 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 3 სექტემბერი, 2012 |
წინასწარ ვიცი, რომ არ დამიჯერებს, მაგრამ მაინც „ვაწარმოებ ‘’ მოლაპარაკებებს. დაიჟინა,უნდა წავიდეო, ყველაფერი გადაწყვეტილიაო, ბაჩანა და რეზიც მოდიანო... -----ბიჭო,რაღა ახლა აიტეხე ეგ ამბავი,ხომ იცი გამოცდაზე მოვდივარ და მინდა მანდ დამხვდე მეთქი---ვიმიზეზებ მე. ესმის? არ ესმის. რა ვუყო,ჯიუტია მამასავით ( არც მე ვარ დიდად დამთმობი). გადაწყდა,ეგენი ქსილისის მთაზე მიდიან,მე კიდევ ჩავალ და მივხედავ ჩემ თავს.ბოლოს და ბოლოს მართლა მაგაზე ხომ არ ვარ დამოკიდებული .
დილით ადრე ავდექი,იქნებ ჩავუსწრო. ათზე უკვე თბილისში ვარ,მაგრამ წასულები დამხვდნენ.რაღა უნდა ვქნა,მივალაგე ,სადილი გავაკეთე. ორზე გამოცდა მაქვს და არ უნდა დამაგვიანდეს.უნივერსიტეტთან მეგობარი მელოდება, კოლეგა,ცოტა გულს გადავაყოლებ და მასთან ვილაპარაკებ.ბავშვებიც მოვიდნენ,მისი კლასელებიც.თეკლას უკითხავს,დედამისმა იცის წასულები რომ არიანო? მერე რაეგამოცდებოდაო ..... მგონია ბევრ რამეს შევეგუე და მეტი აღარაფერი გამაკვირვებს...ასე მგონია,თურმე სადა ხარ ჯერ........... გამოცდაზე შესვლამდე მხოლოდ ერთი მესიჯი მივიღე :მთაზე უკვე ვიყავით და ახლა დაბლა ვეშვებითო. თურმე მომატყუა. შევედი. ორი საათია,დაიწყო გამოცდა,მაგრამ ლუჩიანო პავაროტი და მისი ცოლები და შვილები სულ არ მაინტერსებს,მთელი ორი საათი მთა და ჩემი შტერი ბუდულა მელანდება. 5საათზე უკვე სადგურში ვარ , ავტობუსში ვზივარ და სახლისაკენ მოვდივარ.თან გზადაგზა ვწერ,სად არიან და როგორ არიან , ხან ვკითხულობ, ხან ველაპარაკები. ერთხელაც დავრეკე და აღარ მპასუხობენ, გასულია ან გამორთულია,მეუბნება ოპერატორი...გული დავიმშვიდე. შეიძლება ისეთ ადგილას არიან,რომ არ იჭერს მეთქი.... იმდენი ვილაქლაქე,მთელმა ავტობუსმა იცის, რომ სადღაც მთის დასალაშქრადაა ჩემი შვილი, ზოგს ალბათ გიჟი ვგონივარ... როგორც იქნა ჩავედი. საღამოს 9 საათია და მომდის ასეთი შინაარსის მესიჯი: დაგვაღამდა,გვაქვს ცოტა წყალი, ცოტა პური,ღამეს ვათევთ ცეცხლთან.... .........ვაი, ჩემო თავო....ტელეფონები დამჯდარი აქვთ და მორჩა,აღარაა კავშირი.დავჯექი და ვტირი....ისეთი უმწეო ვარ, მეშინია რამე არ მომივიდეს ,გული არ გასკდეს ან ტვინში სისხლი არ ჩამექცეს...ნახევარი საათი ვიჯექი ასე და უცებ თავში რაღაც აზრებმა გამოიღვიძა.ვებღაუ- ჭები რაღასაც,თორემ არანაირი იმედი არ მაქვს. ---- აბა ჩქარა პატრულის ნომერი-- --სახლში ყველა გაკვირვებული მიყურებს,ახლა რაღა დროს პატრულია,თითქმის 11 საათია . მე მაინც ვრეკავ და მორიგეს ვუხსნი ჩემ პრობლემას,ის ვერაფერს იგებს და მეასედ მეკითხება: ------ვინაა წასული?