მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ბექა ქებულაძე
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2013
ათვლის წერტილი
ბედმაც ამ ბოლო დროს ვატყობ აურია,
თითებს თითებს შორის ვეღარ ვაფათურებ.
ვთელავ უნებართვოდ ჩუმ და ხმაურიან
ქუჩებს - უშენობის ბოლო მებადური.
ქარი ტოტებიდან ტოტზე გაიზიდა,
ზღვაში ატივტივდა სველი იალქანი.
თვალზე მონატრება მძევლად დაისვი და
ცრემლებს ტუჩებისკენ ასე მიაქანებ.
ნიკაპს უსაბამებ ნელთბილ ჩაის ჭიქას,
თვალებს შიშნეულად აღარ ატრიალებ.
ღამემ ვარსკვლავების მსგავსად ჩაიჭიქა -
ზურგზე ხურჯინივით მყოფი მატიანე.
კუთხე-კუნჭულშიაც ისევ შენ დაგეძებ,
განცდა იბურძგლება ტანზე ბალახივით.
უკვე ვეღარ ვფიქრობ მშვიდად ვერაფერზე,
თითქოს საიდუმლოც უკვე გავამხილე.
ბედი ბავშვებივით თავზე დაგვესია,
მე ვარ ერთადერთი ასე ვინც გაფასებს.
ჩვენი ერთად ყოფნა ჩემთვის ანკესია,
ათვლის წერტილი კი შენი სილამაზე.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
მხატვრულ სახეებს მიაქციეთ მეტი ყურადღება.არის ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში კარგია ++
მხატვრულ სახეებს მიაქციეთ მეტი ყურადღება.არის ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში კარგია ++
კვარა73.
2013-01-20 21:54:16
1.
მომეწონა..+2
წარმატებები
მომეწონა..+2
წარმატებები
დონალდ დაკი.
2013-01-19 12:08:44
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
13.03.2026 03:18:39