ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2012


სერ...



დადგება დილა, და აღმოაჩენ(თ) რომ მე აღარ ვარ
სერ,
მერე იქნებ ალბათ უკვე იქნება გვიან,
იქნებ გადახსნა(თ) დახურული გულის დარაბა
სერ, ახლა მე გწერთ...
და ვფიქრობ რომ უკვე აღარ ვარ.
სერ,
მერე დალევთ ჩარჩენილი ვისკის ნარჩენებს
ბოთლში, რომელსაც ამჩნევია ნათითურები
შემორჩენია ჯერაც ისევ სუნამოს სუნი...
და გახსენდებით...
სერ ამდენი ტკივილის შემდეგ
მე, შავი ზღვა და
ჩამომხმარი ჩვენს ნატვრის ხეზე
ჩვენი ფიქრები - ერთად მყოფი მარტოსულები.
სერ..
ისევ მე გწერთ, წაიკითხოთ წერილი იქნებ,
პატარა გული ვეღარ იტევს დიდ ტკივილს ჩვენსას..
იქნება ალბათ ეს წერილიც უკანასკნელი...
სერ
მე წავედი...
უჩ(ვ)ენოა დილა ამგვარი
დალიეთ ვისკი, ჩაიგუბეთ თვალებში ღამე...
და ჩამოფინეთ თქვენი კედლის ბოლო კუთხეში
ჩემი ტკივილი:
რომ ვფიქრობ, რომ უკვე აღარ ვარ(თ).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები