ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
10 იანვარი, 2013


ჩემი მეგობარი MP-3 ფლეერი

გამარჯობათ! გიყვართ მუსიკა? ალბათ კი და ცოცხალი მუსიკა? იქნებ ქუჩის მუსიკოსებიც გხიბლავთ? მგონია რომ ჰო.

რა სჯობს ამას! მიწისქვეშა გადასასვლელში რომ ჩააბიჯებ და პირველივე აკორდზე ხვდები, ვიღაცა აწამებს ინსტრუმენტს.(ინსტრუმენტებს, ხალხს, საკუთარ თავსაც) მერე ჩაუვლი, გახვალ და კიდევ დიდხანს ჟღერს ყურებში ეს ტუტუცობა ! (იშვიათი გამონაკლისების გარეშე)

ეს კიდევ არაფერია, გაივლი და მორჩა, მაგრამ ახლა იმაზე უნდა მოგიყვეთ, აი მეტროშიც რომ ჩამოდიან ხოლმე და მგზავრობენ ეს "მუსიკოსები", რადგან ცნობილია რომ ყურები არ იხუჭება,  ისინი ამით სარგებლობენ, სარგებლობენ და მერე როგორ! ატერორებენ საწყალ მგზავრებს.

ერთხელაც ასე მოხდა, ვიჯექი და წყნარად ვმგზავრობდი, მოდუნებული, თან სამყაროს ავ-კარგზე ვფიქრობდი, ადამიანის დანიშნულებაზე, 21 დეკემბრის ჩაგდებულ მოვლენაზე, დაგვიანებულ მეტეორიტზე...ჩამთვლიმა, მესიზმრა პლანეტა ნიბირუ, ის მოჰქროდა და რაღაც ხმებს გამოსცემდა, პირდაპირ ჩემსკენ მოექანებოდა, ჯერ მიხაროდა რომ ყველაფერი დაიღუპება..აბა რა გაუძლებს ამდენ დებილს?...მერე კი თვითგადარჩენის ინსტიქტმა იმძლავრა,გაქცევა მიმინდა, შევხტი და გამეღვიძა.

მეტრო "თავისუფლების მოედანი" გამოაცხადეს და მე დავინახე სამი ახალგაზრდა, ახლოს იდგნენ, ინსტუმენტებს ჩაბღაუჭებულები და თითქოს სამყაროს დასასრული დადგაო, ისეთ საშინელ ხმებს გამოსცემდნენ.

შეწუხებული მგზავრები გამოშტერებული სახეებით მიშტერებოდნენ და მე ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ ეზიზღებოდათ ეს სამეული! ყოველი მათგანი მზად იყო აეღო რაიმე მძიმე და ეთხლიშა მათთვის სულელ თავში!

მეც იგივეს განვიცდიდი და სხვა ვაგონში გადასვლა მინდოდა, მაგრამ უცებ გამახსენდა ჩემი მეგობარი!

სწრაფად გავხსენი ზურგჩანთა, ამოვიღე ფლეერი, ყურებზე მოვირგე საყურისები და ჩავრთე ბოლო ხმაზე ....

და რა ჩავრთე? რა მნიშვნელობა აქვს! Britney Spears, Eminem , Deep Forest, Enigma....მერე უკვე გაბრწყინებული თვალებით და ღიმილით ვუყურებდი მათ.

აი ეგრე. მაგარი მეგობარი მყავს. MP-3 ფლეერი, ვერცხლისფერი, USB-პორტით, "სანიო" იაპონური.




სერგეი ნეველი. 2013.10.01.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები