მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2012
განგება
ლექსებად ასველებ მოთეთრო ქაღალდებს,
დანაცრულ ღაღადისს ვერავინ აიტანს.
შენს სულზე ნაფერებ ფიქრებში აღამებს
მოცარტის ვალსი და ჯუზეპეს აიდა.
ზღვის ბილიკს მიყვები ჩაფენილ ტალღებად,
ამავდროს ჯიუტი განცდების ნაწილს ხევ.
ყოველ წელს წარსულის შავ ლაქად გახმება,
საჩუქრად ნაყიდი მომწვანო ნაძვის ხე.
ვერ გაცდი ჰორიზონტს ვერაფრის დიდებით,
ახლა კი მზის შუქზე ნატანჯი მუზა ხურს
და მთვარის კაუჭად მოხრილი თითებით
სურვილზე გეხები საშინლად ,,უსახურს’’.
მერე კი წუხილზე იფარებ მაგ ხელებს,
ზარები რეკავენ ცოდვების გამაში.
უშენო წუთები იმდენად მახველებს,
რომ შენთან მინდება ბავშვური თამაში.
დუმილით ნაბორკი მზარავ და მაშინებ,
წესების გარეშე განგებას რაკი ცდი.
მომიხმე, შენს გვერდით გავჩნდები მაშინვე
და გათენებამდე მთვარესთან დაგიცდი.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
უშენო წუთები იმდენად მახველებს, თუ მახელებს?
უშენო წუთები იმდენად მახველებს, თუ მახელებს?
მანანა კაკაჩია.
2012-09-04 10:32:46
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
13.03.2026 03:06:10