ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2012


შენ, ნარკომანი

შენ, ნარკომანის შეშლილი მზერით
მიყურებ და ვგრძნობ, სახსრებში გამტვრევს,
ფიქრობ, რომ დოზას მოაქვს ნირვანა
ვფიქრობ, რომ იგი სიცოცხლეს გართმევს.
აღარ კითხულობ შვილის ამბავს და
შვილიც უცხოობს, შენ არ ხარ მამა,
რადგან არ იცი ოჯახის ფასი
ცხოვრება ჩვცენი, დადგმული დრამა.
თენდება დილა, ვიღვიძებ, არ ხარ
და ვხვდები, ისევ დაეძებ წამალს,
ბრუნდები სახლში წაშლილი სახით
და უკვე აზრიც აღარ აქვს კამათს.
ვაკეთებ საჭმელს, შენ ჭამ და მოგწონს,
თუმც არ კითხულობ, როგორ, საიდან
გაგაქვს ნივთები და მჯერა მალე
სახლიდან ყველა გრძნობას გაიტან.
დიდი ხანია გაყიდე შვილი,
მოსამსახურედ გჭირდება ცოლი,
მამა და ქმარი, უბრალოდ გქვია
მარიონეტის მარგუნე როლი.
ჭორაობს ხალხი, გვესვრიან ტალახს
და მაინც როცა ბავშვივით გძინავს,
ჩუმად გკოცნი და თან ისიც ვიცი
ეს კოცნა შენთვის არაფერს ნიშნავს.
ვდგები ხატებთან, მაწვიმს ცრემლები
ქრისტეს კვართივით იმედს ვიმოსავ,
რომ შენ ერთ დღესაც გამოკეთდები
შინ დაბრუნებას მე მოგილოცავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები