ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2013


გენეალოგიის ხე (გაგრძელება)



      სახლში მივედი და ჩემოდანი კარადაში შევდე.  რამდენიმე დღის განმავლობაში აღარც
გამხსენებია.    ერთი კვირის მერე,  სახლში მარტო ვიყავი და გამახსენდა ბებიაჩემის
ჩემოდანი.ვიფიქრე თან გავამზეურებ და თუ საჭიროა გავრეცხავ  კიდევაც მეთქი. ჩემოდანი 
გავხსენი და პერანგები გადავათვალიერე,  ნესტისა და ცოტა ობის სული ქონდა
თეთრეულს, ცოტა სიყვითლეც აჩნდა.მოსაწესრიგებელი იყო.რად მინდოდა,ჩასაცმელად არ
მიფიქრია, მხოლოდ ბებიის სუნის გამო ღირდა მისი შენახვა.  რელიქვია იყო....
    ახლა გაზეთში  გახვეულ გრაგნილს დავხედე. გავხსენი.სამი ძველებური სქელი
ქაღალდის წერილი იყო,ბებიაჩემისთვის მოწერილი.ერთი საერთოდ არ იკითხებოდა და
ხელში დაიფშვნა.  მეორე გავშალე,  ბებიაჩემის დის წერილი იყო,  ნინა ბებოსი,  მარიამისათვის  მოწერილი.

        მარიამ დაო! შენი მოწერილი წერილის მერე ვდარდობ ძალიან. შეშფოთებული ვარ ,
                        რა    აზრი გაგივლია თავში. იცოდე,კარგად იფიქრე,მერე არ ინანო.
              კაი ქალია შენი რძალი და მე მგონი უფრო ჩავარდება უხერხულად,მაგ საქმის გამო.
          ისე მე როგორც მთხოვე,გავიკითხე მაგნაირი კაცი .თანახმაცაა შენ რძალზე      დაქორწინდეს  ოჯახსაც და დათუნასაც                                            მიგიხედოს  და  თქვენთანაც იცხოვროს. გვარიც კაი          აქვს გოგო,არეშიზეა.
                                            შენი      და        ნინო.
                                          მკათათვის 15(ძველით) 1937 წლისა


ეს კი წავიკითხე ,მაგრამ კარგად    ვერ გავაცნობიერე,რას წერდა ბებიაჩემი მის დას,  ამ
წერილით რა წერილზე უპასუხა.....მეორედ  წავიკითხე...სკამზე ჩამოვჯექი,თვალები ამიჭრელდა, ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა,  რამდენიმე წუთს იტრიალა და თავის ადგილზე დადგა.

თანახმააო,რომ შენ რძალზე,ეკაზე იქორწინოსო....

დათუნას მამობა გაუწიოსო......

დედაჩემი არეშიძე იყო,დათუნა ბიძია კი იაშვილი....
აქამდე ვერაფერს ვხვდებოდი....

თავდაყირა დადგა ,დადგა  და აღარ გასწორდა ....

------ ნუთუ ჩემი მარო ბებო მის დას ამას  თხოვდა? მისი რძალი,  ეკა ოცი წლისაც არ
იქნებოდა,როცა დაქვრივდა....ბებიას კი  რძალთან ერთად ოჯახის ფეხზე  დადგომის ეჭვი
გაუჩნდა?  მისი შვილიშვილის ,დათუნას მარტო გაზრდის შეეშინდა უკაცოდ დარჩენილ
ოჯახს? თავისნაირად  , უბედური ქვრივობისთვის ვერ გაიმეტა საყვარელი რძალი და 
როგორც საკუთარ შვილს,ისე მოექცა? როგორც საკუთარი ქალიშვილი,ისე გაათხოვა და სიძეც
სახლში შემოიყვანა?
      ნუთუ ? 
  ჩემ  მდიდარ წარმოსახვასაც  კი    ვერანაირად ვერ შეეძლო ბებიაჩემის სახე წარმოედგინა მისი რძლის ქორწილში....
დედაჩემმა ყველაფერი დამიდასტურა.....
მარიამ ბებოს თურმე შეეშინდა,რძალი ახალგაზრდაა,გათხოვდება, დათუნასაც წაიყვანს და
ოჯახი უკაცოდ დამირჩებაო. მისთვის ძლიერი ოჯახი მთავარი იყო.
ეკაც  შვილივით  უყვარდა.  შვილი ეტირა თუ რძალი.
        მეც    მგონია,  რომ მისი დიდსულოვანი ბუნება    ეკას უფრო ინაღვლებდა,ოცი წლის ასაკში რომ ჩაუქრა სიყვარული...

და მე  ვინ  გამოვდივარ???
ერთი წვეთი სისხლიც კი არ გვაქვს მე და მარიამს საერთო?
მე მისი ღვიძლი შვილთაშვილი არა ვარ?

მიხაროდა,როცა მეუბნებოდნენ,  შენ მარიამივით ჭკვიანი ხარო...
მას ძალიან გავხარო....
იაშვილების ქალის ხაზით გამგრძელებელი ხარ და საგვარეულო ,ზურმუხტისთვლიანი, ბეჭედი შენ გეკუთვნისო....

  მინდა საფიცრად გავიხადო    მისი შრომისგან  დამჭკნარი ხელები,რომლებმაც მისი შვილის 
სახელი, გენეალოგიის  ხეზე დასამთავრებლად და ჯვრის დასასმელად  ვერ გაიმეტა და
დათუნა ბიძიასთან ერთად დედაჩემი  და  მისი    შვილები    ისე მიაწერა,როგორც ღვიძლი
შვილის, სინამდვილეში კი რძლის,    ეკას შთამომავლები.  ჩვენთვის არაფერი დაიშურა, სიცოცხლის    უკანასკნელ    წუთამდე  უთქმელად გვემსახურა  და  მისი დედობრივი თუ ბებიობრივი  სითბო    თანაბრად გაგვინაწილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები