ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2012


*†* სხვა ხმა *†*

მე ამ ხვატს, წვიმას ვერ ავუვლი გვერდს რომ მივიდე
სახლში, თბილ სახლში. თაფლით სავსე წმინდა მიწამდე.
მთებს გაუწურავთ მინდვრის კაცის უმი იმედი.
- შენ ახლა აქ არ უნდა იყო, უნდა გძინავდეს

თბილად, შვილებთან, და საამო ნიავის პირი
მხრებზე გწვდებოდეს. ცივი ტბებიც ახლოს არიან
და თუკი ვინმე შინმიუსვლელ კაცებზე ტირის,
იმ სახლთან მჯდარი ლურჯთვალება მაცხოვარია .

-და მეც ვმღერივარ ჩემს ოჯახზე. არ მემძიმება
სიტყვები, უცხო მეთევზე ვარ.
- ცრუ სიხარულზე
გადაყოლილი, სად დაგტოვეს, მოგკლეს წვიმებმა,
სად არის შენი მავედრალი , შენ ვერ გაუძლებ

ცხოვრებას.
- ვდგავარ თეთრ ბაღებთან და უფრო მშვიდად
სიკვდილი კარგი იქნებოდა, (სიმღერის მერე
იწყება თეთრი შემოდგომა, იწყება ტყიდან
ქართა დუმილი, მზე იწყება, იწყება წერა.)

- და შენ აქ წევხარ, როცა სადღაც საცდურს გიწყობენ.
- მე ახლა აქ ვარ, როგორც ყომრალ ღამის თენება.
მე დავინახე ჩემი სახლი . თან რა უცხოა
ეს ყველაფერი, სიყვარულის მისატევებლად .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები