ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2012


მითხარი!!!

როგორ გამუქფერებულხარ, ჩემო საქართველოვ... როგორ დაგკარგვია ფერი...

რამე მითხარი... მანუგეშე...
მითხარი, რომ შავ ზღვას მხოლოდ სახელი აქვს შავი!
მითხარი, რომ მწვანე ფოთლების ვერდანახვა, მხოლოდ ნაადრევი სიბერის ბრალია!
მითხარი, რომ ჩვილები ძილმა დაამუნჯა! მითხარი, რომ ეს სიცოცხლეა! მითხარი, რომ სიზმრად ანგელოზებს ხედავენ...
მითხარი, რომ ბოროტებას სიკეთეზე არ გაუმარჯვია!
მითხარი, რომ ღვთისმშობელი არ დასტირის თავის სუნთქვაგამოცლილ წილხვედრს! დამარწმუნე, რომ სიხარულის ცრემლებია ქალწულის თვალებზე!
მითხარი, რომ არ დამდგარა მარადიული ღამე!
მითხარი, რომ ეს ბურუსი არ არის საუკუნო!
მითხარი, რომ ჯერაც მაქვს უფლება უფალს შენი ხსნა ვთხოვო!
მითხარი, რომ არაფერი შეცვლილა... რომ მე დავბრმავდი მხოლოდ!
მითხარი, რომ დავბრმავდი!
დამაჯერე, ჩემო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები