ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნენენენე
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2012


ანოო ***

ანო,წავიდეთ ამ ქვეყნიდან,იქ,სადაც დიდი ყვითელი მზე ანათებს ყოველთვის,სადაც ლურჯ ცაზე ცისარტყელებია გაბმული და იქ მცხოვრები ადამიანები თითო ფერზე სიყვარულს აფენენ...იქ,სადაც ქუჩებში ფრთიანი მანქანები დადიან და ვარდისფერი კორპუსების მწვანე ეზოებში ბავშვები ერთმანეთს დამალობანას ეთამაშებიან...
ანო,წავიდეთ იქ ,სადაც ჰაერში ბაქტერიებივით სიკეთეა გაბნეული,ბაბუაწვერები დაფრინავენ...მინდვრებში ყვითელი ქრიზანთემები გამუდმებით ჭორიკნობენ გვირილებზე,რომლებსაც აქ ფურცელსაც არავინ აცლის...ხეებზე სხვადასხვა ფერის პეპლები ოჯახებად ცხოვრობენ.წამოდი,აქ ყველაფერი ისე შეიცვალა,რომ ადამიანებსაც დაეკარგათ ფერი,წავიდეთ,იქ სადაც მე და შენ სკოლაში ვივლით,სკოლაში სადაც ოცნებებს ასწავლიან,პირველ ღრუბელზე ჩამოვჯდებით და მწვანე ფოთლებზე ლექსების წერას დავიწყებთ,ჰაერში გავუშვებთ ქაღალდის თვითმფრინავებს...წავიდეთ,იქ,სადაც არასდროს ცივა,სადაც ყოველ ღამით ციდან ფერიები ჩამოდიან და სურვილებს ახდენენ, იქ სადაც წელიწადში ერთხელ ჩახუტების დღესასწაულს აღნიშნავენ,უყვართ და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ,სადაც არავინ არავის ტოვებს,გესმის? არავინ არავის !!!
                                ჩამკიდე ხელი,აქ უკვე მეტისმეტია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები