ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 სექტემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

ნუ დავუშვებთ...

  სიმშვიდევ,სად ხარ,სად ხარ როცა იმდენივე გნატრობს, რამდენიც უფრთხის შენს გამოჩენას და შენს ლოდინში შენი მომლოდინენიც ვაი რომ გადაიღლებიან ,ვაი რომ შენი გამოჩენა აღარ გაახარებს რადგან დაიგვიანებ.მოდი ჩვენთან,მოდი გამყარდი და განაქარვე ის ენით გამოუთქმელი დუღილი,რამაც დაასივა ადამიანთა სულები,დუღილით გაბეზრებულ ლავასავით გადაღალა და სულის კრატერიდან ამოხეთქვას ლამობს.ვანდალიზმმა გააღრმავა შურისძიებისადმი ლტოლვა...მოუთმენლობა და თავშეუკავებლობა-აღშფოთებამ და შეძრწუნებამ გაამძაფრა,,ტკივილმა დაამძიმა ის ნატიფი ბუნება,რასაც ადამიანურობა ჰქვია მთელი თავისი ფასეულ-ღირებულებებით.სიბრაზეა ადამიანებს შორსი - მდუმარე მედეატორი.ზოგი დაგვიანებულ პროტესტს ვერ პატიობს ერთმანეთს,ვიღაცას კონკრეტულ დღემდე დუმილი არ შეუნდო არავინ.პროტესტთან ერთად ლოიალურობა ქილიკის თემატიკად გადაიქცა.აზრობრივი დიფერენციაცია შეუკავებელ ტალღად აგორებულა და  დაშვება ჯერ კიდევ არ დაუწყია.რელიგიურ პათოსს მომხდარის შესახებ უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა.ამდენი სიმართლე ერთად არსად და არასოდეს მინახავს.რამაც ჩვენ დაგვაკარგვინა წონასწორობა ადამიანებს,ეს არის-ბრძოლა ადამიანურობის წინააღმდეგ.არ უნდა მიეცეს ყველა სურვილს განვითარების და რეალიზების საშუალება,თორემ შევამოკლებთ ქაოსამდე მანძილს.პათოლოგიური მანიაკალიზმის დაგმობა ნორმალური ფორმებით, არაადამიანურობის წინაშე უპირატესობაში აღმოგვაჩენს.თუ იგივეს განვიზრახავთ ბუნებრივია მივდივართ იმ დაშვებამდე- უტოპეაა იბრძოლო იმ ნიშნით,რა ნიშანიც აქვს ობიექტს.სიმშვიდე აუცილებელია საზოგადოებისთვის ნებისმიერ პროცესში.სოციალურ პოლიტიკური ვითარება ადამიანური შეგნების გაანალიზების საფუძველზე მოგვცემს,ხვალინდელი დღის უსაფრთხოების განცდას.ამისათვის საჭიროა განწყობის გადმოსაცემად სათანადო ფორმების შერჩევა.
,,თუ დღეს ჩვენ არ გვაქვს მშვიდობა, ეს იმას ნიშნავს, ადამიანებს არ ახსოვთ, რომ ერთმანეთს ეკუთვნიან" – დედა ტერეზა;
,,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, თავადმშვიდობა არის გზა" - მაჰათმაგანდი;
მინდა ჩემი სათქმელი დავასრულო  საყოვალთაო საზოგადოებრივ პროტესტთან სოლიდარობის კიდევ ერთხელ დაფიქსირებით,და სიმშვიდე ვუსურვო თითოეულ ჩვენთაგანს,ადამიანური პლატფორმიდან შემწყნარებლობის შეძლებისდაგვარი გამომჟღავნება გონიერების საფუძველზე.გფარავდეს უფალი.
,,მშვიდობა – ცივილიზაციის სიკეთეა, ომი კი – მისი დანაშაული" - ვ. ჰიუგო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები