ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ამაოება ამაოებათა ყოველივე ამაოა - ეკლესიასტე
სიჩუმე, თითქმის არაფერი - ,,არაფრის“ გარდა. ,,არაფერს“ ისევ სხივებისფრად ეხდება ფარდა. სიზმრებს მწყემსივით გაგიდევნის ფანჯრიდან შუქი, კვლავ სიგარეტი, ნაბეღლავი და ნოუთბუქი... ,,სახლი“ ცივი კედლებით უღიმღამოდ დახშული სივრცე, რომელსაც შენი მშობლების ხმა აღარც კი ახსოვს. თითქოს გინდა, რომ შენი გული ვიღაცას მიცე და სიმარტოვე ნაფაზებში ტკივილებს აქსოვს.. ისევ უკიდებ, კოლოფში სულ ორიღა დაგრჩა... გიზიდავს ფერფლით გავსებული კლავიატურა, ეკრანზე უხმოდ გაიშლება მშობლების ფოტო და შენ - ვითომდა კარგი შვილის კარიკატურა, ბრაზმორეული შეუკურთხებ საკუთარ ეგოს - ალბათ ვერასდროს დაასრულებ ამაზე დავას. კვლავ უკითხავად შემოაღებს ძმაკაცი კარებს: - რავა ხარ ბიჭო? აუ, ძმურად, დავდგამ რა ყავას...
,,მშობლები“ ისევ უკიდებ, მხოლოდ ერთი ღერიღა დაგრჩა და ახლა უფრო დანანებით იხსენებ მამას, ყოველ დილით რომ გახვედრებდა გაუხსნელ კოლოფს და საწოლშივე მოგართმევდა ვანილით ყავას. ახლა ორივე საზღვრებიდან ძალიან შორს გყავს. მათი ეპოქა სამშობლოში დასრულდა კრახით. ხედავ დედაშენს - თბილ თითებს რომ ახებს მონიტორს და გაგიღიმებს ცრემლებისგან დაღლილი სახით. ,,შენ“
როგორც კოდალას - საფეთქელზე, ისე აღიქვამ ოდესღაც ,,მისგან“ ნაჩუქარი საათის წიკწიკს. და დროსაც ცოდვილ გონებაში ისე აღბეჭდავ, როგორც სიკვდილის გამოგზავნილ მსტოვარს და შიკრიკს. ყველაფერი გაქვს რაც გინდოდა, იაფიც, ძვირიც... რაც კი ინატრე ცხოვრებაში სრულად გეღირსა, თუმც ახლა შენთვის სულერთია მანდ იცხოვრებ თუ სადმე კიბის ქვეშ, რომელიმე ლაზარეთისა. შენ მხოლოდ თავზეხელაღებულ სიყვარულს ნატრობ, მაგრამ მარტო ხარ - უბრუნდები მთავარზე მთავარს. კვლავ უკითხავად შემოაღებს ძმაკაცი კარებს: - რავა ხარ ბიჭო? აუ, ძმურად, დავდგამ რა ყავას... საღამოს ისევ შეიდედებ ძარღვებში ექსტრემს, ლამპიონები შენს თვალებში უფრო ანთია, ცვლი სიჩქარეებს, დასასრულს კი ფატალურს ნატრობ და თავის მოკვლის უკანალიც არ გაგაჩნია. ჩერდები, ზარი: ვიღაც გოგო რატომღაც ფიქრობს, სამი თვის წინ რომ უკოცნია უნდა გახსოვდეს! ამ დროს კი გული ზეცისაგან დასეტყვას ითხოვს და გსურს იგინო ისე, როგორც ჯერ არასოდეს... თუმცა შენ მაინც ლმობიერად პატიჟებ სახლში... ამაღამ უკვე მერამდენედ იცვალეთ პოზა, დილით კი თითქოს დანანებით გაივლებ თავში: ასეთი კარგი, დალოცვილო, რამ გაგაბოზა... დახედავ მძინარს, უბრუნდები შორეულ ფიქრებს, და უნებურად შეადარებ მავანს და მავანს, ძმაკაცი ისევ უკითხავად შემოხსნის კარებს: - ვა, ბოდიში რა! ახალი გყავს? დავდგამ რა ყავას...
,,ის” Not Found
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. პატარა შედევრია... მე ძალიან მომეწონა ! ++ წარმატებები )) პატარა შედევრია... მე ძალიან მომეწონა ! ++ წარმატებები ))
22. მადლობა ნუცის და იას :) მადლობა ნუცის და იას :)
21. მომეწონა ზომიერი გულახდილობა. არ მიყვარს ზედმეტად გაშიშვლებული ემოციები. მომეწონა ზომიერი გულახდილობა. არ მიყვარს ზედმეტად გაშიშვლებული ემოციები.
20. . სიჩუმე, თითქმის არაფერი - ,,არაფრის“ გარდა. ,,არაფერს“ ისევ სხივებისფრად ეხდება ფარდა. სიზმრებს მწყემსივით გაგიდევნის ფანჯრიდან შუქი,
თითქოს გინდა, რომ შენი გული ვიღაცას მიცე და სიმარტოვე ნაფაზებში ტკივილებს აქსოვს..
როგორც კოდალას - საფეთქელზე, ისე აღიქვავ ოდესღაც ,,მისგან“ ნაჩუქარი საათის წიკწიკს. . სიჩუმე, თითქმის არაფერი - ,,არაფრის“ გარდა. ,,არაფერს“ ისევ სხივებისფრად ეხდება ფარდა. სიზმრებს მწყემსივით გაგიდევნის ფანჯრიდან შუქი,
თითქოს გინდა, რომ შენი გული ვიღაცას მიცე და სიმარტოვე ნაფაზებში ტკივილებს აქსოვს..
როგორც კოდალას - საფეთქელზე, ისე აღიქვავ ოდესღაც ,,მისგან“ ნაჩუქარი საათის წიკწიკს.
19. იცოცხლე საბა! :) იცოცხლე საბა! :)
18. იცოცხლე საბა! :) იცოცხლე საბა! :)
17. :) პირში Mტქმელი ხალხი მიყვარს რა. ნაღდია! :) პირში Mტქმელი ხალხი მიყვარს რა. ნაღდია!
16. მადლობა ყველას :) მადლობა ყველას :)
15. შენ მხოლოდ თავზეხელაღებულ სიყვარულს ნატრობ, მაგრამ მარტო ხარ - უბრუნდები მთავარზე მთავარს. კვლავ უკითხავად შემოაღებს ძმაკაცი კარებს: - რავა ხარ ბიჭო? აუ, ძმურად, დავდგამ რა ყავას... საღამოს ისევ შეიდედებ ძარღვებში ექსტრემს, ლამპიონები შენს თვალებში უფრო ანთია, ცვლი სიჩქარეებს, დასასრულს კი ფატალურს ნატრობ და თავის მოკვლის უკანალიც არ გაგაჩნია...საინტერესოა, წარმატებები! შენ მხოლოდ თავზეხელაღებულ სიყვარულს ნატრობ, მაგრამ მარტო ხარ - უბრუნდები მთავარზე მთავარს. კვლავ უკითხავად შემოაღებს ძმაკაცი კარებს: - რავა ხარ ბიჭო? აუ, ძმურად, დავდგამ რა ყავას... საღამოს ისევ შეიდედებ ძარღვებში ექსტრემს, ლამპიონები შენს თვალებში უფრო ანთია, ცვლი სიჩქარეებს, დასასრულს კი ფატალურს ნატრობ და თავის მოკვლის უკანალიც არ გაგაჩნია...საინტერესოა, წარმატებები!
13. მომეწონა... ჩემი უმაღლესი +2 აქ. მომეწონა... ჩემი უმაღლესი +2 აქ.
11. უღრმესი მადლობა ნინკი, ახლავე ჩავასწორებ და მეც გეტყვით, რომ ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები, რომლებიც ასე გულახდილად მითხარით. :) უღრმესი მადლობა ნინკი, ახლავე ჩავასწორებ და მეც გეტყვით, რომ ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები, რომლებიც ასე გულახდილად მითხარით. :)
10. ,,რაც კი ინატრე ცხოვრებაში სრულად გეღირსა, თუმც ახლა შენთვის სულერთია მანდ იცხოვრებ თუ სადმე კიბის ქვეშ, რომელიმე ლაზარეთისა. შენ მხოლოდ თავზეხელაღებულ სიყვარულს ნატრობ, მაგრამ მარტო ხარ - უბრუნდები მთავარზე მთავარს.
საღამოს ისევ შეიდედებ ძარღვებში ექსტრემს, ლამპიონები შენს თვალებში უფრო ანთია, ცვლი სიჩქარეებს, დასასრულს კი ფატალურს ნატრობ და თავის მოკვლის უკანალიც არ გაგაჩნია"
აქ იმდენად გამჭირვალე ხართ,რომ შეიძლება ვინმემ თქვენი დანახვა ვერც მოახერხოს) მერამდენედ ვკითხულობ დღეს... ალბათ იმიტომ რომ ძალიან გავს თქვენი ცხოვრება ჩემსას... (რა ტიპი ვარ...ვგულახდილობ...თვითკონტროოოოლი,ნინა)) ჰოდა,სანამ სხვა დაგიწერდეთ და რამის უცოდინარობას დაგწამებდეთ, "აღიქვავ"ჩაასწორეთ. (აღიქვამ) ,,რაც კი ინატრე ცხოვრებაში სრულად გეღირსა, თუმც ახლა შენთვის სულერთია მანდ იცხოვრებ თუ სადმე კიბის ქვეშ, რომელიმე ლაზარეთისა. შენ მხოლოდ თავზეხელაღებულ სიყვარულს ნატრობ, მაგრამ მარტო ხარ - უბრუნდები მთავარზე მთავარს.
საღამოს ისევ შეიდედებ ძარღვებში ექსტრემს, ლამპიონები შენს თვალებში უფრო ანთია, ცვლი სიჩქარეებს, დასასრულს კი ფატალურს ნატრობ და თავის მოკვლის უკანალიც არ გაგაჩნია"
აქ იმდენად გამჭირვალე ხართ,რომ შეიძლება ვინმემ თქვენი დანახვა ვერც მოახერხოს) მერამდენედ ვკითხულობ დღეს... ალბათ იმიტომ რომ ძალიან გავს თქვენი ცხოვრება ჩემსას... (რა ტიპი ვარ...ვგულახდილობ...თვითკონტროოოოლი,ნინა)) ჰოდა,სანამ სხვა დაგიწერდეთ და რამის უცოდინარობას დაგწამებდეთ, "აღიქვავ"ჩაასწორეთ. (აღიქვამ)
9. სიჩუმე, თითქმის არაფერი - ,,არაფრის“ გარდა. ,,არაფერს“ ისევ სხივებისფრად ეხდება ფარდა. სიზმრებს მწყემსივით გაგიდევნის ფანჯრიდან შუქი,
თითქოს გინდა, რომ შენი გული ვიღაცას მიცე და სიმარტოვე ნაფაზებში ტკივილებს აქსოვს..
როგორც კოდალას - საფეთქელზე, ისე აღიქვავ ოდესღაც ,,მისგან“ ნაჩუქარი საათის წიკწიკს.
ეს სიტყვები ძალიან მომეწონა!!! :) საერთოდ არ მიყვარს ის პოეზია, სადაც ცუდი სიტყვებია გამოყენებული, ამიტომ მე ამ ლექსში რაც მელამაზა ის მოვიწონე :) წარმატებები, ნიჭიერო ადამიანო!!! :) სიჩუმე, თითქმის არაფერი - ,,არაფრის“ გარდა. ,,არაფერს“ ისევ სხივებისფრად ეხდება ფარდა. სიზმრებს მწყემსივით გაგიდევნის ფანჯრიდან შუქი,
თითქოს გინდა, რომ შენი გული ვიღაცას მიცე და სიმარტოვე ნაფაზებში ტკივილებს აქსოვს..
როგორც კოდალას - საფეთქელზე, ისე აღიქვავ ოდესღაც ,,მისგან“ ნაჩუქარი საათის წიკწიკს.
ეს სიტყვები ძალიან მომეწონა!!! :) საერთოდ არ მიყვარს ის პოეზია, სადაც ცუდი სიტყვებია გამოყენებული, ამიტომ მე ამ ლექსში რაც მელამაზა ის მოვიწონე :) წარმატებები, ნიჭიერო ადამიანო!!! :)
8. დიდი მადლობა ყველას, ასეთი გულითადი კომენტარებისთვის. თოლიგე, ნინკი, პანტერა - გაფასებთ! :) დიდი მადლობა ყველას, ასეთი გულითადი კომენტარებისთვის. თოლიგე, ნინკი, პანტერა - გაფასებთ! :)
7. შესანიშნავი ნაწერია ეს! აი ძმაკაცი რომ მეტზე არაფერზე აღებს კარებს მაგაზე გამეცინა :))))) ხო, კარგიათქო. +10(10)-დან. შესანიშნავი ნაწერია ეს! აი ძმაკაცი რომ მეტზე არაფერზე აღებს კარებს მაგაზე გამეცინა :))))) ხო, კარგიათქო. +10(10)-დან.
6. მე ზუსტად ვიცი და ზუსტად ვიგრძენი რას წერ,ავტოროდა მე თქვენმიყვარხართ,თქვენ..არაჩვეულებრივი ხართ! და ქულები აქ რა მოსატანია.შეფასებას ჯობია დაგაფასოთ.
"ის" search-ში გაატარეთ
მე ზუსტად ვიცი და ზუსტად ვიგრძენი რას წერ,ავტოროდა მე თქვენმიყვარხართ,თქვენ..არაჩვეულებრივი ხართ! და ქულები აქ რა მოსატანია.შეფასებას ჯობია დაგაფასოთ.
"ის" search-ში გაატარეთ
5. მე უფრო მეტი სევდა ვნახე, ვიდრე უცენზურო... წარმატებები! მე უფრო მეტი სევდა ვნახე, ვიდრე უცენზურო... წარმატებები!
4. ავტორი: კახა ჭლიკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
იყო მაგარი ადგილები.. მოგიკითხე მეგობარო! ავტორი: კახა ჭლიკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
იყო მაგარი ადგილები.. მოგიკითხე მეგობარო!
3. გისმენ, მოჩვენებავ =)
,,შესავალზე" გამახსენდა:
,,და არ არსებობს არაფერი, არაფრის გარდა"
არ მომწონს პოეზიაში ნაბეღლავი, ნოუთბუქი ი ტაკ დალიე =)
ყავასთან ფრთხილად =)) გისმენ, მოჩვენებავ =)
,,შესავალზე" გამახსენდა:
,,და არ არსებობს არაფერი, არაფრის გარდა"
არ მომწონს პოეზიაში ნაბეღლავი, ნოუთბუქი ი ტაკ დალიე =)
ყავასთან ფრთხილად =))
1. დარწმუნებული ხართ, რომ ეს დრამატურგიაა?
მოქმედი პირები კი არიან აქ, მაგრამ..:) დარწმუნებული ხართ, რომ ეს დრამატურგიაა?
მოქმედი პირები კი არიან აქ, მაგრამ..:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|