--- -------ჩემი შვილი და ძმისშვილი ------სად ქალბატონო?---- ------მთაში, მაგრამ სად, არ ვიცი, დაახლოებით კასპის რაიონში. ქსილისის მთაზე. ------რატომ? აი ამ კითხვაზე ვერ ვპასუხობ ამომწურავად . რა ვუთხრა? ხუშტურების გამო მეთქი? სიმართლე ესაა და რა ვუთხრა? ყველაფერი ჩაიწერეს,ვინ არიან ,სად არიან, რამდენი წლისანი,სად სწავლობენ,ტელეფონის ნომრები...ეს ყველაფერი იმდენხანს გრძელდება, უკვე იმედი მეწურება ------რამეს იღონებთ? ---ვეკითხები ------სწორედ მაგას ვაკეთებთ ქალბატონო----- მპასუხობს და თვითონაც არ ჯერა. მერე მაძლევს კასპის პოლიციის ნომერს და მეუბნება,რომ პასუხი მასაც გავაგებინო. დავრეკე კასპის პოლიციაში,გულისყურით მომისმინეს, ისევ დაწვრილებით ჩაიწერეს ყველა მონაცემი და ჩემ კითხვაზე , რამეს იღონებთ მეთქი ---საიდან დავიწყოთ რა და ვქნათ არაფერი არ ვიცითო, ასე მიპასუხეს.
ახლა პატრულს გორის სამხარეოს ნომერი ვთხოვე.იქაც დავრეკე ,ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. გოგონამ მიპასუხა და მითხრა, დაწყნარდით ქალბატონო, გვესმის თქვენი, დედა ხართ, ყველა დედა ასე მოიქცეოდაო...ალბათ დამამშვიდა....
შიგადაშიგ ვლოცულობ, მამაო ჩვენოს გულში ვიმეორებ და მგლებისგან დაგლეჯილი ბუდულა მელანდება. ღმერთო,ისევ მანახე ცოცხალი. კასპის და გორის პოლიციის იმედით ბუდულას მესიჯი მივწერე.გეძებენ და ცეცხლი არ ჩააქროთ მეთქი იმედი მაქვს რომ მესიჯს ნახავენ. პოლიციიდან ყოველ ნახევარ საათში მირეკავენ და სიტუაციას მიხსნიან....ჯერჯერობით ვერ იპოვეს, დადიან აქეთ იქით და პროჯექტორებით ანათებენ სავარაუდო ადგილებს... ყველა წმინდანს შემწეობას და დახმარებას ვთხოვ,წმინდა გიორგზე თავისი ხელით აიყვანოს ბატკანი... ეხ, ბუდულა ბუდულა.... 12 საათზე დამირეკეს პოლიციიდან,ნუ ნერვიულობთ ქალბატონო,ახლა სოფლიდან მეგზურს გავიყოლებთ და შეიარაღებული შევდივართ ტყეში 8 კაცი,4 ბრიგადად გაყოფილები,როგორც კი ვიპოვით იმ წამსვე ერთმანეთს გავაგებინებთო... მე, მთელი დღის დაღლილს და გასავათებულს, დივანზე მიმძინებია...უცებ ზარმა დარეკა,უცხო ნომერია, მაგრამ ჩემი შვილის ხმააააააააა -----დედა გვიპოვეს, კარგად ვართ,ახლა მალე წავალთ სოფელშიო----მეუბნება ცოტა დარცხვენილი. -----შეგეშინდათ ბიჭო მეთქი?---- -----არა , მაგრამ თქვენ რომ ნერვიულობდითო....ვატყობ ხმა გაუწყდა. ----კარგი დედა მეთქი---აღარ ჩავეძიე----შევხედე სამს აკლია 20 წუთი..... ალბათ დამეძინა.....დილით გავიღვიძე და ვიყავი ძალიან ბედნიერი.
P.S. პირველი გამოცდა, ის პირველი, ვერ ჩავაბარე....აღარც მიდარდია დიდად,იმიტომ რომ მეორე გამოცდა დამრჩა ჩაბარებულიც და ბარიერ გადალახულიც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ეჰ ბუდულა, ბუდულა....
პოლიცაში ზარიდან ვიცინე..., მაგრამ რომ ხმა გაიგონე, იქ ცრემლები გადმოვყარე... :D ალბათ სიხარულის.
კარგი იყო, მომეწონა +5 ეჰ ბუდულა, ბუდულა....
პოლიცაში ზარიდან ვიცინე..., მაგრამ რომ ხმა გაიგონე, იქ ცრემლები გადმოვყარე... :D ალბათ სიხარულის.
კარგი იყო, მომეწონა +5
17. მოეწონა არტემიდას:) მოეწონა არტემიდას:)
16. საინტერესოა, წარმომიდგენია რამდენს ინერვიულბდით :( საინტერესოა, წარმომიდგენია რამდენს ინერვიულბდით :(
15. რა ლამაზადაა დედა-შვილობის ფენომენი გადმოცემული... სიყვარული, სითბო, დარდი... ყველაფერი უხვად წავიკითხე და ვისიამოვნე :) მარი, არაჩვეულებრივი ხარ!!! :) 5 და ლაიქი! რა ლამაზადაა დედა-შვილობის ფენომენი გადმოცემული... სიყვარული, სითბო, დარდი... ყველაფერი უხვად წავიკითხე და ვისიამოვნე :) მარი, არაჩვეულებრივი ხარ!!! :) 5 და ლაიქი!
14. კარგია ესეთი ისტორიები, ჰეფი ენდით :) ++ კარგია ესეთი ისტორიები, ჰეფი ენდით :) ++
13. თვითონ რომ მიყვებოდა ამ ამბებს არ მჯეროდა. თვითონ რომ მიყვებოდა ამ ამბებს არ მჯეროდა.
12. ამ დღის გახსენებაც არ მინდა, ძალიან ვინერვიულე.
ამ დღის გახსენებაც არ მინდა, ძალიან ვინერვიულე.
11. დედის გული, ძალიან ნაცნობია, სულ ცუდს ფიქრობს სულ ეშინია. დედის გული, ძალიან ნაცნობია, სულ ცუდს ფიქრობს სულ ეშინია.
10. 17 წლის იყო... თვითონ ამბობენ,რაღაც სვიტრის მაგვარი ვნახეთო დაგლეჯილი 17 წლის იყო... თვითონ ამბობენ,რაღაც სვიტრის მაგვარი ვნახეთო დაგლეჯილი
9. რამდენი წლის იყო მაშინ ბუდულა? :) მეც ვიხალისე,-ხანდახან რა ტყუილად ნერვიულობთ დედიკოები ხოლმე :) რამდენი წლის იყო მაშინ ბუდულა? :) მეც ვიხალისე,-ხანდახან რა ტყუილად ნერვიულობთ დედიკოები ხოლმე :)
8. ახლა იუმორით ვიხსენებთ ჩვენც...დიდი მადლობა მუხა.... ახლა იუმორით ვიხსენებთ ჩვენც...დიდი მადლობა მუხა....
7. მე იუმორის ჟანრში მომეწონა! მე იუმორის ჟანრში მომეწონა!
6. კარგია.მომწონს როგორც წერთ. კარგია.მომწონს როგორც წერთ.
5. რეალური ამბავია...გულრწფელობაც ალბათ ამიტომაა....მადლობა. რეალური ამბავია...გულრწფელობაც ალბათ ამიტომაა....მადლობა.
4. კარგი ნაწერია, გულწრფელი. კარგი ნაწერია, გულწრფელი.
3. დიახ,მასწავლებელი.... დიახ,მასწავლებელი....
2. პედაგოგი ხართ?:) მართლაც, მთავარია: მეორე გამოცდა დამრჩა ჩაბარებულიც და ბარიერ გადალახულიც.
იხარეთ.
პედაგოგი ხართ?:) მართლაც, მთავარია: მეორე გამოცდა დამრჩა ჩაბარებულიც და ბარიერ გადალახულიც.
იხარეთ.
1. რეალური ისტორიააა,რომელის მართლა გადავიტანეთ... რეალური ისტორიააა,რომელის მართლა გადავიტანეთ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|