ჩვენი ცხოვრების ოთხი ეპიზოდი ეპიზოდი სამი
ყველა ადამიანის ცხოვრებაში ალბათ არის მომენტი როდესაც საშინლად იზიდავს მისტიკა. მისტიკურად იზიდავს... და ჩემო მეგობრებო (მკითხველო) იდგა მწუხრი, ვისთვის მორიგი ქარიანი დღე ვისთვის უსასოობის განცდა. მივარღვევდი ქარისგან ჩამოყრილ ყვითელ ფოთოლთა ოკეანეს. ფოთლები ჭადრის იყო. თითქმის სულ შიშველი ჭადრის ხეები ჩამომყურებდნენ ზემოდან და უფრო ზემოთ ჩამოუფარებელი ფარდის ფანჯრიდან (ასე დავარქვი და შემინდეთ) მოდიოდა შუქი, რომელიც არღვევდა (რა თქმა უნდა) ჭადრის შიშველ ტოტებს და მეღვრებოდა მე. ერთი, ორი, სამი,...ოცდაორი, რა ზუსტად ემთხვევა ჭადრების რაოდენობა... ოცდაორი, ოცდაერთი,..., ერთი, და ა.შ. არ მიყვარს ქარი, საშინლად არ მიყვარს. არაფერი დაუჯეროთ ქარს. ის ხომ ყველა გრძნობას უსულგულოდ გტაცებს და სულში სიცარიელეს გიტოვებს. თავად კი მიდის ამ გრძნობებით დატვირთული, მიქრის და მიუხარია, იმისთვის რომ სხვას დაეტაკოს, მიუტანოს ეს გრძნობები და მერე ისევ წაართვას... დავაბიჯებდი ასე ქარში და ვუყურებდი ჩამოუფარებელ ფარდის ფანჯარას , სადაც ალბათ იყო სითბო, სიმყუდროვე, სიმშვიდე და...სიყვარული. უჩემოდ სიყვარული... „მეორედ აღარ დაგაკავებ!“-გულში ვიმეორებდი მის სიტყვებს და საპასუხოდ განაჩენივით გუგუნებდა ყურში ერთადერთი სიტყვა: „დასასრული!“ მან შემინდო ყველა ჩემი ცოდვა, მე ის სამუდამოდ დავკარგე. გინახავთ მიყრუებული სოფლის კლუბი, ცარიელი დარბაზით და ჩაბნელებული, უჟმური სცენით. იქ არავინ დადის, ათასში ერთხელ თუ გაახსენდებათ და დადგამენ რამე ღონისძიებას. მაშინ დარბაზი ივსება და სცენაც დროებით ნათდება, მერე ისევ ჩამუქდება. არ გინახავთ? ჩემს სოფელში სწორედ ასე იყო, სინათლე კანტიკუნტად , მაგრამ მაინც ინთებოდა სცენაზე, ახლა სულ ჩაბნელებულია. ოჰ, რა შუაში იყო ახლა ეს? წელს ისეთი ნაყოფიერი იყო შემოდგომა, როგორც არასდროს. მაგრამ ყველაფერს ჯობია შევეშვა მინიშნებებს და დავამთავრო მესამე ეპიზოდი. იქ, ზემოთ ხომ შუქიც ჩაქრა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ჟოზეფინა, სოფლის კლუბი მაინცდამაინც დისკოთეკებისთვის არაა ,იქ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება (იმრთებოდა) ხოლმე :) ჟოზეფინა, სოფლის კლუბი მაინცდამაინც დისკოთეკებისთვის არაა ,იქ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება (იმრთებოდა) ხოლმე :)
16. "ერთი, ორი, სამი,...ოცდაორი, რა ზუსტად ემთხვევა ჭადრების რაოდენობა..."
აი ეს ფრაზა, აქ ტყუილად არაა :))) "ერთი, ორი, სამი,...ოცდაორი, რა ზუსტად ემთხვევა ჭადრების რაოდენობა..."
აი ეს ფრაზა, აქ ტყუილად არაა :)))
15. ნახე ეხლა, აქ ქარის მოქმედება ძალიან კარგად გაქვს აღწერილი, მეც ღრმად დავიჯერე რომ ქარი მართლა ასე აკეთებს... როცა ამას ერთ მკითხველთან მაინც შეძლებ, გამოდის კარგად წერ... + წარმვიდგინე ასევე სოფლის "დისკოთეკა" :D დააა მეც მეტკინა დაცარიელებული სული თითქოს :( ნახე ეხლა, აქ ქარის მოქმედება ძალიან კარგად გაქვს აღწერილი, მეც ღრმად დავიჯერე რომ ქარი მართლა ასე აკეთებს... როცა ამას ერთ მკითხველთან მაინც შეძლებ, გამოდის კარგად წერ... + წარმვიდგინე ასევე სოფლის "დისკოთეკა" :D დააა მეც მეტკინა დაცარიელებული სული თითქოს :(
14. ვკითხულობდი მე ამას:)
იმედია, არც მთავარი ეპიზოდებია და არც მთავარი ნაწერი ავტორის ცხოვრებაში:)
აქ იმიტომ ვწერ, რომ ეს თავი ყველაზე მეტად მომეწონა- მეც საშინლად არ მიყვარს ქარი და ალბათ, ამიტომაც. ვკითხულობდი მე ამას:)
იმედია, არც მთავარი ეპიზოდებია და არც მთავარი ნაწერი ავტორის ცხოვრებაში:)
აქ იმიტომ ვწერ, რომ ეს თავი ყველაზე მეტად მომეწონა- მეც საშინლად არ მიყვარს ქარი და ალბათ, ამიტომაც.
13. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ალბათ არის მომენტი როდესაც საშინლად იზიდავს მისტიკა. მისტიკურად იზიდავს
არა ! მე არ მიზიდავს მისტიკა, თუმცა თქვენ საინტერესოდ წერთ! ყველა ადამიანის ცხოვრებაში ალბათ არის მომენტი როდესაც საშინლად იზიდავს მისტიკა. მისტიკურად იზიდავს
არა ! მე არ მიზიდავს მისტიკა, თუმცა თქვენ საინტერესოდ წერთ!
12. წავიკითხე სამივე ეპოზოდი, მეტად ორიგინალური იყო, რა თქმა უნდა კარგიც. წავიკითხე სამივე ეპოზოდი, მეტად ორიგინალური იყო, რა თქმა უნდა კარგიც.
11. . დავაბიჯებდი ასე ქარში და ვუყურებდი ჩამოუფარებელ ფარდის ფანჯარას , სადაც ალბათ იყო სითბო, სიმყუდროვე, სიმშვიდე და...სიყვარული. უჩემოდ სიყვარული... .................+++ . დავაბიჯებდი ასე ქარში და ვუყურებდი ჩამოუფარებელ ფარდის ფანჯარას , სადაც ალბათ იყო სითბო, სიმყუდროვე, სიმშვიდე და...სიყვარული. უჩემოდ სიყვარული... .................+++
10. ესენი ნახე :დ ესენი ნახე :დ
9. ქეთს განგებ ვახტები (ვახტები იმ გაგებით =))) ) და მოგიწოდებ:
სანამ დამიწყია დაშანტაჟება (რაღა სანამ), მეოთხე, ინტრიგნულ თავზე იფიქრე.
არ გემუქრები, გირჩევ =))))) ქეთს განგებ ვახტები (ვახტები იმ გაგებით =))) ) და მოგიწოდებ:
სანამ დამიწყია დაშანტაჟება (რაღა სანამ), მეოთხე, ინტრიგნულ თავზე იფიქრე.
არ გემუქრები, გირჩევ =)))))
8. სმიტს ვეთანხმები ისევ (საეჭვოდ რაღაც) ინტრიგა ჩააგდე, თორემ შემოვიჭრები პერსონაჟად ნაწერში და ავრევ ყველაფერს :))))))))))))))))))))) სმიტს ვეთანხმები ისევ (საეჭვოდ რაღაც) ინტრიგა ჩააგდე, თორემ შემოვიჭრები პერსონაჟად ნაწერში და ავრევ ყველაფერს :)))))))))))))))))))))
7. მკითხველს მადლობა.
ლელე რა ზუსტი ხარ, სად მიაგენი მისაგნებს ჰა? გამარჯობა :) მკითხველს მადლობა.
ლელე რა ზუსტი ხარ, სად მიაგენი მისაგნებს ჰა? გამარჯობა :)
6. :)) ჯობია? :)) თუ აჯობებდა ჯობს? :)) :)) ჯობია? :)) თუ აჯობებდა ჯობს? :))
5. მისტიკის გაგონებაზე ავენთე და ჩავქრი =)))
ოო, რაღაც წაურომანტიკულა დაა.. ჯერ არ ვიტყვი, რომ არ მომწონს =))
ჩაქრა შუქი, გააგრძელე სანამ აუნთიათ =)) მისტიკის გაგონებაზე ავენთე და ჩავქრი =)))
ოო, რაღაც წაურომანტიკულა დაა.. ჯერ არ ვიტყვი, რომ არ მომწონს =))
ჩაქრა შუქი, გააგრძელე სანამ აუნთიათ =))
4. საინტერესო ზორო ხარ:) საინტერესო ზორო ხარ:)
3. არ მიყვარს ქარი, საშინლად არ მიყვარს. არაფერი დაუჯეროთ ქარს. ის ხომ ყველა გრძნობას უსულგულოდ გტაცებს და სულში სიცარიელეს გიტოვებს. თავად კი მიდის ამ გრძნობებით დატვირთული, მიქრის და მიუხარია, იმისთვის რომ სხვას დაეტაკოს, მიუტანოს ეს გრძნობები და მერე ისევ წაართვას...
უკეთ შეიძლებოდა ამ სურათის დახატვა,მაგრამ შეგრძნება მომიტანა 1 არ მიყვარს ქარი, საშინლად არ მიყვარს. არაფერი დაუჯეროთ ქარს. ის ხომ ყველა გრძნობას უსულგულოდ გტაცებს და სულში სიცარიელეს გიტოვებს. თავად კი მიდის ამ გრძნობებით დატვირთული, მიქრის და მიუხარია, იმისთვის რომ სხვას დაეტაკოს, მიუტანოს ეს გრძნობები და მერე ისევ წაართვას...
უკეთ შეიძლებოდა ამ სურათის დახატვა,მაგრამ შეგრძნება მომიტანა 1
2. დავაბიჯებდი ასე ქარში და ვუყურებდი ჩამოუფარებელ ფარდის ფანჯარას , სადაც ალბათ იყო სითბო, სიმყუდროვე, სიმშვიდე და...სიყვარული. უჩემოდ სიყვარული... ეჰ! არ გაცივდე! :) ++ დავაბიჯებდი ასე ქარში და ვუყურებდი ჩამოუფარებელ ფარდის ფანჯარას , სადაც ალბათ იყო სითბო, სიმყუდროვე, სიმშვიდე და...სიყვარული. უჩემოდ სიყვარული... ეჰ! არ გაცივდე! :) ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|