ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2012


პორტრეტი

ამ  ღამის  ხმაური  ღრუბელთა  მარშია,
ცხენებით  დაქრიან  მედროშე  მხედრები.
ფიქრები  გადამწვარ  განცდების  ალშია
და  გადარჩენისთვის  ღმერთს  შევევედრები.

ქარია,  სუნთქვაა  თუ  ჩემი  განგება,
ერჩიან  პოეტებს  ლამაზი  ქალები.
ცხოვრებას  გაჩუქებ,  სად  დამეკარგება
და  დაუფიქრებლად  კვლავ  ,,დაგედარები

სადმე’’  და  სალამსაც  მხურვალედ  მოგიგებ,
შენს  ღიმილს  ღიმილით  შევხედავ  თავიდან.
(დღეს  მე  ვარ  ისედაც  ამ  ღამის  მორიგე)
ერთ  ღამეს  უბრალოდ  ხათრისთვის  ავიტან.

დილით  კი  უძილო  თვალებზე  გაკოცებ,
შეგიხვევ  დაკაწრულ  ვნებას  და  თუ  გინდა
პორ
ტრე
ტად 
შემოგსვამ  წიგნების  თაროზე,
რომ  არსად  გამებნე  ნატანჯი  გულიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები