ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2012


არ დამაცადეს

ყოველ  საღამოს  ვეძალები  გამა  სონეტებს
და  ყოველ  დილით  უნებართვოდ  შენს  თმას  ვეხები.
შენმა  ცრემლებმა  სამუდამოდ  გამაპოეტეს,
მაგ  ცრემლებითვე  ნაბანი  და  შენაფერხები.

ყოველ  საღამოს  ვეგუები  ჩასვლას  მზეთამზის
და  სისხლიანი  მებერება  მაჯის  ძარღვები.
ვხედავ  ვარსკვლავთა  აჯანყებას  ცა  რომ  ზედ  აზის,
ვხედავ  იმედით  და  უბრალოდ  არ  ვიძაბები.

დღეს  აირია  ერთმანეთში  დრო  და  ეკალი,
მეც  გავერიდე  ტკივილგაყრილ  გულის  საწადელს
და  სურათივით  ყრუ  კედელზე  რომ  აეკარი,
მაშინ  დავძარი  ნაბიჯი  და  არ  დამაცადეს -

შენმა  ცრემლებმა...  სამუდამოდ  გამაპოეტეს,
მაგ  ცრემლებითვე  ნაბანი  და  შენაფერხები.
ყოველ  საღამოს  ვეძალები  გამა  სონეტებს
და  ყოველ  დილით  უნებართვოდ  შენს  თმას  ვეხები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები