ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2013


არიადნეს ძაფი

        შენ თქვი, საჭირო დროს წასვლა სწორი წასვლააო
და ჩვენ რამდენჯერმე წავედით ერთმანეთისგან...
როცა მივდიოდით, თან მიგვქონდა გრძნობებისგან ნაქსოვი აბლაბუდა
პლედად...
ის კი სიფრიფანა იყო, როგორც ჩვენი დაწყვეტილი ნერვები.
და ვერ გვათბობდა.
როცა მივდიოდით, ხელისგულებით მიგვქონდა თითო კურცხალი
ისე, როგორც ჟოლოს ჩაი,
გაციებისას რომ გვასმევენ.
ის კი დუღილისას ორთქლდებოდა
და სულ გვციოდა.
როცა მივდიოდით, ყოველ ჯერზე გვეგონა, რომ ბოლო წასვლა იყო.
და ნაკვალევს ვინახავდით მობუზული ბეღურასავით,
რომელსაც მხოლოდ მაშინ დავუყრით  ნამცეცებს,
როცა გაგვახსენდება, რომ პური წმინდაა და ფეხი არ უნდა მოხვდეს.

      მე ვთქვი...
მე ვამბობდი, რომ უერთმანეთოდ ჩვენ ვიქნებოდით
ცარიელი სიმშვიდე,
უსიზმრო ძილი,
სარკმელდაგმანული ოთახი,
მზის ამოსვლიდან  ჩასვლამდე ციფერბლატად ქცეული წამები.

მე ვამბობდი და შენ არ გჯეროდა,
სწორი წასვლა არაფერია,
თუ თან გაიყოლე გრძნობები და იმავე ნაკვალევზე იარე...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები