ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2013


თუ უფალმა შენთან ერთად ინება...

გუშინ ზეცა საიდუმლოს მპარავდა,
თვალიდან რომ ცრემლი ჩამოვიწმინდე.
არ მინდოდა გამემხილა, არადა,
ვინ მაცდიდა -  შენ თუ შენი სიწმინდე?!

გუშინ ზეცა ყველა სათქმელს მისვრიდა
და უარი მზემაც გვითხრა ალერსზე..
შენც დადინდი გულწამოცმულ ისრიდან,
გრძნობები კი ისარივით ალესე.

გუშინ ზეცას გაგიცვალე ღიმილში -
ერთი შეკვრა თაბახების განცდები...
მაგ თვალებთან ერთხელაც არ მიმიშვი
და ჩემს ნაცვლად ისევ შენ მიბრაზდები.

გუშინ სურვილს რომ მძალავდი მიგიხვდი
და ვმადლობდით ანგელოზებს გამჩენთან.
ვეღარ გტოვებ ვერც მცირე, ვერც დიდი ხნით,
უშენობა მეც შენსავით დამჩემდა.

მთვარის შუქი შენს გარეშე მამძიმებს,
დრომ თავიდან რომ დაიწყო დინება.
სიყვარულით გადავლახავთ მანძილებს,
თუ უფალმა - შენთან ერთად ინება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები