 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 9 თებერვალი, 2013 |
დილით ადრე გამეღვიძა.წინა ღამის არაფერი მახსოვს.კიდევ კარგი,ჩემ საწოლში გამეღვიძა. გაგლეჯილი პახმელია ვარ.ლუდი დამხატავს ,მაგრამ სადააა.საჩქაროდ ჩავიცვი,ბოტასები ამოვიცვი,ქურთუკი მოვძებნე,შემოვიცვი და იმ იმედით გავდივარ,რომ სიგარეტს და ლუდს ვიყიდი,მოვბრუნდები და დავიძინებ.დღეს არ ვმუშაობ და ბოლომდე „ვგულაობ“ სუპერმარკეტში შესვლისთანავე თვალში მეცა....რაღაცას ყიდულობდა. უფ,კაი გოგოა...მოკლე კაბა აცვია,წითელი ტყავის კურტკა და მუხლამდე ჩექმები.გაცრეცილი ფერისაა.შაქრისფერი,ასეთივე შაქრისფერი თმით და ლამაზი,დიდრონი თვალებით. ბეჭედი არ უკეთია....ამ დილით ამაზე უკეთესს ვის „შევაბამ“.შანსი ხელიდან არაა გასაშვები. სიგარეტი სწრაფად ვიყიდე და კარებში გასულს ფეხებში მივყევი. ------დილამშვიდობის,სიხარულო --------------------------------------------- -----გავიცნოთ ერთმანეთი (პასუხის გარეშე გამიჭირდა კითხვა დამესვა) ------------------------------------------ ------ძალიან მომწონხართ და თქვენი გაცნობა მინდა (რას ქვია ბანალურია, აბა რა ვუთხრა?) --------------------------------------------- -----მე თემო მქვია,თქვენ? --------------------------------------------- ------აუ,კაი რა.სახელის თქმას რაღა უნდა , ტო. პასუხს არ მცემს,მაგრამ იმედს არ ვკარგავ. მაგნაირები შემიბია? მიდის,ფეხდაფეხ მივყვები,ხანდახან შემომხედავს და ნაზად გამიღიმებს. ახლა გოგოები ასეთ ტაქტიკას ირჩევენ----დავასკვენი გულში.უნდა მახვეწნინოს და მერე ტელეფონის ნომერსაც მეტყვის. ძალიან ახლაგაზრდააა,20 წლისაც არ იქნება.ისე სწრაფად დადის,ალბათ სპორტსმენია.მე კი ვერც ვეწევი.გული ამომივარდა,თუმცა არ ვიმჩნევ. ჯიბეებში ჩავიწყე ხელები,საყელო ავიწიე და მივყვები.მოკლედ დანებებას არ ვაპირებ.რას იზამს? ჩქარა ივლის? მეც ფეხდაფეხ გავყვები. ამ საღამოს მაინც არაფერს ვაკეთებ და ასეთ გოგოსთან ბარში ყოფნას ნამდვილად ვიმსახურებ.კაი ჩიტუნიაა,მაგრამ მე მგონი გავაბამ....ისე რა ჯიუტია,ამდენი ხანია ხმა ვერ ამოვაღებინე .უცებ მხედველობიდან გამიქრა.წიგნების მაღაზიაში შესულა.აი, ინტელექტუალური გოგონა,ასე პირდაპირ შემხვედრს ნომერს როგორ ეტყოდა,წესიერი გოგო ჩანს. სიგარეტი გავაბოლე და მაღაზიასთან ველოდები.გამოვიდა,გავყევი.ახლა საუბრის ტონი შევცვალე: -----გიყვართ ლექსები?----გონება დავძაბე,ინტელექტი მინდა გამოვამჟღავნო -------------------------------------- ----თუ ამ საღამოს ჩემთან ერთად ივახშმებთ,ლექსებს წაგიკითხავთ ------------------------------------- -----აუ, კარგი რა,ასე ნუ გამიტეხავ, გავიცნოთ ერთმანეთი,უკვე გითხარი, მე თემო ქვია.შენ, ჩემო კარგო?! თავი შემოაბრუნა და ისე ნაზად გამიღიმა, ჟრუანტელმა დამიარა.აშკარაა,დიდხანს ვეღარ გაუძლებს ჩემ შეტევას. ამასობაში ტელევიზიასთან ჩავიარეთ,ზოოპარკს ვუახლოვდებით. -----თუ ნებას დამრთავთ,თქვენთან ერთად სიამოვნებით დავათვალიერებ ვოლიერებს(ათი წელია აქ არ ვყოფილვარ,მაგრამ თუ კი დამთანხმდება,ვოლიერის შიგნით შესვლაზეც არ ვიტყვი უარს)
მივყვები და ვფიქრობ: ნეტავ სიზმარში ხომ არ ვარ ან მელანდება? მქონია ასეთი ნავაროჩენი სიზმრები....ორჯერ ჩქმეტის ტესტიც ჩავიტარე. აშკარაა, მღვიძავს. მეტი რა გავაკეთო არ ვიცი....არადა უკვე აზარტში ვარ შესული.იქვე ყოჩივარდებს ყიდის ქალი,მივვარდი,ვიყიდე და მივართვი,გამომართვა,გამიღიმა,ფუმფულა კაშნე შეისწორა და თვალები ააფახულა.აუ,გამაგიჟებს ეს გოგო. მეტი „სირბილი“მე აღარ შემიძლია, გული ძაფზე კიდია.ღირსიც ვარ, რას დავსდევ სრულიად უცნობ გოგოს ამ დილაუთენია. ჩამოვჯექი ,თუმცა თვალი მისკენ მაქვს....5-6 მეტრში ნაცნობს შეხვდა,ლაპარაკობს,მაგრამ რას ლაპარაკობენ არ მესმის.კარგად დავაკვირდი....ერთმანეთს ხელებით ელაპარაკებიან.აუ, თურმე ჩემი არ ესმოდა, არადა თვალებით, ვერბალურად,მანიშნა რამდენჯერმე.რას მივხვდებოდი გამოვლენჩდი ამდენი სმით. ტვინში უცებ ყველაფერი ისე განათდა ,თვით ჩემი დაბადებაც კი გამახსენდა. ცრემლები მომერია. გოგო შემეცოდა? რა ჰქონდა შესაცოდებელი, ისეთი შხვართია და ლამაზი. ჩემი თავი შემეცოდა,მაგრად რომ გავბანძდი.მაინც რისი იმედი მქონდა ამ დილაუთენია?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მადლობა იმ მარჯვენას, რომელმაც ორიოდ წუთი მოგვტაცა :) მადლობა იმ მარჯვენას, რომელმაც ორიოდ წუთი მოგვტაცა :)
19. მადლობა მირიან, რამდენი ხანია მეც არ წამიკითხია ეს და გავხალისდი:DDD მადლობა მირიან, რამდენი ხანია მეც არ წამიკითხია ეს და გავხალისდი:DDD
18. მიუხედავად იმისა, რომ თავმოყვარეობას თვით მის მსოფლიოს გამოც არ გადავაბიჯებ და ვერ ავედევნები გაცნობის მიზნით, სიამოვნებით შემომეკითხა. მივხვდი კიდეც, რომ გოგონა ან ყრუ იქნებოდა, ან მუნჯი :) მიუხედავად იმისა, რომ თავმოყვარეობას თვით მის მსოფლიოს გამოც არ გადავაბიჯებ და ვერ ავედევნები გაცნობის მიზნით, სიამოვნებით შემომეკითხა. მივხვდი კიდეც, რომ გოგონა ან ყრუ იქნებოდა, ან მუნჯი :)
17. ძალიან მომეწონა!!!! :) არაჩვეულებრივი თხრობა მაქვს, ბუდულა და გული მწყდება რომ რჩეული ავტორი არ ხარ... ძალიან მომეწონა!!!! :) არაჩვეულებრივი თხრობა მაქვს, ბუდულა და გული მწყდება რომ რჩეული ავტორი არ ხარ...
16. სწორედ ეგაა იდეა,ჩემო ია! დიდი მადლობა სწორედ ეგაა იდეა,ჩემო ია! დიდი მადლობა
15. აქ უმთავრესი იდეაა, ისე არ უნდა (ავტორის თქმით) "გაბანძდეს " მამაკაცი ღვინის სმითა და ისე არ უნდა დაკარგოს "ძალა" ქალს გვერდით ვერ გაყვეს, რომ "ანგელოზმა" სამადლოდ გაუღიმოს. .................ასე ჩემო ბუდულა თუ ვცდები? – აქ უმთავრესი იდეაა, ისე არ უნდა (ავტორის თქმით) "გაბანძდეს " მამაკაცი ღვინის სმითა და ისე არ უნდა დაკარგოს "ძალა" ქალს გვერდით ვერ გაყვეს, რომ "ანგელოზმა" სამადლოდ გაუღიმოს. .................ასე ჩემო ბუდულა თუ ვცდები? –
14. ანუ,არამით,არავერბალურად უნდა დავწერო? მე კი პირიქით მეგონა:) მადლობა შეფასებისათვის. ანუ,არამით,არავერბალურად უნდა დავწერო? მე კი პირიქით მეგონა:) მადლობა შეფასებისათვის.
13. აჰა ნივთმტკიცებაც ;)
ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 3 აჰა ნივთმტკიცებაც ;)
ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 3
12. სხეულის ენა,თვალებია,ტუჩები,ღიმილი,წარბის აწევა თუ ფეხის გაქანება,ყველა არავერბალურია,ვერბალურია მხოლოდ მეტყველება :)) აი კატიე კარგი გოგო ყოფილა მარტო როცაა,ანუ ხმას არ იღებს,ხოდა რა ჯობია,სულ კარგი გოგო იყო თუ? ...;) :დ:დ მოკლედ მომეწონა და 3-ს ვწერ, სხეულის ენა,თვალებია,ტუჩები,ღიმილი,წარბის აწევა თუ ფეხის გაქანება,ყველა არავერბალურია,ვერბალურია მხოლოდ მეტყველება :)) აი კატიე კარგი გოგო ყოფილა მარტო როცაა,ანუ ხმას არ იღებს,ხოდა რა ჯობია,სულ კარგი გოგო იყო თუ? ...;) :დ:დ მოკლედ მომეწონა და 3-ს ვწერ,
11. მე მომწონს ასეთი ტიპის იუმორისტულები!
"მეტყველი თვალებით, ვერბალურად,მანიშნა რამდენჯერმე" შეკითხვა გამიჩნდა : თვალებით მინიშნება ვერბალურია? მე მომწონს ასეთი ტიპის იუმორისტულები!
"მეტყველი თვალებით, ვერბალურად,მანიშნა რამდენჯერმე" შეკითხვა გამიჩნდა : თვალებით მინიშნება ვერბალურია?
10. იუმორისტულისთვის ვერც მე გავიაზრე. ნაწერი კი კარგად იკითხება. იუმორისტულისთვის ვერც მე გავიაზრე. ნაწერი კი კარგად იკითხება.
9. იუმორისტული? იუმორისტული?
8. კარგია :))))) კარგია :)))))
7. მინუსსაც გააჩნია თავისი პლიუსი
:)) მინუსსაც გააჩნია თავისი პლიუსი
:))
6.
დედას გეფიცებით, მარტო როდესაც ვარ, ხმას არ ვიღებ...
დედას გეფიცებით, მარტო როდესაც ვარ, ხმას არ ვიღებ...
5. კახაბერის კომენტარზე ახლა მე გამეცინა:)) კახაბერის კომენტარზე ახლა მე გამეცინა:))
4. მომეწონა :)
მე ასე ვიტყოდი: უმეტესობა კაცისას არ უნდათ მუნჯი შეყვარებული, თუმცა ბოლოს იგივე უმეტესობა - ცოლის დამუნჯებაზე ოცნებობს.
ასე რომ, თუ ლამაზი და კარგი პროვნებაა, ეგ არც ისე დიდი მინუსია.
4+ მომეწონა :)
მე ასე ვიტყოდი: უმეტესობა კაცისას არ უნდათ მუნჯი შეყვარებული, თუმცა ბოლოს იგივე უმეტესობა - ცოლის დამუნჯებაზე ოცნებობს.
ასე რომ, თუ ლამაზი და კარგი პროვნებაა, ეგ არც ისე დიდი მინუსია.
4+
3. კარგი იყო, ოღონდ მე იუმორისტულში ვეღარ გავატარე.
+2 კარგი იყო, ოღონდ მე იუმორისტულში ვეღარ გავატარე.
+2
1. გამეღიმა, უფრო სწორედ, ღიმილიანმა ჩავიკითხე :)))
გამეღიმა, უფრო სწორედ, ღიმილიანმა ჩავიკითხე :)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|