ცა ციდან ცამდე ცრემლებს მაცრიდა, ვისხედით ორნი მთვარიდან მარცხნივ. სუნთქვა - ზამთარზე უფრო მკაცრი და ზაფხულზე უფრო მხურვალე მარცხი..
წარბებთან იდგა ღიმილი პირქვე, არტერიებზე დაიქცა ლავა. შენ უკვდავებას სახელად ირქმევ, შენი მზე ცაზე ისედაც ავა.
ცაზე, რომელზეც ყვავილობს ვარდი და ეს შეგრძნება სულ სხვაა, სულ სხვა. ერთ დროს ბავშვური სიგიჟით მგავდი, ახლა - მაცდური ღიმილით მსუსხავ.
მიღიმი, როგორც კვირტების ფეთქვა, მესაუბრები თამამად, მშვიდად. თავს ეკლიანი გვირგვინი გედგა და ჯოჯოხეთის ალმური გშლიდა.
დრო წარსულიდან თითს მოდებს ჩახმახს, აღიმართება ალამი მთაზე. ერთმანეთისთვის განგება გვჩარხავს და ამ განგებას ერთმანეთს ვტაცებთ.
დაინგრა ჩვენში ეჭვების დასტა, დაიფშვნა ხეზე ფოთოლი ხმელი. მიმიშვი წითელ კაბიან დასთან, რომ სიყვარულით ჩავკიდო ხელი.
რომ სიყვარულის ძრომიალს, თრთოლვას, არც დასასრული არააქვს არსად.. იქნება ხვალაც გრძნობების თოვა - ჭეშმარიტების უმაღლეს ფასად.
მაცრიდა ცრემლებს ცა ციდან ცამდე, ვისხედით ორნი მთვარიდან მარცხნივ. ზამთარზე მეტი სიცივე ვცადე, ზაფხულზე მეტი მხურვალე მარცხით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ყოჩაღ!!!..იხარე.:)) ყოჩაღ!!!..იხარე.:))
2. ყოჩაღ, მა ფრენდ, მომეწონა ^_^ :))
ყოჩაღ, მა ფრენდ, მომეწონა ^_^ :))
1. ერთ დროს ბავშვური სიგიჟით მგავდი, ახლა - მაცდური ღიმილით მსუსხავ. + ერთ დროს ბავშვური სიგიჟით მგავდი, ახლა - მაცდური ღიმილით მსუსხავ. +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|