ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
29 დეკემბერი, 2012


ცამეტი მაიმუნი (ფანტასმაგორია)

....მეშინოდა მაგრამ შიმშილმა და წყურვილმა, ამ ორმა გაუსაძლისმა შეგრძნებამ გააქრო შიში და მიჩქმალა  სადღაც ქვეცნობიერის ფსკერზე, იქნებ მიახრჩო კიდეც! ხეს მთელი ტანით  ჩახუტებულს  , მხოლოდ  ჩემი გულისცემა და ცეცხლის ტკაცა-ტკუცი მესმოდა, მერე ყურებში სუსტი წივილი ვიგრძენი და მივხვდი,მივხვდი ,რომ  თუ ახლა ცეცხლთან არ მივიდოდი გული წამივიდოდა...ამის გაფიქრება მოვასწარი და ტყე თითქოს ამოტრიალდა , გვერდზე გადაიხარა, ცეცხლმა გაიელვა  ჩემს წინ და ჩაქრა,  თურმე მოვწყდი ხეს, მაგრად რომ ჩავჭიდებოდი გაყინული ხელებით,ღმული ამომიშვია  უნებლიე ,ამით მიმიქცევია უნებურად მათი ყურადღება, მიწას სახით დავასკდი თურმე  და გავითიშე
      მერე მესმოდა და  თითქოს ვხედავდი ,როგორ დაფუთფუთებდნენ ეს რაღაცა არსებები გარშემო,ლანდებს გავდნენ,ხმაურობდნენ,მერე მაკვირდებოდნენ,მათი ხმები  ერთმანეთში ირეოდა,სითბო ვიგრძენი,ცეცხლი ახლოს იყო, სულ ახლოს,სახე გამითბა,თვალები მეწვოდა ,მერე ეტყობა წამით ჩამეძინა.რადგან რწევა ვიგრძენი,მანჯღრევდნენ და რაღაცას მეკითხებოდნენ,
    მშია მეთქი...რაო? აქ  მხოლოდ ცამეტისთვისაა განკუთვნილი ყველაფერი და  შენ ვინა ხარ, ვის დაკარგვიხარო...მწყურია მეთქი და გაყინულ ჭასთან მიმათრიეს, დიდხანს ვცდილობდი ყინული გამელღო, ისინი კი ფეხებს აბაკუნებდნენ და თან თითქოს იცინოდნენ ჩუმად.
    მხოლოდ ერთმა გამოიჩინა გულმოწყალება და ჩემი წილი დაუთმეთო!  მაინც როგორ  მამშვიდებდა მის გვერდზე დგომა და მისი პატარა ხელის შეხება !...მაგრამ ყველამ ცერად გადახედა, ო ღმერთო! ის რომ თქვენც გეხილათ, მაშინვე მოგიცავდათ ძალუმი და წარუვალი სურვილი ხელახლა ნახვისა და გინდაც გახსენებისა! თუმცა    დანარჩენებზე ამას ვერ ვიტყვი, რამეთუ  მელნისფერ სიშავეში მათი კბილები ელავდნენ მხოლოდ.
    მერე მივხვდი, თხოვნა აზრს იყო მოკლებული, თან დამამცირებელი  და უტოპიას გავდა,კარგით მეთქი , ჩავიბურტყუნე  და  წასვლა დავაპირე,ცოტა გავიარე და ამასაც  არ დასჯერდნენ,ფეხების ტყაპუნით  დამეწიენ და უკან წაიღე შენი სიტყვებიო..კარგით მეთქი,მივუგე ისევ და ნასიამოვნებები შეტრიალდნენ ...მივბრუნდი და ისევ გზა გავაგრძელე.
      უცნაური გრძნობა დამეუფლა,აღარც მშიოდა და ვერც წყურვილს ვგრძნობდი,ისევ გაურკვეველი მიმართულებით მივდიოდი, ცეცხლის შემორჩენილი სითბო ნელ-ნელა მტოვებდა....თითქოს მწყინდა ,თითქოს არა,ისიც კი ვიფიქრე რა კარგია რომ მაიმუნების წილი მე არ გამიყვეს მეთქი! ამან მეტი ძალა შემმატა და უფრო მხნედ მივაბიჯებდი,
  ..ცოტა ინათა, მერე წვიმა წამოვიდა ისევ!,ხელისგულები შევუშვირე  და დიდხანს ვიკლავდი წყურვილს,ყველაფერი არც ისე ცუდად იყო,  გათენებულიყო, მერე მზეც ამოვიდა და საამო სითბო ვიგრძენი,კიდევ დიდხანს მივაბიჯებდი,გავშრი და  დამცხა კიდეც, სიცხე მატულობდა ,ტყეში ღრმად შევდიოდი ,სიცხე გაუსაძლისი გახდა, მერე დამწვრის სუნი მეცა .
    ტყე იწვოდა სადღაც წინ, ან უკან, არ ვიცოდი მეჩქარა თუ პირიქით უკან გავქცეულიყავი! , ჰაერს ვისუნთქავდი,თავს ვატრიალებდი, ვიყურებოდი გარშემო,მიწას დავადე ხელი და თბილი მეჩვენა, მერე კიდევ ვიარე ,ვიარე და ისევ მოვსინჯე მიწა ხელით, ამჯერად ცხელი მეჩვენა თითქოს.... თავი ავწიე და დავინახე როგორ იწვოდა ტყე ჩემს წინ,ჰაერი გახურებულიყო! ახლოვდებოდა საშინელი ხანძარი!

...........................................................................................................................................



P.S..ახლა ტყე წითლად ენთო, ჰაერში შემწვარი მაჩვები ეკიდა, ციყვებიც შეტივტივებულიყვნენ და ნელა ბრუნავდნენ...მიწა თუჯის ტაფასავით იყო გახურებული! მთავარი მოქმედი  გმირიც არსად ჩანდა,გამქრალიყო,ეტყობა წავიდა გაურკვეველი მიმართულებით (ვუსურვოთ რომ მაიმუნები აღარ შეხვდეს გზაზე) სცენარისტი და რეჟისორი კი  კამათობდნენ,მაინც როგორ უნდა განვითარებულიყო კიდევ მოვლენები? ასე  არა? აბა უფრო ტრაგიკულად? ლოგიკურად,სცენარის პირველი ვარიანტის მიხედვით, უკვე ითქვა სათქმელი და მეტი ამოცანა არც იდგა მათ წინაშე,თუმცა  რეჟისორი ცმუკავდა,რაღაც არ მოსწონდა,ეს ბედნიერი დასასრული იყო თუ უბედური?  (ყვიროდა ის და ხელებს იქნევდა) ვერ გაერკვია, ასევე ვერ ხვდებოდა  მაინც სად წავიდა ის ცამეტი მაიმუნი,ისევ ასე სხედან ? დაიწვნენ?  თუ არა და ხომ დარჩა კიდევ კითხვები? (სცენარი ძირს დაანარცხა) მაგალითად ,მაშ ვინ გააჩინა ხანძარი ტყეში? იმ  მაიმუნებმა ?  აბა ვინ? და ბოლოს, უსახსრობის და უდროობის,ასევე თემის არააქტუალურობის გამო  , ფილმი ასე გაურკვევლად დამთავრდება.



სერგეი ნეველი. 2012.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები