ავტორი: ბექა ქებულაძე ჟანრი: პოეზია 2 თებერვალი, 2013
ათასი ერთგულება...
ჩემს იმედებს კოშმარები მარხავენ, მჯერა ჩემგან წყენასაც რომ აიტან. დავასრულოთ ყველაფერი ახლავე ან დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. სიყვარულში შემეჯიბრე მოდი და მეც ვიცეკვებ თითის წვერზე პარტიებს. გაბრაზება გადააგდე მოდიდან, გაბრაზება - მე რომ არ მაპატიე. სიყვარულმა გამოიღოს ნაყოფი, ეს შემომრჩა ერთადერთი მიზანი. ჩემი ერთი დაძახება არ გყოფნის? მაშინ ათას ერთგულებას გიგზავნი...