ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
19 იანვარი, 2013


წვიმა ქალია

      ერთმანეთს პირველად ვშორდებოდით. მახსოვს, საშინლად წვიმდა.  ამინდიც და ჩემი გულიც ერთნაირად გლოვობდა.რეალურად,მხოლოდ ორი წლით მიდიოდი ,თუმცა ვინ იცის,ასეთი დარწმუნებულიც არ ვიყავით .
  აგვისტოს ბოლო იყო.მე ნაპირზე ვიდექი,შენ კი გემბანზე და ხელს მიქნევდი.წვიმა სახიდან  და თვალებიდან ცრემლებს მირეცხავდა,ტუჩებთან ჩამოდიოდა  და წვიმისა და მლაშე ცრემლის ნაზავს უსიტყვოდ ვყლაპავდი....
          სეზონთან შედარებით ცივი წვიმა იყო.მე კი საზაფხულო, წინწკლებიანი კაბა მეცვა და წვიმა დაუნდობლად  მასველებდა ,  კაბა მთლიანად  ტანზე მეტმასნებოდა,  თუმცა ამას ვგრძნობდი,  მაგრამ გულისყური შენსკენ მქონდა მოპყრობილი,ვცდილობდი,შენი გამოხედვა,ხელის დაქნევა და გამომშვიდობების ჯესტი არ გამომპარვოდა.შენი თვალები კიდევ ერთხელ დამენახა და მათგან წამოსული, ჩემი ნიკას ,მზერა  დამემახსოვრებინა.
  არ მახსოვს,რამდენ ხანს ვიდექი ნაპირზე,სანამ გემი ჰორიზონტს არ მიეფარა,სრულიად არ გაქრა და მისი გამოსახულება მეხსიერებას არ მიეკედლა.არ მახსოვს  ,რას მეჩურჩულებოდა წვიმის წვეთები,მაგრამ ვგრძნობდი, შენს მიერ ნაკოცნ თმებს და სახეს  მისველებდა და მათზე შენს სურნელს  აქრობდა. მე მაშინ მძულდა წვიმის წვეთები ,რადგან ის ჩვენ სიყვარულზე ეჭვიანობდა და როგორც შენს სიყვარულში მოცილე ქალი, ჩემში შენი ნაკვალევის წაშლას ცდილობდა.
  არც ის მახსოვს, სახლში როგორ  ან როდის მივედი.ორი კვირა მაღალი სიცხე მქონდა და აგონიაში ვიყავი.ორი კვირა მშობლები საშინლად ნერვიულობდნენ და  ექიმები ჩემი გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ.  მე კი...მე მთელი ორი კვირის განმავლობაში ნიკასთან ერთად ვიყავი....ჩემი ბოდვები მას უკავშირდებოდა....მასზე  მოგონებები მელანდებოდა თუ  მესიზმრებოდა,  ყველა  ჩვენი შეხვედრა ჩემ თვალწინ კადრებად მეორდებოდა    და სრულიად ახლიდან განვიცდიდი ყველა იმ გრძნობას,  სიყვარულს  და სითბოს,რაც ერთად გვქონდა განცდილი.


    მთელი ამ დროის განმავლობაში  ნიკა  ყოველდღე რეკავდა ,თურმე , და ჩემ ამბავს კითხულობდა.



            მაშინაც წვიმდა,როცა მე და შენ  ერთმანეთს      საბოლოოდ დავშორდით.  “ცივილიზებულად „  მითხარი ,  აღარ მიყვარხარო , პატარა გოგონასთან ერთად დამტოვე  და სიმარტოვისთვის გამწირე .  ვიცი ,აღარ დაბრუნდები,მე  ამაყი ვარ და ამას არც დავუშვებ. მხოლოდ წვიმა რჩება ჩემთან,  ის  შენზე აღარ ეჭვიანობს  და აღარ ცდილობს შენი სურნელის წაშლას ჩემი სახიდან და ხელებიდან, რადგან მათ აღარ  შერჩათ შენი სითბო.  დიდი  მზრუნველობით მაფარებს მხრებზე თავის კალთას და მათბობს, თან ყურში ჩამჩურჩულებს,  დრო მკურნალიაო,    თითქოს მე ამ სენისგან განკურნება მსურდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები