 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 8 იანვარი, 2013 |
(ეძღვნება ზაზას ხსოვნას.) ორი მცირეწლოვანი შვილის რჩენა ქვრივი ქალისათვის ადვილი არ იყო და, რადგან, ზაზამაც სკოლაში სიარულს ბიჭებთან სიგარეტის მოწევა ამჯობინა,სკოლიდან გამოიყვანა და მეზობლის სახელოსნოში შეგირდად მიაბარა....თვითონაც მუშაობდა,მაგრამ ოჯახის რჩენა მაინც უჭირდა ქვრივ ქალს..... ზაზა თავიდან ხელობას სწავლობდა,შემდეგ კი ისეთი სუფთა ხელი აღმოაჩნდა,ისე კარგ „სტროჩკებს“ აკეთებდა, მალე მთელი ცეხის ტყავს ის ამუშავებდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა..ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა..... დედამისი უმუშევარი დარჩა,ქარხანა სადაც ნარინი მუშაობდა, არსებობის ბოლო თვეებს ითვლიდა. დედა ყოველთვის ცრემლებს ყლაპავდა, როცა სახლში ფულს მოიტანდა...ახლობლებთან კი თავს ვერ იკავებდა და ქვითინებდა,14 წლის ბიჭი მირჩენს ოჯახსო. სახლში მცირეწლოვანი ძმაც ყავდა,ზვიადი,და რადგანაც უფროსი ის იყო,უნდოდა ზვიადის მაინც ესწავლა.შემოსავალი კი ყველაფერს ვერ გასწვდებოდა....დედა იძულებული იყო საზღვარგარეთ წასულიყო.ზაზა და ზვიადი ქუთაისში დარჩებოდნენ დეიდასთან,დროებით. კოშმარი ამის მერე დაიწყო. დედის გარეშე ცხოვრება მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.ერთადერთი მშობელი და ისიც ასე შორს.....ისხდნენ მეცხრე სართულზე და ელოდნენ ....დეიდას დიდი მზრუნველობის მიუხედავად,ბიჭებს არაფრის გაგონება არ უნდოდათ.მხოლოდ დედა და საბერძნეთი. არც გაემტყუნებოდათ. საქართველოში არც დენი იყო,მაშინ , არც გაზი და არც ცივილიზაციის რაიმე ნიშანწყალი. საბერძნეთი კი მიმზიდველი იყო სავსებით. შემდეგ იყო გამგზავრება საბერძნეთში, იქ უსაბუთოდ ცხოვრება და ორჯერ დეპორტაცია.... როცა მესამედ საბერძნეთში შევიდნენ,აღარც ფული ჰქონდათ და აღარც საკუთარი გვარები.....ყველაფერი მათმა დაჟინებულმა სურვილმა ,დედასთან ერთად ეცხოვრათ., შეიწირა....
თანდათან ყველაფერი კალაპოტში დგებოდა. ....ზაზა საბერძნეთშიც თავის საქმეს დაუბრუნდა.ტყავზე მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა.ზვიადიც ახლოს იყო და დედაც......ასაკმაც თავისი მოითხოვა,გული სიყვარულს თხოვდა. გოგონა კი ქართველი იყო,თან ლამაზი და წესიერი.ერთმანეთს ხვდებოდნენ,კინოში დადიოდნენ,კაფეში საუზმობდნენ. იმ დღესაც სამსახურიდან ადრე მოვიდა,იბანავა,წვერი გაიპარსა, ლამაზად ჩაიცვა.მოხუც ბებოს სკაიპიდან დაენახვა,ბებო,ახლა ჩემი გოგოს სანახავად მივდივარო და სახლიდან გავიდა.
კაფეში მხოლოდ წვენი შეუკვეთეს და როცა მაგიდას მიუსხდნენ, ჭიქა მოულოდნელად მთელ სიგრძეზე შუაზე გადაიხსნა და წვენი მაგიდაზე დაიღვარა....გოგონას ხასიათი გაუფუჭდა....ზაზასაც....ჭიქის ასეთი არაბუნებრივი გახლეჩა არასდროს ენახა ....სათქმელი პირზე შეაცივდა.... წვენმა შარვალი მთლად დაუსველა... იმ დღეს ხელის თხოვნას აპირებდა., მაგრამ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლო და სხვა დროისათვის გადადო.
