ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2013


*************

ჩემი თუ არა ხარ-არაფერი...
უფალს, გაეზარდე დედას ბარტყო.
მე ღვთის საჩუქარსაც დაგარქმევდი
დედაღვთისმშობლისას არა მარტო...

ვარდის ფურცლებივით ალეწილებს,
ლოყებს დაგიკოცნი ფიქრში მხოლოდ.
ლამაზ თვალებში რომ არ გაწვიმდეს,
მზე, რომ სითბოსავით აიყოლო...

ერთიც გაიღიმე შემოგევლე!
( მე კი არ გავამხელ თუ გნატრულობ)
ყველას ღიმილში, რომ შენ დაგეძებ
ჩემო თვალმერცხალა გაზაფხულო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები