22 მაისი 20012 წელი. დღეს , მეორე ლექციაზე ისე სხვანაირად შემომხედა,ვიგრძენი, მასაც მოვწონვარ. გული სიხარულით და ნეტარებით მაქვს სავსე.ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
14 აგვისტო. ვიცოდი,ეს ზაფხული ასე უსახოდ და უინტერესოდ არ გაივლიდა. დღეს ნიკამ დამირეკა და სიყვარულით მომიკითხა.თურმე, რა ცოტა მყოფნის, რომ გამაბედნიეროს. ვღიღინებ იმის მერე. მეცხრე ცაზე ვარ ,ფრთები არ მაქვს გამოსხმული,მაგრამ უფრთებოდაც დავფრინავ.
25 სექტემბერი. მეშინია,დავწერო თუ არა?! ფურცლებზეც კი ვეჭვიანობ... არ მინდა ასეთი ბედნიერება ვინმეს გავანდო. არა, ამ გრძნობას დავიწყება მაინც არ ელოდება. რად მინდა ფურცელი. გულში არ ეტევა და სანამ ვიცოცხლებ,სულ იგრძნობს ჩემი გული.
18 ოქტომბერი. მე და ნიკამ ქალაქგარეთ გადავწყვიტეთ გასეირნება. მარტო მე და მან...... ტყეში შევედით. აუ, რა სილამაზეა.ამდენი ოქროსფერი და ნარინჯისფერი ფოთოლი,ფეხქვეშ დაფენილი,თითქოს ხალიჩაზე დადიხარ. მივდივართ და მივაბიჯებთ....როცა გული სიხარულით გაქვს სავსე, ჩამოტეხილი ტოტიც კი რომანტიკული გეჩვენება. მივდივართ ტყის სიღრმეში, ვხმაურობთ,ვიცინით. გული გამალებით მიცემს, საგულეში არ ეტევა. ვიცი, ეს მემჩნევა და ვცდილობ სიმორცხვე დავმალო, რაღაცას ვლაპარაკობ,მე მგონი უაზროს. მიწაზე დავჯექით.მიწა ნესტიანია და ცივი.მე მსიამოვნებს ეს სიგრილე. ნიკა თავის წამოსასხამს მხრებზე მაფარებს, მსიამოვნებს მისი შეხება,ვიტრუნები. ( უეცრად მახსენდება,რომ ჩემი ძმა ბაღიდან უნდა გამოვიყვანო,ნათიასთვისაც არ მითქვამს) მეთანხმება სახლში დაბრუნებაზე,თუმცა ვატყობ ,მეტს მოელოდა ამ დღისგან.სახლში დროულად დავბრუნდით. უბედნიერესი დღე იყო, თურმე, შემოდგომა ტყეში უნდა შეიგრძნო.ასეთი ლამაზი შემოდგომა არც მინახავს. მთელი ცხოვრება წინაა... ყვირილი მინდა, რომ ბედნიერი ვარ.!!!
19 ოქტომბერი. დღეს ლექციების მერე ნიკას დედა შემხვდა,უფრო სწორად,დამხვდა. რატომ არ ვიცოდი მისი ავადმყოფობის შესახებ????? მე უნდა მეგრძნო,ჩემ გულს უნდა ეგრძნო.მის თვალებში უნდა დამენახა.მისი ტკივილი უნდა შემეგრძნო..მე კი მხოლოდ სიყვარული ვიგრძენი. საშინლად ცუდად ვარ.....ახლა ტირილი უაზრობაა,დრო უნდა გამოვიყენო,რაც შეიძლება მაქსიმალურად,მაგრამ რომელი დრო? რამდენი დარჩა?
20 ნოემბერი. საჭირო არაა ამ ტკივილზე რამე დავწერო....ფურცელს ვერ ვანდობ ამხელა ტკივილს... ერთი წლისაც არაა ჩემი სიყვარული, გაზაფხულზე დაიბადა და და შემოდგომაზე გარდაიცვალა, ნიკასთან ერთად .
საჭირო არაა ამ ტკივილზე დავწერო....ფურცელს ვერ ვანდობ ამხელა ტკივილს. ერთი წლისაც არაა ჩემი სიყვარული, გაზაფხულზე დაიბადა და და შემოდგომაზე გარდაიცვალა, ნიკასთან ერთად . +++++++
საჭირო არაა ამ ტკივილზე დავწერო....ფურცელს ვერ ვანდობ ამხელა ტკივილს. ერთი წლისაც არაა ჩემი სიყვარული, გაზაფხულზე დაიბადა და და შემოდგომაზე გარდაიცვალა, ნიკასთან ერთად . +++++++
მხატვრული თვალსაზრისით ცოტა მოიკოჭლებს, უფრო სწორად არაფერი ახალი და განსაკუთრებული, რაც მე იმის ბრალი მგონია, რომ ავტორი მხოლოდ ნამდვილ ისტორიებს გვიამბობს და უჭირს იმის ხელახლა განცდა, რაც ერთხელ უკვე განიცადა. ან თემა იმდენად ინტიმურია მისთვის, უჭირს, რომ მკითხველამდე როგორც მხატვრული ნაწარმოები, ისე მოიტანოს. ჩემი მეგობრული რჩევა იქნებოდა, ჩაატაროს ცდა და მთლიანად გამოგონილი ისტორია შემოგვთავაზოს. რატომღაც მგონია, რომ შედეგი ბევრად უკეთესი იქნება. ცივი გონებით მსჯელობა უფრო მეტად მისცემს საშუალებას, სათქმელი ჩამოაყალიბოს. მოკითხვა!

ერთი წლისაც არაა ჩემი სიყვარული, გაზაფხულზე დაიბადა და და შემოდგომაზე გარდაიცვალა ხანმოკლე და ტრაგიკული სიყვარული. საშინელებაა. დათარიღება აუცილებელი იყო?
ერთი წლისაც არაა ჩემი სიყვარული, გაზაფხულზე დაიბადა და და შემოდგომაზე გარდაიცვალა ხანმოკლე და ტრაგიკული სიყვარული. საშინელებაა. დათარიღება აუცილებელი იყო?