სახლში განერვიულებული და აღელვებული მივიდა,მაგრამ დედას არაფერი გაუმხილა.ივახშმა .გული ცუდად ქონდა,თუმცა არ შეიმჩნია.....დივანზე წამოწვა და .... გვიან ღამით , ტელევიზორის ყურებისას ,უეცრად გარდაიცვალა. დედამ მხოლოდ უკანასკნელ წუთს გაიგო მისი უბედურება,მაგრამ ზაზას გადარჩენა ვეღარ შეძლო. გარდაცვალების მიზეზი უცნობია----ასე წერია სამედიცინო დასკვნაში. სასწრაფომ ,რომელმაც ცოცხალს ვერ მიუსწრო, იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.იქედან კი ეკლესიასი გადაასვენეს. მთელი ღამე უბედური დედა და ძმა ერთმანეთს ეკროდნენ და კანკალებდნენ ,მაგრამ მეზობლების შეწუხება ვერ გაბედეს ,ვერც ქართულად მოთქმა და ტირილი.იქაური წესები ამის საშუალებას არ აძლევდათ.
გულგახეთქილმა დედამ დილით საქართველოში დარეკა,ახლობლებთან, მაგრამ მისი დახმარება შეუძლებელი იყო.გადაწყდა,ზაზას საბერძნეთში დაასაფლავებდა. დასამარხი 2 მეტრი მიწის ყიდვა დედამ მხოლოდ ხუთი წლით შეძლო. ახლახან,გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ისევე მოთმინებით დაესწრო მისი ნეშტის ამოსვენებას, და შესაბამის ყუთში დაბინავებას, როგორც მაშინ ,როცა მიწას მიაბარა. ქალს გული ისე გაცივებოდა, ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა. მისი კუთვნილი მიწა, მამის გვერდით ახლაც ცარიელია.....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. უფალმა გაანათლოს მისი სული და იქ ზეციერ სამყაროში, დაუმკვიდროს სამუდამო სასუფელი, იქაურ საქართველოში! უფალმა გაანათლოს მისი სული და იქ ზეციერ სამყაროში, დაუმკვიდროს სამუდამო სასუფელი, იქაურ საქართველოში!
9. ამ ხალისიანი ავატარის უკან საოცრად სევდიანი ადამიანი იმალება...
ამ ხალისიანი ავატარის უკან საოცრად სევდიანი ადამიანი იმალება...
8. მისი კუთვნილი მიწა, მამის გვერდით ახლაც ცარიელია.....
ბუდულა, საოცრად საყვარელი, ხალისიანი ავატარი გაქვს და მოულოდნელად ასეთ ტკივილიან ნაწერს ვაწყდები. ია ჯიათელს ვეთანხმები, უცრემლოდ არ წაიკითხება. მისი კუთვნილი მიწა, მამის გვერდით ახლაც ცარიელია.....
ბუდულა, საოცრად საყვარელი, ხალისიანი ავატარი გაქვს და მოულოდნელად ასეთ ტკივილიან ნაწერს ვაწყდები. ია ჯიათელს ვეთანხმები, უცრემლოდ არ წაიკითხება.
7. საოცრად მეტკინა გული... უცრემლოდ არ წაიკითხება... საოცრად მეტკინა გული... უცრემლოდ არ წაიკითხება...
6. ადრეც წავიკითხე, გული დამწყვიტა მისმა ბედმა, უფალმა გაანათლოს მისი სული. ადრეც წავიკითხე, გული დამწყვიტა მისმა ბედმა, უფალმა გაანათლოს მისი სული.
5. უფალმა გაანათლოს მისი სული. უფალმა გაანათლოს მისი სული.
3. უეცარმა სიკვდილმა ნიკო ლორთქიფანიძის "გული" გამახსენა. აქ ავტორს, ხაზგასმით, ნოსტალგია არ აქვს ნახსენები, მაგრამ მინდა მჯეროდეს, უეცარი სიკვდილის მიზეზი კედელზე გაკრული პატარა რუქაა.
მომეწონა და გულიც ჩამწყვიტა უეცარმა სიკვდილმა ნიკო ლორთქიფანიძის "გული" გამახსენა. აქ ავტორს, ხაზგასმით, ნოსტალგია არ აქვს ნახსენები, მაგრამ მინდა მჯეროდეს, უეცარი სიკვდილის მიზეზი კედელზე გაკრული პატარა რუქაა.
მომეწონა და გულიც ჩამწყვიტა
2. უსიტყვოდ +++++ უსიტყვოდ +++++
1. ადრეც მედო ეს ...ზაზას დაბადების დღეა და იყოს აქ. ადრეც მედო ეს ...ზაზას დაბადების დღეა და იყოს აქ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|