ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2012


მე თქვენ გარეშე

მე თქვენ გარეშე

მე  თქვენ გარეშე
ფრთამოტეხილ ჩიტუნას  ვგავარ,
ხის კენწეროზე დაბნეული
რომ შემომჯდარა,
მე  თქვენ გარეშე
ღიმილის შნოც კი,
დამიკარგავს!
წყალსაც არ დავლევ
თქვენ გარეშე,
ჩემი სუნთქვა ხართ!
მე თქვენ გარეშე ვემსგავსები
ცარიელ კასრს და
დაძმარებულ ღვინოსავით
ვდგავარ უძრავად...
მე თქვენ გარეშე
სიცოხლეც,კი,
ჩალის ფასად მაქვს,
თქვენ გარეშე, ხომ,
მიტოვებულ ბალღს ჩამოვგავარ!
მე თქვენ გარეშე
გადაჭრილ კუნძს ვუახლოვდები,
თქვენ გარეშე,ხომ,
ვიქცეოდი ქარიშხლად, არად!
ვერ მოვხაზავდი
ვერც ერთ სიტყვას,
ვერ ერთ სტრიქონს,
პწკარს,
მე თვქენ გარეშე ვიქცეოდი
უმიზნო კალმად!      10/11/2012 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები