შენს დუმილს პატარა ბავშვივით განვიცდი, ყოველთვის ვხვდებოდი შენს ფიქრებს ესოდენ. არასდროს ვყოფილვარ უფალთან არტისტი, არც მაშინ - ღალატის ტყვიას რომ მესროდნენ.
შუადღის ლოცვებით მივყვები ნაწვიმარ ბილიკებს, რომლებსაც ვახატავ ნაკვალევს. დროდადრო სხეულზე ფიფქებად მაცვივა წამების წვეთები... (თუ ესეც მაკმარეს)...
ეზოში, რომელშიც ატმები ყვაოდნენ, ვუყურებ სატანებს და ყველას სახე მრევს. ვერც იმას ხვდებიან ცოდავენ რაოდენ, ფრესკებს რომ აწერენ საკუთარ სახელებს.
მერე კი დიდების წყურვილით დადიან, ეშმაკთან ლტოლვაა მათივე პირობა. ძველ საუკუნეთა წმინდა და მადლიან თაღებთან - ქართული საუნჯე ტიროდა. .....
გუმბათი დაგადგეს, დაბრუნდა დიდება, შენახარ ყოველი ქართველის იმედი, ლოცვა და ვედრება ძილშიდაც მინდება, ჰოდა დღეს შენს ჯვართან მეორედ მივედი.
გთხოვე და სურვილი ამიხდა იმ წუთას, შევატყვე ქვავდება ნანატრი დრო მაშინ, უფალთან უღრმესი რწმენით რომ მიცურავს გულის ხმა - ნაცადი განცდების თოვაში.
აღსრულდა სიზმრებში ნანახი ოცნება, გუმბათზე დაიდგა ჯვარი და ეპოქა. გაუძლებს სივრცეს და ჩემს სულსაც მოწვდება - ტაძარი, რომელიც დროს გადაეღობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ლოცვა და ვედრება ძილშიდაც მინდება, ჰოდა დღეს შენს ჯვართან მეორედ მივედი.
+++++++ ლოცვა და ვედრება ძილშიდაც მინდება, ჰოდა დღეს შენს ჯვართან მეორედ მივედი.
+++++++
2. ავტორის ჩანაფიქრი გასაგებია, მაგრამ ასეთ ტკივილიან სათქმელს მეტი მხატვრულობა სჭირდება, რომ ბანალური სიმარტივისგან იყო სდაცული.
და ჩემი აზრი... ბაგრატის ტაძარი უფრო დიდებული იყო, ვიდრე არის, იმიტომ რომ ახალ აშენებულ ტაძარს ჰგავს და საერთოდ ვეღარაფერს ყვება წარსულ საქართველოზე. კედლებზე ხომ სახელებს კაწრავდნენ და ცუდი იყო, ახლა ენა აქვს ამოდღლეზილი და ესეც ცუდია.
ავტორის ჩანაფიქრი გასაგებია, მაგრამ ასეთ ტკივილიან სათქმელს მეტი მხატვრულობა სჭირდება, რომ ბანალური სიმარტივისგან იყო სდაცული.
და ჩემი აზრი... ბაგრატის ტაძარი უფრო დიდებული იყო, ვიდრე არის, იმიტომ რომ ახალ აშენებულ ტაძარს ჰგავს და საერთოდ ვეღარაფერს ყვება წარსულ საქართველოზე. კედლებზე ხომ სახელებს კაწრავდნენ და ცუდი იყო, ახლა ენა აქვს ამოდღლეზილი და ესეც ცუდია.
1. ბაგრატის ტაძარი... დიდებულება არც უგუმბათოს აკლდა, ჩემი აზრით. არის ლექსში გამორჩეულად კარგი სტრიქონები. ბაგრატის ტაძარი... დიდებულება არც უგუმბათოს აკლდა, ჩემი აზრით. არის ლექსში გამორჩეულად კარგი სტრიქონები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|