ავტორი: ბექა ქებულაძე ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2012
,,აღარასოდეს''
გულის სიღრმეში შეგამჩნიე როგორ ფეთქავდი, შენი სინორჩე ცის გუმბათში როგორ შევიდა. მშვენივრად მახსოვს უკანასკნელ შემოხედვამდე - რაც გავიარეთ იმ პირველი შემოხედვიდან.
ცამდე აწელილ მოგონებებს დრო ვერ მოათლის ვერცერთ წამიერ გაელვებას, მთლად რომ გაცოფდეს. ბოლო სტროფის ქვეშ ნაგულისხმევ აზრად მოგნათლე, სტროფს კი დავარქვი სათაურად - ,,აღარასოდეს’’.
აღარასოდეს გავახელებ შენი განცდების ჰორიზონტამდე გადაწოლილ სუნთქვის სიჩქარეს. არც პოეტური მეტაფორით გაგიბრაზდები, (თუ მიწიერი სიყვარულით სადმე მიგჩქმალეს).
ვეღარ ვკანკალებ - გრძელი შიშის მოკლე ნერვებით და ვერ ვგებულობ რა მწყინდება, რა მიხარია. თუ სველ კალთაზე დაჩოქილი მოგეკერები, ირწმუნე, რომ ეს სიყვარულის ქარიშხალია.