი, გაგრძელება იქნება. გმადლობთ:)
6. მანანა, აქ რამე მოხდება საერთოდ? მესმის რომ ეს შეიძლება დიდი რომანის ექსპოზიცია იყოს, მაგრამ ამხელა და ასე "მტკნარი" დასაწყისი მაინც არ ივარგებს მგონი! არანაირი ინტრიგა, პრაქტიკულად არანაირი ემოცია, არანაირი დაძაბულობა... ვინ უნდა დააინტერესოს ვიღაცა უღიმღამო ადამიანების ყოფა-ცხოვრებამ? იმის თქმა მინდა, რომ კონფლიქტია საჭირო! აი შენი წინა ტექსტიც ("ყველგან იპოვი ბედნიერებას?"|) უფერულად დამთავრდა! რაა საინტერესო იმაში, რომ ქალი და კაცი ერთმანეთს შეხვდა და მათ შორის სიყვარული გაჩნდა? ის რომ სასაფლაოზე გაეცნენ ერთმანეთს? მაგას რა მნიშვნელობა აქვს სასაფლაოზე შეხვდნენ თუ სასაკლაოზე?! სადღაც ხვდება ეს ხალხი ერთმანეთს და იყვარებს. და ეს ხდება ყოველდღე! რაა ამაში ახალი და საინტერესო ლიტერატურის თვალსაზრისით? რამე დაბრკოლებების გადალახვა უნდა სჭირდებოდეს პერსონაჟებს, რომ მათ შესძლონ თავისი პიროვნული თვისებებისა და სიყვრულის "სიდიდის" გამჟღავნება. აი "წინაღობიანი" სიყვარულის მაგალითი: ერთ გოგოს საქმრო ჰყავდა რომელიც არ უყვრდა. ამიტომ მან იმ ბიჭს, რომელიც მართლა უყვარდა, ის უდანაშაულო ახლგაზრდა მოაკვლევინა. ეს ამბავი გამჟღავნდა და ამ შეყვარებულებს მრავალი უბედურება დაატყდა თავს. მაგრამ ამათ გაუძლეს ყველაფერს და მეგობრების დახმარებით საბოლოოდ მაინც შეერთდნენ, ხოლო ჩვენ, მკითხველებმა, მართლა დავინახეთ ჭეშმარიტი სიყვარული. ხომ კარგი მაგალითია? ხოდა ეჭვი არ მეპარება, რომ შენ თუ დაძაბავ შენს წარმოსახვას, აუცილებლად რამეს მოიფიქრებ! მანანა, აქ რამე მოხდება საერთოდ? მესმის რომ ეს შეიძლება დიდი რომანის ექსპოზიცია იყოს, მაგრამ ამხელა და ასე "მტკნარი" დასაწყისი მაინც არ ივარგებს მგონი! არანაირი ინტრიგა, პრაქტიკულად არანაირი ემოცია, არანაირი დაძაბულობა... ვინ უნდა დააინტერესოს ვიღაცა უღიმღამო ადამიანების ყოფა-ცხოვრებამ? იმის თქმა მინდა, რომ კონფლიქტია საჭირო! აი შენი წინა ტექსტიც ("ყველგან იპოვი ბედნიერებას?"|) უფერულად დამთავრდა! რაა საინტერესო იმაში, რომ ქალი და კაცი ერთმანეთს შეხვდა და მათ შორის სიყვარული გაჩნდა? ის რომ სასაფლაოზე გაეცნენ ერთმანეთს? მაგას რა მნიშვნელობა აქვს სასაფლაოზე შეხვდნენ თუ სასაკლაოზე?! სადღაც ხვდება ეს ხალხი ერთმანეთს და იყვარებს. და ეს ხდება ყოველდღე! რაა ამაში ახალი და საინტერესო ლიტერატურის თვალსაზრისით? რამე დაბრკოლებების გადალახვა უნდა სჭირდებოდეს პერსონაჟებს, რომ მათ შესძლონ თავისი პიროვნული თვისებებისა და სიყვრულის "სიდიდის" გამჟღავნება. აი "წინაღობიანი" სიყვარულის მაგალითი: ერთ გოგოს საქმრო ჰყავდა რომელიც არ უყვრდა. ამიტომ მან იმ ბიჭს, რომელიც მართლა უყვარდა, ის უდანაშაულო ახლგაზრდა მოაკვლევინა. ეს ამბავი გამჟღავნდა და ამ შეყვარებულებს მრავალი უბედურება დაატყდა თავს. მაგრამ ამათ გაუძლეს ყველაფერს და მეგობრების დახმარებით საბოლოოდ მაინც შეერთდნენ, ხოლო ჩვენ, მკითხველებმა, მართლა დავინახეთ ჭეშმარიტი სიყვარული. ხომ კარგი მაგალითია? ხოდა ეჭვი არ მეპარება, რომ შენ თუ დაძაბავ შენს წარმოსახვას, აუცილებლად რამეს მოიფიქრებ!
5. ველი გაგრძელებას
ველი გაგრძელებას
4. 1. პატივცემულო მკითხველებო, წინასწარ გმადლობთ ამ გვერდზე სტუმრობისთვის, შენიშვნებისთვის, სურვილებისთვის. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ კომენტარში დაწერთ ქულას (მე ქულას არავის ვთხოვ, ჩემთვის მთავარი თქვენი აზრია ) მაშინ რეალურადაც დაწერეთ ის, ასეთი საქციელი , ჩემი აზრით, დაცინვას ჰგავს. მანანა კაკაჩია. 2012-09-03 12:02:10 100% 1. პატივცემულო მკითხველებო, წინასწარ გმადლობთ ამ გვერდზე სტუმრობისთვის, შენიშვნებისთვის, სურვილებისთვის. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ კომენტარში დაწერთ ქულას (მე ქულას არავის ვთხოვ, ჩემთვის მთავარი თქვენი აზრია ) მაშინ რეალურადაც დაწერეთ ის, ასეთი საქციელი , ჩემი აზრით, დაცინვას ჰგავს. მანანა კაკაჩია. 2012-09-03 12:02:10 100%
3. შემიყოლა... საინტერესოა შემიყოლა... საინტერესოა
2. საინტერესო და ლამაზი მონათხრობია მომეწონა...
გაგრძელება იქნება ნეტა? საინტერესო და ლამაზი მონათხრობია მომეწონა...
გაგრძელება იქნება ნეტა?
1. პატივცემულო მკითხველებო, წინასწარ გმადლობთ ამ გვერდზე სტუმრობისთვის, შენიშვნებისთვის, სურვილებისთვის. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ კომენტარში დაწერთ ქულას (მე ქულას არავის ვთხოვ, ჩემთვის მთავარი თქვენი აზრია ) მაშინ რეალურადაც დაწერეთ ის, ასეთი საქციელი , ჩემი აზრით, დაცინვას ჰგავს. პატივცემულო მკითხველებო, წინასწარ გმადლობთ ამ გვერდზე სტუმრობისთვის, შენიშვნებისთვის, სურვილებისთვის. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ კომენტარში დაწერთ ქულას (მე ქულას არავის ვთხოვ, ჩემთვის მთავარი თქვენი აზრია ) მაშინ რეალურადაც დაწერეთ ის, ასეთი საქციელი , ჩემი აზრით, დაცინვას ჰგავს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|