ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2012


ადამიანი

ღმერთი ახსენეს,
ღმერთი რომელიც შორს იყო და თან ასე ახლოს,
რომლის შესახებ არაფერი გაეგებოდათ,
უბრალოდ სადღაც გულში მაინც სჯეროდათ მისი.

გავიდნენ ზღვაში, მოისროლეს ბადეები და
მუდარით სავსე მზერით ისევ ზეცას ახედეს.

ღამით აცივდა. აკანკალდნენ მეთევზეები,
გათბობა სცადეს, მიეხუტნენ ზურგით ერთმანეთს,
თითქოს ააწყეს საუბარი,
მაგრამ ყინვისგან გათოშილებს  მეტად შესცივდათ.
ისე, უბრალოდ, სხვათა შორის, სიტყვის მასალად,-
ღმერთი ახსენეს. ცოტათი გათბნენ.

მზის პირველ სხივებს ბადეები ამოაყოლეს.
ლოდინად ღირდა,-სავსე იყო ნავი თევზებით!
ასეთი უხვი ჯერ დილა არ გათენებოდათ!
ეჩქარებოდათ ნაპირისკენ, ნიჩბებს მიუსხდნენ.
მადლიერებით კიდევ ერთხელ
ზეცას ახედეს.
ნავი ნაპირზე აათრიეს დიდი წვალებით,
ბადეები კი გასაშრობად მზეზე გაშალეს.

თევზის გადმოცლას რომ შეუდგნენ, მგზავრი შენიშნეს,
რომელიც იდგა და კეთილად იღიმებოდა.
ხელი სახეზე მოიჩრდილეს, - ცოტათი ეცნოთ.

,,ჰრქუა მათ იესუ, მოვედით და შემომიდექით
მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა მოდგმისა.”
ბადეებს თავი მიანებეს, ღმერთი ახსენეს
და გზაზე დამდგარ  ა დ ა მ ი ა ნ ს  გამოედევნნენ.


24.03.2012წ.
02:30

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები