 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 11 იანვარი, 2013 |
ბავშვობაში არ იცოდა,თუ რამე ნაკლი ჰქონდა. მით უმეტეს არ იცოდა, რომ მისი ნაკლი ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო. ვერც იმ განსხვავებული ფეხსაცმლის მნიშვნელობას ხვდებოდა, დედა და მამა განსაკუთრებულად რომ აკერინებდნენ მისთვის და მაინცდამაინც არც აწუხებდა ამაზე ფიქრი. ეცვა, რადგან აცვამდნენ და დაბაკუნობდა და დადიოდა. 7 წლის იყო,პირველად როცა შეამჩნია....უფრო სწორად,შეამჩნევინეს.სკოლაში მეორე ცვლაში დადიოდა.მეზობელ კლასში ერთი წლით უფროსი ძმები იყვნენ, ტყუპები, ბადრი და უსუპი.მოსვენებას არ აძლევდნენ და დასცინოდნენ --------რა არის ბიჭო ეს,სხვადასხვა ფეხსაცმელი გაცვია? -------დასცინეს პირველად. დაფიქრდა და პირველად შეხედა თავის ფეხსაცმელს ამ თვალით...ფეხსაცმელი მართლაც სხვადასხვანაირი იყო...მარჯვენა ფეხზე უფრო დიდი და მაღალი...იცოდა, რომ მის დაძმებსაც არ ეცვათ ასეთი. სახლში მივიდა და დედას ჰკითხა.თუმცა,რა უნდა გაეგო ასეთ ასაკში, მაგრამ დედის საუბრიდან მაინც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო,როგორც სხვებთან...დაითრგუნა,არა იმის გამო,რომ სხვანაირი იყო... ბადრისა და უსუპის ცინიკური სახეების გახსენებაზე. სკოლიდან ყოველდღე შეწუხებული მოდიოდა.მთელი ღამე კი ბოდავდა და ჩხუბობდა,ოფლში ცურავდა და აგზნებული იღვიძებდა...საზღვარი არ ჰქონდა არც დაცინვას და შევიწროებას,არც კლასის კუთხეში მიმწყვდევას და თავში წამორტყმას,რომელსაც ვერაფერს უხერხებდა. მშობლები ნერვიულობდნენ და ექიმებთან დაატარებდნენ,თუმცა მიზეზი არავინ იცოდა. ტყუპი ძმები მალე სხვა სკოლაში გადავიდნენ სასწავლებლად,მაგრამ ღამეული კოშმარები არ წყდებოდა. ხვდებოდა მხოლოდ ერთ რამეს: დიდი უნდა გაზრდილიყო,თან ძლიერი და არავინ უნდა მორეოდა,არავინ... პირველად ჭიდაობაზე სიარული აიჩემა.დედამ მაშინვე გადააფიქრებინა,შენთვის არ შეიძლება,ფეხი შეიძლება უფრო გეტკინოსო....არადა არ ტკიოდა. მერე კარატე მოისურვა...არაო, აუხსნეს ისევ თავიდან. მაშინ სახლში მამას ტრენაჟორები მოაწყობინა,სილით სავსე გუდა ჩამოაკიდებინა და ვარჯიში დაიწყო....არავინ იცოდა,რისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველას უხაროდა...ვარჯიშობდა და ძლიერდებოდა.ფიზიკურადაც ძლიერი და ლამაზი იყო..ცურვაზე დადიოდა.ლამაზი სხეული გაუხდა,ძლიერი კუნთები. გოგოებშიც პოპულარული იყო....უკვე იცოდა,რომ ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი დაავადების გამო მარჯვენა ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით ჰქონდა მოკლე,ფეხი კი ატროფირებული დარჩა. აღარ ბრაზდებოდა,როცა ფეხბუთის თამაშის დროს გარინჩას ეძახდნენ...მთელი ცხოვრება შეხვედრისათვის ემზადებოდა,თუნდაც ორივე ერთად შეხვედროდნენ,იცოდა აუცილებლად გაუნგრევდა თავყბას და ამით მოისვენებდა, ფიცი ჰქონდა დადებული. უკვე სტუდენტი იყო,როცა მშობლიურ ქალაქში ორიოდე დღით ჩამოსვლამ მოუწია და მეგობარ გოგონასთან ერთად სანაპიროზე გაისეირნეს.ხუმრობდნენ და საუბრით თავს ირთობდნენ. უეცრად ხმაური მოესმათ....ბიჭების ჩხუბი და აყალმაყალი იქვე ახლოს ხდებოდა. გოგონას ბოდიში მოუხადა, ერთი წუთით საიმედო ადგილზე დააბინავა და მოჩხუბრების გაშველება დაიწყო. საღამო იყო,დაბინდებული,მაგრამ ნათურების სინათლეზე მაინც გაარჩია ერთ ერთი, მთლად დასისხლიანებული და თავგატეხილი მისი ბავშვობის მტერი , იმ ძმათაგან ერთ ერთი, ბადრი ან უსუპი იყო. კბილები სიმწრით ისე გაახრჭიალა, თვითონაც შეეშინდა. მის ცნობას რა უნდოდა, წითური თმები და ის ნაცნობი გამოხედვა,მთელი ბავშვობის სიზმარეთს რომ სტუმრობდა და აცოფებდა. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, წამოაყენა, მიეშველა, დააშოშმინა ყველა და პატრულის მოსვლამდე საიმედო ადგილას გადამალა. არ გამოცნაურებია...თავში არც მთლად დარწმუნებული , სწრაფად გაეცალა იქაურობას.
იმ საღამოს ბევრი დალია...არ იცოდა ეს მისი გამარჯვება იყო თუ დამარცხება. მერე დანა აიღო და მარცხენა ხელის მტევანი გაისერა...ოდნავ შეღავათი იგრძნო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მადლობა ჯაფარა მადლობა ჯაფარა
17. მეტი რაღა გამარჯვება... რევანში სულიერად უფრო დაამძიმებდა. ის ძმები, როცა დასცინოდნენ ბავშვობაში, უკვე მაშინ ყავდა დაჩაგრული ბუნებას, რადგან არ გააჩნდათ მთავარი, თანაგრძნობის უნარი, თუმცა ისინიც ჯერ პატარები იყვნენ.
ამ ბიჭმა, როგორმე თავის პრობლემასთან ერთად უნდა ისწავლოს ცხოვრება, და ბოღმას არ უნდა მისცეს საშუალება ცხოვრება დაუნგრიოს მეტი რაღა გამარჯვება... რევანში სულიერად უფრო დაამძიმებდა. ის ძმები, როცა დასცინოდნენ ბავშვობაში, უკვე მაშინ ყავდა დაჩაგრული ბუნებას, რადგან არ გააჩნდათ მთავარი, თანაგრძნობის უნარი, თუმცა ისინიც ჯერ პატარები იყვნენ.
ამ ბიჭმა, როგორმე თავის პრობლემასთან ერთად უნდა ისწავლოს ცხოვრება, და ბოღმას არ უნდა მისცეს საშუალება ცხოვრება დაუნგრიოს
16. ბევრისმთქმელი და მტკივნეული. ეს თემა ჩემს სულს მტკივნეულად შეეხო გარკვეული მიზეზის გამო. ცრემლებით წავიკითხე. გაიხარე ბუდულა. +5 ბევრისმთქმელი და მტკივნეული. ეს თემა ჩემს სულს მტკივნეულად შეეხო გარკვეული მიზეზის გამო. ცრემლებით წავიკითხე. გაიხარე ბუდულა. +5
15. ძალიან კარგია, ემოციური, განცდადი, როგორ არა, მართალი ხარ ქონდა ბავშვობიდანვე კომპლექსი თავის ფიზიკური ნაკლისგამო, ეს ადამიანური შეგრძნეებაა და რაღაც ახლის ძიების სურვილისკენ სწრაფვა, ამიტომ რამდენადაც იზრდება წლების მიხედვით პიროვნება იმდენად ემატება შინაგანი სიძლიერე თავის ნაკლის მიმართ და და ესაა, რომ არ იმჩნევენ გარეგნულად და პირიქით სხვისგან შეცოდებას დამცირებად ღებულობენ და ცდილობენ გააკეთონ ისეთი რამე "საგმირო" რისგამოც სხვებთან შედარებით უფრო მამაცები გამოჩნდნენ, რაც შეეხება ფინალს ნამდვილად შესაცვლელია ან რამე დასამატებელი, თუ ფაქტი იყო "ხელის დასერვის" და ვერ აუვლი გვერდს, მაშინ ავტორმა უნდა უბიძგოს ამ პიროვნებას და ათქმევინოს, მეორე დღეს "ეს რა სისულელე ჩავიდინე, ეს არ არის ვაჟკაცური ქცევა" უნდა მოინანიოს და ამ მონანიებიB აგრძნობინოს მკითხველს, რომ არსად და არასდროს ადამიანმა კონტროლი თავის ქცევაზე არ დაკარგოს რა ვიცი ათასაი რამე შეიძლება, 11 კ. -ც კარგია. გისურვებ წარმატებას. ძალიან კარგია, ემოციური, განცდადი, როგორ არა, მართალი ხარ ქონდა ბავშვობიდანვე კომპლექსი თავის ფიზიკური ნაკლისგამო, ეს ადამიანური შეგრძნეებაა და რაღაც ახლის ძიების სურვილისკენ სწრაფვა, ამიტომ რამდენადაც იზრდება წლების მიხედვით პიროვნება იმდენად ემატება შინაგანი სიძლიერე თავის ნაკლის მიმართ და და ესაა, რომ არ იმჩნევენ გარეგნულად და პირიქით სხვისგან შეცოდებას დამცირებად ღებულობენ და ცდილობენ გააკეთონ ისეთი რამე "საგმირო" რისგამოც სხვებთან შედარებით უფრო მამაცები გამოჩნდნენ, რაც შეეხება ფინალს ნამდვილად შესაცვლელია ან რამე დასამატებელი, თუ ფაქტი იყო "ხელის დასერვის" და ვერ აუვლი გვერდს, მაშინ ავტორმა უნდა უბიძგოს ამ პიროვნებას და ათქმევინოს, მეორე დღეს "ეს რა სისულელე ჩავიდინე, ეს არ არის ვაჟკაცური ქცევა" უნდა მოინანიოს და ამ მონანიებიB აგრძნობინოს მკითხველს, რომ არსად და არასდროს ადამიანმა კონტროლი თავის ქცევაზე არ დაკარგოს რა ვიცი ათასაი რამე შეიძლება, 11 კ. -ც კარგია. გისურვებ წარმატებას.
14. ბუდულა, ძალიან კარგად წერ, მომეწონა!!!! :) წარმატებებს გისურვებ!!! ერთი ამოსუნთქვით და ინტერესით წავიკითხე :) ++++++++++++ ბუდულა, ძალიან კარგად წერ, მომეწონა!!!! :) წარმატებებს გისურვებ!!! ერთი ამოსუნთქვით და ინტერესით წავიკითხე :) ++++++++++++
13. არაფერს მარ, შენი ნაწარმოებია და შენი ნებაა როგორ შეცვლი. წარმატებას გისურვებ. არაფერს მარ, შენი ნაწარმოებია და შენი ნებაა როგორ შეცვლი. წარმატებას გისურვებ.
12. დიდი მადლობა კახაბერ...რამდენი გიფიქრია თურმე ამაზე....:)მართლა ხომ არ შევცვალო? საშუალებაა სწორი.:) დიდი მადლობა კახაბერ...რამდენი გიფიქრია თურმე ამაზე....:)მართლა ხომ არ შევცვალო? საშუალებაა სწორი.:)
11. ბოლო იქნება შეგეცვალა? იქნებ თუნდაც ეტირა , ტირილი ვაჟკაცისთვის სირცხვილი არ არის , (ტარიელი ატირდა ბოლოსდაბოლოს), თანაც დაამტკიცა რომ ვაჟკაცია, შენ უფრო ლამაზად შეგიძლია დაწერო.. (ზოგადად ვარიანტი)
... ბავშვობაშიც კი არ უტირა და ეხლა უკვირდა რა ატირებდა, ეს ტირილი არცერთ ტირილს არ გავდა ოდეს გაგონილს, არც ტკივილის, არც შიშის, , უბრალოდ ცრემლები რეცხდნენ მის სულში ამდენი ხნის მანძილზე დაგროვებული შურისძიები კვალს. ეს ცრემლები საკუთარ თავზე გამარჯვების ცრემლები იყო. ბოლო იქნება შეგეცვალა? იქნებ თუნდაც ეტირა , ტირილი ვაჟკაცისთვის სირცხვილი არ არის , (ტარიელი ატირდა ბოლოსდაბოლოს), თანაც დაამტკიცა რომ ვაჟკაცია, შენ უფრო ლამაზად შეგიძლია დაწერო.. (ზოგადად ვარიანტი)
... ბავშვობაშიც კი არ უტირა და ეხლა უკვირდა რა ატირებდა, ეს ტირილი არცერთ ტირილს არ გავდა ოდეს გაგონილს, არც ტკივილის, არც შიშის, , უბრალოდ ცრემლები რეცხდნენ მის სულში ამდენი ხნის მანძილზე დაგროვებული შურისძიები კვალს. ეს ცრემლები საკუთარ თავზე გამარჯვების ცრემლები იყო.
10. იმდენი ვიბდიალე დამავიწყდა ++ იმდენი ვიბდიალე დამავიწყდა ++
9. ჩემი ცოდნა არ მაძლევს საშ(უ თუ ვ?)ალებას, რაიმე კორექტურა შევიტანო, თუმცა ნაწარმოები ფრად საინტერესოდ მიმაჩნია. არ მახსოვს სკოლის პროგრამაში იყო რაიმე მსგავსი თემა თუ არა, ყოველ შემთხვევაში მე ვისურვებდი ყოფილიყო - ოღონდ ბოლო ხელის დასერვის გამოკლებით. მე ბებია ილიკო და ილარიონს ეპიზოდი ამახსენდა "კუტუზოვი ცალთვალა იყო მარა ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებდა..." ანდა თემურ ლენგი კოჭლი არ იყო მსოფლიო დაიმორჩილა... სკოლაშივე უნდა ასწავლონ რომ ფიზიკური ნაკლი არ არის წინაღობა წარმატების მისაღწევად, არც დასაცინია, პირიქით ასეთ ადამიანებს მეტი მოტოვაცია გააჩნიათ, მეტად მედეგი არიან მიზნის მისაღწევად. თორე რამდენი ჯანმრთელი ვერ აღწევს ვერაფერს... რაც შეეხება პატიებას ეს დიდი ნიჭია და დიდი სიქველე. ადამიანს ყოველთვის უწევს ბრძოლა რაღაცის მიმართ ხან იმარჯვებს ხან ვერა, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა სოცოცხლის ბოლომდე გრძელდება..... ... უი ,აზრი ,გამონათქვამი დამებადა: " ეცადე ყველასთან დაასრულო ბრძოლა, საკუთარ თავთან კი არასოდეს" ჩემი ცოდნა არ მაძლევს საშ(უ თუ ვ?)ალებას, რაიმე კორექტურა შევიტანო, თუმცა ნაწარმოები ფრად საინტერესოდ მიმაჩნია. არ მახსოვს სკოლის პროგრამაში იყო რაიმე მსგავსი თემა თუ არა, ყოველ შემთხვევაში მე ვისურვებდი ყოფილიყო - ოღონდ ბოლო ხელის დასერვის გამოკლებით. მე ბებია ილიკო და ილარიონს ეპიზოდი ამახსენდა "კუტუზოვი ცალთვალა იყო მარა ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებდა..." ანდა თემურ ლენგი კოჭლი არ იყო მსოფლიო დაიმორჩილა... სკოლაშივე უნდა ასწავლონ რომ ფიზიკური ნაკლი არ არის წინაღობა წარმატების მისაღწევად, არც დასაცინია, პირიქით ასეთ ადამიანებს მეტი მოტოვაცია გააჩნიათ, მეტად მედეგი არიან მიზნის მისაღწევად. თორე რამდენი ჯანმრთელი ვერ აღწევს ვერაფერს... რაც შეეხება პატიებას ეს დიდი ნიჭია და დიდი სიქველე. ადამიანს ყოველთვის უწევს ბრძოლა რაღაცის მიმართ ხან იმარჯვებს ხან ვერა, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა სოცოცხლის ბოლომდე გრძელდება..... ... უი ,აზრი ,გამონათქვამი დამებადა: " ეცადე ყველასთან დაასრულო ბრძოლა, საკუთარ თავთან კი არასოდეს"
8. მშვვენიერი ნოველაა. მართლაც წინ მიიწევ და მე ეს ძალიან მიხარია.:) მშვვენიერი ნოველაა. მართლაც წინ მიიწევ და მე ეს ძალიან მიხარია.:)
7. მადლობა,რომ კითხულობთ...გაიხარე ზური! მადლობა,რომ კითხულობთ...გაიხარე ზური!
6. ყოჩაღური გადაწყვეტილება კი მიიღო და დიდი ძალაა ადამიანისთვის მიტევების უნარი მარა რითიც დაასრულა არასწორი საქციელია და მეტი არაფერი,,, მისი ხელის დაზიანება მას შვებას ვერ მოუტანდა გაუაზრებლად და დაუფიქრებლად გაკეთებული საქმე კი ყოველთვის გაუმართლებელი იქნება,,, ის რომ მისივე თავს მიაყენა ზიანი და არა იმ ტყუპებს ნამდვილად არაა გამოსავალი,,, მან კი შეიძლება შვება იგრძნო მარა რა დღეში ჩავარდებოდნენ ის მშობლები რომლებიც ასე ზრდიდნენ შვილს რო არ ეგრძნო თავისი გარეგნული მინუსი,,,, ყოჩაღური გადაწყვეტილება კი მიიღო და დიდი ძალაა ადამიანისთვის მიტევების უნარი მარა რითიც დაასრულა არასწორი საქციელია და მეტი არაფერი,,, მისი ხელის დაზიანება მას შვებას ვერ მოუტანდა გაუაზრებლად და დაუფიქრებლად გაკეთებული საქმე კი ყოველთვის გაუმართლებელი იქნება,,, ის რომ მისივე თავს მიაყენა ზიანი და არა იმ ტყუპებს ნამდვილად არაა გამოსავალი,,, მან კი შეიძლება შვება იგრძნო მარა რა დღეში ჩავარდებოდნენ ის მშობლები რომლებიც ასე ზრდიდნენ შვილს რო არ ეგრძნო თავისი გარეგნული მინუსი,,,,
4. მომეწონა ბიჭის საქციელი...ყველა ალბათ იმავეს ვერ გააკეთებდა მომეწონა ბიჭის საქციელი...ყველა ალბათ იმავეს ვერ გააკეთებდა
3. კარგი რევანში იყო ნამდვილად, ძალიან მომეწონა! თვითონ რევანშის მეთოდიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ ბავშვობის კომპლექსმა მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში ცუდი როლი არ ითამაშა. ალალი 5! წინ მიდიხარ. პ.ს. ეცვა, რადგან აცმევდნენ და დაბაკუნობდა და დადიოდა.–აცვამდნენ,–ესაა სწორი ფორმა, მეტი შენიშვნა არ მაქვს. კარგი რევანში იყო ნამდვილად, ძალიან მომეწონა! თვითონ რევანშის მეთოდიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ ბავშვობის კომპლექსმა მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში ცუდი როლი არ ითამაშა. ალალი 5! წინ მიდიხარ. პ.ს. ეცვა, რადგან აცმევდნენ და დაბაკუნობდა და დადიოდა.–აცვამდნენ,–ესაა სწორი ფორმა, მეტი შენიშვნა არ მაქვს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|