ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2012


პროტესტი

წაშალეთ!
აფიშებს სიწითლე ერევათ,
ხვალ თქვენაც შეგრცხვებათ და ვეღარ გიშველით,
რად გვინდა მითხარით დღეს ცეკვა-თამაში,
როდესაც თქვენს თვალწინ კაცი დგას შიშველი?!
როდესაც საკნებთან განგაშის ზარია
დაბზარულ სულიდან სისხლი გვდის ცრემლებად,
არ მჯერა,უკვალოდ ჩათავდეს ყოველი,
არ მჯერა,რომ როცა გადაიხედება
მომავლის აწმყოდან
წარულის ნაშთები,
მე და შენ არ შეგვრცხვეს,
მე და შენ არ გვერქვას
ცხოვრების ჭაობში ჩამპალი ნაგავი,
რომელსაც შეეძლო,მაგრამ არ წამოდგა
მაშინ,როს მკდრებიც კი წამოდგნენ მიწიდან
და ზეცას მიაპყრეს შეშლილი თვალები,
არა,მე არ მინდა წაშლილი თაობა
თუნდაც დამცირებით,რისხვით და წვალებით.
რადგანაც ნამუსი მათ თვითონ ეხდებათ,
ვინც სხვაზე ძალობს და ეშმაკთან ნადიმობს,
ასწიეთ თავები,გამაგრდით ბიჭებო!
არ მჯერა,ოდესმე რომ გაინაპირონ
სირცხვილის სახედრის უთავო მხედარებმა,
მხრებზე  რომ ცოდვების აუბამთ ხანგალი,
არასდროს წახდება იმ ერის კაცობა
სადაც რომ ხალხია ხალხისვე სარდალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები