 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 19 დეკემბერი, 2012 |
(ეძღვნება ზაზას ხსოვნას.) ორი მცირეწლოვანი შვილის რჩენა ქვრივი ქალისათვის ადვილი არ იყო და, რადგან, ზაზამაც სკოლაში სიარულს ბიჭებთან სიგარეტის მოწევა ამჯობინა,სკოლიდან გამოიყვანა და მეზობლის სახელოსნოში შეგირდად მიაბარა....თვითონაც მუშაობდა,მაგრამ ოჯახის რჩენა მაინც უჭირდა ქვრივ ქალს..... ზაზა თავიდან ხელობას სწავლობდა,შემდეგ კი ისეთი სუფთა ხელი აღმოაჩნდა,ისე კარგ „სტროჩკებს“ აკეთებდა, მალე მთელი ცეხის ტყავს ის ამუშავებდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა..ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა..... დედამისი უმუშევარი დარჩა,ქარხანა სადაც ნარინი მუშაობდა, არსებობის ბოლო თვეებს ითვლიდა. დედა ყოველთვის ცრემლებს ყლაპავდა, როცა სახლში ფულს მოიტანდა...ახლობლებთან კი თავს ვერ იკავებდა და ქვითინებდა,14 წლის ბიჭი მირჩენს ოჯახსო. სახლში მცირეწლოვანი ძმაც ყავდა,ზვიადი,და რადგანაც უფროსი ის იყო,უნდოდა ზვიადის მაინც ესწავლა.შემოსავალი კი ყველაფერს ვერ გასწვდებოდა....დედა იძულებული იყო საზღვარგარეთ წასულიყო.ზაზა და ზვიადი ქუთაისში დარჩებოდნენ დეიდასთან,დროებით. კოშმარი ამის მერე დაიწყო. დედის გარეშე ცხოვრება მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.ერთადერთი მშობელი და ისიც ასე შორს.....ისხდნენ მეცხრე სართულზე და ელოდნენ ....დეიდას დიდი მზრუნველობის მიუხედავად,ბიჭებს არაფრის გაგონება არ უნდოდათ.მხოლოდ დედა და საბერძნეთი. არც გაემტყუნებოდათ. საქართველოსი არც დენი იყო,მაშინ , არც გაზი და არც ცივილიზაციის რაიმე ნიშანწყალი. საბერძნეთი კი მიმზიდველი იყო სავსებით. შემდეგ იყო გამგზავრება საბერძნეთში, იქ უსაბუთოდ ცხოვრება და ორჯერ დეპორტაცია.... როცა მესამედ საბერძნეთში შევიდნენ,აღარც ფული ჰქონდათ და აღარც საკუთარი გვარები.....ყველაფერი მათმა დაჟინებულმა სურვილმა ,დედასთან ერთად ეცხოვრათ., შეიწირა....
თანდათან ყველაფერი კალაპოტში დგებოდა. ....ზაზა საბერძნეთშიც თავის საქმეს დაუბრუნდა.ტყავზე მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა.ზვიადიც ახლოს იყო და დედაც......ასაკმაც თავისი მოითხოვა,გული სიყვარულს თხოვდა. გოგონა კი ქართველი იყო,თან ლამაზი და წესიერი.ერთმანეთს ხვდებოდნენ,კინოში დადიოდნენ,კაფეში საუზმობდნენ. იმ დღესაც სამსახურიდან ადრე მოვიდა,იბანავა,წვერი გაიპარსა, ლამაზად ჩაიცვა.მოხუც ბებოს სკაიპიდან დაენახვა,ბებო,ახლა ჩემო გოგოს სანახავად მივდივარო და სახლიდან გავიდა.
კაფეში მხოლოდ წვენი შეუკვეთეს და როცა მაგიდას მიუსხდნენ, ჭიქა მოულოდნელად შუაზე გადაიხსნა, მთელ სიგრძეზე და წვენი მაგიდაზე დაიღვარა....გოგონას ხასიათი გაუფუჭდა....ზაზასაც....ჭიქის ასეთი არაბუნებრივი გახლეჩა არასდროს ენახა ....სათქმელი პირში შეაცივდა.... შარვალი წვენმა მთლად დაუსველა... იმ დღეს ხელის თხოვნას აპირებდა..... მაგრამ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლო და სხვა დროისთვის გადადო.
სახლში განერვიულებული და აღელვებული მივიდა,მაგრამ დედას არაფერი გაუმხილა. გვიან ღამით კი ტელევიზორის ყურებისას უეცრად გარდაიცვალა.დედამ მხოლოდ უკანასკნელ წუთში მიუსწრო,მაგრამ მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. გარდაცვალების მიზეზი უცნობია----ასე წერია სამედიცინო დასკვნაში. სასწრაფომ ,რომელმაც ცოცხალს ვერ მიუსწრო, იგი ეკლესიაში გადაასვენა.მთელი ღამე უბედური დედა და ძმა ერთმანეთს ეკროდნენ და კანკალებდნენ ,მაგრამ მეზობლების შეწუხება ვერ გაბედეს ,ვერც ქართულად მოთქმა და ტირილი.იქაური წესები ამის საშუალებას არ აძლევდათ.
გულგახეთქილმა დედამ დილით საქართველოში დარეკა,ახლობლებთან, მაგრამ მისი დახმარება შეუძლებელი იყო.გადაწყდა,ზაზას საბერძნეთში დაასაფლავებდა.
დასამარხი 2 მეტრი მიწის ყიდვა დედამ მხოლოდ ხუთი წლით შეძლო. ახლახან,გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ისევე მოთმინებით დაესწრო მისი ნეშტის ამოსვენებას, და შესაბამის ყუთში დაბინავებას, როგორც მაშინ ,როცა მიწას მიაბარა. ქალს გული ისე გაცივებოდა, ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა. მისი კუთვნილი მიწა, მამის გვერდით ახლაც ცარიელია.....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვაი საქართველოვ და ვაი ქართველებო, ვაი ჯვარცმულო ქვეყანავ, ვაი შეწირულო შვილებო.
ადსდექ ლაზარე! აღსდექ საქართველოვ! ამინ
ვაი საქართველოვ და ვაი ქართველებო, ვაი ჯვარცმულო ქვეყანავ, ვაი შეწირულო შვილებო.
ადსდექ ლაზარე! აღსდექ საქართველოვ! ამინ
6. მარი ხომ იცი რომ პატივს გცემ და შენ ნაწერებსაც პატივს ვცემ, რადგან მხოლოდ სიმართლეს წერ, მაგრამ რადგან აქ დებ მინდა ახლა ამ ნაწერს პროზის თვალით შევხედო. მეჩვენება რომ ძალიან ჩქარობდი, იმ ძირითადის გადმოცემას რისი თქმაც გინდოდა. ჩემი აზრით ეს ტექსტს ეტყობა. და კიდევ ვერ გავიგე სასწრაფომ ეკლესიაში რატომ გადაასვენა? დამკრძალავი ბიუროს პრეროგატივა იყო ეს. წარმატებებს გისურვებ მეგობარო.:) მარი ხომ იცი რომ პატივს გცემ და შენ ნაწერებსაც პატივს ვცემ, რადგან მხოლოდ სიმართლეს წერ, მაგრამ რადგან აქ დებ მინდა ახლა ამ ნაწერს პროზის თვალით შევხედო. მეჩვენება რომ ძალიან ჩქარობდი, იმ ძირითადის გადმოცემას რისი თქმაც გინდოდა. ჩემი აზრით ეს ტექსტს ეტყობა. და კიდევ ვერ გავიგე სასწრაფომ ეკლესიაში რატომ გადაასვენა? დამკრძალავი ბიუროს პრეროგატივა იყო ეს. წარმატებებს გისურვებ მეგობარო.:)
5. თვალზე ცრემლი მომადგა :( +++++ თვალზე ცრემლი მომადგა :( +++++
4. ცრემლები მომადგა...ეს რა დაგიწერია? +++++ ცრემლები მომადგა...ეს რა დაგიწერია? +++++
3. სამწუხაროდ ,ნამდვილი ამბავია.მომინდა,რომ დამეწერა სამწუხაროდ ,ნამდვილი ამბავია.მომინდა,რომ დამეწერა
2. ვაიმე..... ეტყობა ნამდვილი ამბავია, ძალზე მეტკინა და დამწყდა გული. ამაზეა ნათქვამი: "საქართველოვ, შენ რამ მოგცა შვილი დასაკარგავი"? ვაიმე..... ეტყობა ნამდვილი ამბავია, ძალზე მეტკინა და დამწყდა გული. ამაზეა ნათქვამი: "საქართველოვ, შენ რამ მოგცა შვილი დასაკარგავი"?
1. ჩემი ტკივილია:( ჩემი ტკივილია:(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|