ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2008


შვილს, რომელიც არ მყავს

ჩვენი ურთიერთობა
ისეთი ინტიმურია,
გისვამ კალთაში
და გიხუტებ,
საუბარი ტიტინით იწყება:
გიყვები,
მიყვები,
მპასუხობ,
გპასუხობ,
მეკითხები...

მერე გბეზრდები,
გარბიხარ -
(მეშინია არ წაიქცე)
მოგდევ:
იძახი -
მა...
იღებ დანას,
გულს იღებ,
ვიძახი -
მა...
გართმევ,
ტირიხარ,
ამყავხარ,
გიხუტებ,
მეჩხუბები,
გკოცნი,
მიშორებ,
გატრიალებ,
ჰაერში,
ჰაერზე,
გულზე,
გულში,
გიხუტებ!
გიხუტებ!
გკოცნი,
გკოცნი.
მა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები