ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2012


პატარა პატრიოტი

    რამდენიმე კვირის წინ მეზობლად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადმოვიდა
საცხოვრებლად,პატარა ბიჭით. ერთი შეხედვით , მათ ქართული იერი არ ჰქონდათ და ბიჭიც ძალიან
შავტუხა იყო, ლამაზთვალება.
    სამი--ოთხი დღის შემდეგ ბავშვი ჩემ სკოლაში მოიყვანეს, პირველ კლასში. სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ბიჭი გაკვირვებას და აღტაცებას იწვევდა.მეც, რატომღაც ,დამაინტერესა ამ  ოჯახმა და საღამოს უკვე მათი სტუმარი ვიყავი.
ამ ოჯახში ყველაზე პატარა წევრი, ის შავტუხა ბიჭია, ილია ონიკაშვილი. ფერეიდნელი
ქართველის, გიორგი ონიკაშვილის ვაჟი. ფერეიდანში გადასახლებული ქართველების ისტორია
ნაწილობრივ ვიცოდი,ახლა კი ამ ოჯახისგან მათი წამოსვლის ისტორიას ვისმენ, ვისმენ თუ როგორ
ოცნებობდნენ, ოდესმე საქართველო ენახათ,როგორ თხოვდა გიორგის მამამისი,აქ ეცხოვრათ
როგორ გადმოლახეს საზღვარი ,საპატრიარქოს იმედად და საქართველოში
ჩამოვიდნენ.
  ოჯახის უფროსი, ილიას მამა , ღვინის ტექნოლოგია. მან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ეს დარგი, საქართველოსთან უსათუოდ დააკავშირებდა.დედა კი ინგლისურის სპეციალისტია.
პატარა ილია ისეთი ცელქია,მსგავსი სიცელქე არც გამიგონია. პირდაპირ შეტევაზე გადმოდის
და სრულიად უცნობ ადამიანს მუხლებზე მახტება. მერე ქართულად ლექსს მიყვება და ბოლოს
ქართულ ჰიმნს ასრულებს დიდი რუდუნებით.საუბარს არც კი მაცდის და მიყვება:
------ ცუდმა კაცმა წაგვიყვანა ირანჩი ჩვენ.
-----მე გულჩი მიყვარს საქართველო (ამ დროს პატარა ხელი გულთან მიაქვს)
მათი ოჯახი საპატრიარქოს დახმარებით ჩამოვიდა საქართველოში,ილია მეორემ მონათლა და სახელიც ჯამარი ,ილიად შეეცვალა.ბოლოს მაინც ვახერხებ კითხვა ჩავაკვეხო და დედის სახელს ვეკითხები პატარა, ცელქ ბიჭს.
-----დედას თეკლა--- ამბობს დიდი ფიქრის მერე. (იცის რომ დედის ადრინდელი
სახელი,ფატიმა,არ უნდა წამოსცდეს და თავს ძალას ატანს.)ვუსმენ მათ საუბარს და ვფიქრობ:
----ეს სიტყვები ხომ ნამდვილად ქართულია,მათი წინაპრებისგან შვილებზე
გადაცემული,რამდენსაუკუნეგამოვლილი, რამდენი გაჭირვების მიუხედავად შენარჩუნებული
და აგერ ახლა,საქართველოში, თავიდან ამეტყველებული...ყველაფერი სრულიად გასაგები და
თავისებური ხიბლიც ზედდამატებული!
  ისე დავმეგობრდით,მეორე დღეს სკოლაში უკვე ხელის აწევით მესალმება.
  დედა და მამა, ორივე, ერთ-ერთ კერძო კომპანიაში დაასაქმეს.მე და ილია სკოლაში ერთად
მივდივართ ხოლმე, ხელჩაკიდებული, მაგრამ ხელიდან მიისხლტება და მაშინ აღარ
ვიცი,რა ვქნა....დატუქსვა მასთან არ გამდის და ....თუ მაინც წყრომით რამეს ვეტყვი,თვალებში
ათასი ჭინკა აუციმციმდება და იცინის. ნამდვილი დაუმორჩილებელია.ახლახანს საბუთებიც მოაწესრიგეს და გვარი,ონიკაშვილი , აღიდგინეს.
    ღმერთმა ამრავლოს! . . . მათი არსებობა დიდ იმედს მაძლევს....მათი შემართება მეც მაძლიერებს და
ჩემი შვილებისათვისაც პატრიოტიზმი მხოლოდ ლექსებში დაწერილი, აბსტრაქტული ცნება აღარააა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები