მე და კიდევ სამნი
წინასიტყვაობის მაგივრად: ვრცელი ნაწერია და შეცდომები უხვადაა, ვინც ბოლომდრე ვერ ჩაიკითხავთ, ნუ დაიწყებთ, რომ გადავათეთრებ მერე ცადეთ. ასევე უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიქცევით გიგა-გის მსგავსად რომელმაც ამ ნაწარმოების ნაწილი საკუთა შემოქმედებად გაასაღა, პატივი ეცით ინტელექტუალრ საკუთრებას, საკუთარ თავს და საზოგადოებას, ნუ მოიპარავთ სხვის ნაწერს. არა პლაგიატს. პროლოგი: “ყველაფერი გენიალური – ავტობიოგრაფიულია, მაგ: მოლუსკის ავტობიოგრაფია – მარგალიტია.” ალფრედ ჰიჩკოკი
სახელები ძალიან დიდ აზრსა და მნიშვნელობას სძენენ ყველაფერს. ისინი ერთგვარად განსაზღვრავენ პატრონის რაობას. ამიტომაც ვამბობ მე მათზე უარს. სახელები გვყოფენ ა-ებად, ბ-ებად, გვაცალკევებენ, გვაშორებენ, განგვსაზღვრავენ, გვამახასიათებელჯგუფებენ, ჭვირნიშნებს გვაკრავენ და ასოცირებული სიმპათიების ნიხედვით გვაწყობენ. კიდევ ამიტომაც ვამბობ მე მათზე უარს, არ მინდა ასოციაციები, დაყოფა, დაინდივიდება. იყოს უბრალოდ ვიღაცის ამბავი, არც ნათესავის, არც მეზობლის, გარებიძაშვილის შემთხვევითი ნაცნობისაც კი არა. უბრალოდ ვიღაცის ამბავი, არანაირად რომ არ გვეხება და წინასწარაც რომ ვერ განვსაზღვრავთ ისეთი ვინმესი.
“მოდი წავიდეთ”
- მოგზაურობა თუ გიყვართ თქვენ?! – არა, ფინანსებში არ ხართ შეზღუდული, უფრო სწორედ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მოდით ასე გეტყვით – გაქვთ საკმარისი რომ იმოგზაუროთ. ტურისტად კი არ წახვიდეთ, არამედ იმოგზაუროთ. გაქვთ ფეხები რომ წინ იაროთ, თავი რომ განსაზღვროთ წინ საით იქნება და თვალები, ომ დაინახოთ წინ რა იქნება. რაც მთავარია, გამოძრავებთ რაღაც (სახელებს არ ვართ), რაც გამოგზაურებთ იქამდე, სანამ არ მიხვდებით, რომ ზუსტად მოცემულ ალაგს უნდა გაჩერდეთ!
-ხომ არ გადაგინდათ მოგზაურობა? ეს გადამინდა ხო საპირფარეშოს რიგივითაა: ითმენ, გინდა, გინდა და შენი დრო რომ მოდის – აღარ გინდა მერე! – რატომ უნდ აგინდოდეთ მოგზაურობა? - იმიტომ, რომ იქ ყოფნა აღარ გინდათ, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ხვდებით რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც უნდა იყოთ. ისეთი შეგრძნება გაქვთ, აი ხე რომ იყოთ და არასწორ ადგილას ამოხვიდეთ, ხომ მოგინდებოდათ სხვაგან ამოსვლა?! ჰოდა, ადამიანი ხართ, ვიღაც, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ( სახელებს არ ვართ), და შეგიძლიათ ეს სხვაგან ამოსვლა. ამ კონკრეტულ ადგილას ყოფნაზე გადამინდა გრძნობა გაქვთ და მხოლოდ იქ გაჩერდებით, სადაც გადამინდ აგრძნობა არ გექნებათ. მერე და ეგ ცუდი კი არ არის, ივლით ამ გადამინდ აგრძნობით და მოივლით მთელს ქვეყანას, თვალს წყალს დაალევინებთ, სეირს რა დალევს! გაღმა სოფელს ნახავთ, ან გოგოს შეხვდებით ლამაზს და ან ბიჭს, უხვად ნახავთ თავშესაქცევს. მე ნუ დამაწერიენბ შენი ჭირიმე ყველაფერს, ცოტა შენც იაზროვნე! იფიქრე ცოტა, არ მოგაწყენ მე მანამდე, მოგიბჟუტურებ სალაყბოს და სამასლაათოს. “ლექსი თვითონ მწერს”
- სტივენ კინგი თუ იცით ვინაა? – მწერალია ეგეთი, რომ თვეში სამ წიგნს უშვებს! თან სიე ეყიდება, შენი მოწონებული, მეც და თქვენს კაი ხანი ვერ ამოვუძვრებით ჯიბიდან, ისე ჩაგვისვამს 1 კვირის ხელფასი თუ ჰონორარიც არ დასჭირდება. მე კიდე ვამბობ არ მომწონს თქო ეს კაცი და რა ვქნა. მიყვარს წერა და მაგის გარეშე არ შემიძლიაო ამბობს, არა და საბეჭდი მანქანასავით იქცევა, არაა ეგ ნაღდი მწერალი ჩემთვის, რამდენი წიგნიც გინდა დაწეროს და გაყიდოს!
ნაღდი მწერალი როგორი იყო იცით? სახელს ვერ გეტყვით, მაგრამ ოთხი თუ ხუთი წელი წერდა ას გვერდს. არა, განა იდეები არ მოსდიოდა ან უჭირდა წერა, უბრალოდ ელოდებოდა. ორ თუ სამ დღეში დაწერდა რაც დასაწერი ქონდა, მაგრამ მანამდე ხომ წერდა წლები სიე, რომ კალამი ხელში არ აუღია. ცხოვრობდა, ცდიდა, ელოდებოდა, ალოდინებდა. მოკლედ რაც ხუთი წელი იცხოვრა, უფრო სწორედ, ის ხუთი წელი იმიტომ და ისე იცხოვრა, რომ მერე რაღაც დაეწერა, დიდი და სქელყდიანი კი არა, უბრალოდ პატარა ნოველასავით. ასე გამოდის, მ ხუთი წლის მანძილზე, თითოეული დღე და კვიტა, თითო ხაზი იყო, რაც დაწერა. თავადაც თითქოს ამ ხაზებს შორის ცხოვრობდ ადა განიცდია. წაკითხვისას, ელანდებოდა ყველაფერი რაც დაწერა, ხედავდა რას ფიქრობდა იმ მომენტში რიცა წერდა, როცა ცხივრობდა. მერე იყო და, ეომ მომწიფდა და თავისი ნაწრიც დააჭირნახულა, ახალი ციკლი დაიწყო, აი ნაგვიანევი მსხალივით, არააფერი ხილი რომ არაა დარჩენილი, მაშინ ჩაიტკბარუნებ და უცებ მოილევ და ეჰე, არ ელოდო მომავალ წლამდე. ეგრე იმ მსხალივით, ახალ წრეზე წავიდა, კიდევ ორი-სამი წელი უნდა ეცხოვრა, უნდა ეგრძნო, სტკენოდა, აღმოეჩინა, გამოეცადა, რომ რამე კიდევ დაეწერა.
დაბრუნდა ამ სამი წლის მერე და აიღო კალამი ხელში, უბრალო კალამი, თავისი ძველი, ოთახიც ძველი, ფურცლებიც ძველი, თვითონ კი ახალი ნაყოფით დამძიმებული, მივიდა, დაჯდა მაგდასთან და... მეორე დღესაც სცადა... ერთი კვირის მერეც დ აიმის შემდეგაც, მაგრამ ვეღარ წერდა... არა, კი წერდა, მაგრამ წერდა ჩემსავით, უაზროდ და წაკითხვის შემდეგ - “მერე რა?” გრძნობის დამტოვებლად. ის კიდე, ის ხომ ნამდვილი მწერალი იყო დ აარ შეეძლო ეგრე სტივენ კინგივით ებეჭდა და ეასოთამწყობა. მერე რა რომ სტივენ კინგი ცნობილი ვინმეა და აფასებენ, მას კიდევ არავინ იცნობს, ის ხომ მწერალია არა?.. და მაშინ მიხდვა, რომ ის მწერალი აღარ იყო, ყველაფერი ჰქონდა რომ ეწერა, კალამი, ფურცელი, ხელი, იდეები, თავი რომ ეგ იდეები მოეწესრიგებინა, მაგრამ არ შეეძლო, დაავიწყდა მწერლობა და იმიტომ. უფრო სწორედ, მიატოვა მწერლობამ, გადაუნდა მასში ყოფნა, იცადა, იცადა და მისი დრო რომ მოვიდა, გადაუნდა. გადაუნდა მასში ყოფნა და გაქრა, მიხვდა რომ არასწორ ადგილას ამოვიდა და წავიდა. თოკით ხო მარ მიიბამდა სხეულზე...
“ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოალურ”
ვწევარ. თავი მარცხნივ მაქვს გადაბრუნებული. თვალი გავახილე თუ არა, ასე ვიწექი და არ გამჩენია სურვილი შემოვბრუნებულიყავი. სადღაც თავთან, პატარა ტუმბოზე ქოთანი დგას. პერიფერიული მზერით ვხედავ, რომ შიგნით მზესუმზირებია, ორი ცალი. ნეტა როგორ იშოვეს ახლა?! იმის იქით ფანჯრის დარაბა დარაზულია. მეორე ფანჯრიდან კი, ჩემი ფეხების გასწვრივ რომ არის, ჩუმად თოვს. ალბათ ამიტომ არის, რომ არ გამჩენია შემობრუნების სურვილი. უცნაურია, არანაირი ხმა არ ისმის, არც ფანჯრიდან ჩანს რამე, გარდა არაპროპორციულად განაწილებული ხის ტოტების წვერებისა. დათივლილი ზედაპირიც კი არ ჩანს მიწისა. არც ცა, არც ღრუბლები არ ჩანს, უბრალოდ თავისთვის უწყინარად თოვს, ოთახში კი ისე თბილა, მგონია, რომ გარეთაც არავის შესცივდება და არც არავინ იქნება უსახლკაროდ და უმეგობროდ თოვლში. – რატომ? – უწყინარად თოვს დ აიმიტომ, არავის ხელს არ უშლის, ან ვის რა უნდა დაუშაოს, თან თბილა და ხომ აქვს თოვლს ტოვის უფლება?! აი მე რომ წოლის უფელბა მაქვს ისე. ასე მგონია, ჩემი ოთახიც თოვლშI დგას და რომ არ თოვდეს არც ოთახი იქნებოდა და არც მე. თოვა მამშვიდებს და ახლა წყნარად ველოდები, ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა მოხდეს, კი არ ვგრძნობ- ვიცი, უფრო სწორედ ვიცოდი, რომ გამოვფხიზლდები, გამახსენდება და გეტყვით!
“მე გადავცურავ ზღვას”
მოგზაური ხომ გახსოვთ, რომ ადგა და წამოვიდა. არც დეპრესიული ყოფილა და არც მელანქოლიური, უცნაური ვინმე კი იყო სიე. მაგისი თავი რაღაც სხვანაირად მუშაობდა. განა ის, რომ სხვანაირად ხედავდა და აღიქვამდა, არა პირიქით, შეეძლო უბრალოდ მჯდარიყო და დაენახა საკუთარი თავი სხვა ადგილიდან. შეეძლო მჯდარიყო კაფეში და ესვა ყავა, ამავდოულად კი დაენახა, როგორ იჯდა, უფრო სწორედ, როგორ დაინახავდა მას ქუჩაში გამვლელი გოგონა, რომელსაც სულაც არ ეცალა მისთვის. ასევე შეეძლო, სხვისი ერთდროულად რამოდენიმე კუთხიდან დანახვა. ჩახლართული რამეა, აი თუნდაც შეეძლო თAვად დაენახა ის გამვლელი გოგო დ აკიდევ დაენახა ზუსტად ეს გოგო მის უკან მიმავალი მოხუცი ქალიდან. – არა მოიცა, არ გადაფურცლო! გეტყვი რატომ გიყვები. “მოიცა, მომისმინე!” დანახვაში, მარტო ხედვა და წამიერი მომენტი კი არა, ყველაფერი ვიგულისხმე, რას ფიქრობდნენ, რას გრძნობდნენ, ისინი, ვისაც ხედავდა... სულელებისთვის მარტივია ცხოვრება, ყველაფერი მარტივია და იმიტომ, ის კი სულელი სულაც არ იყო. ალბათ ამიტომ გამოვიდა ისე, რომ უამრავ ნაცნობს შორის ნამდვილი მეგობარი ვერავიში იპოვნა. იცოდა რას ფიქრობდნენ რა როგორ ხედავდნენ სხვები და იმიტომ. მომაბეზრებელი იყო მისთვის ყველაფერი, ადგილებიც კი.... პირველად ნახვის და რაღაცით აღფრთოვანების გრძნობა დაკარგა თითქოს, კი არ დაკარგა, რუტინულად ექცა... ნახა, იარა არფრთოვანდა და მერე რა? მაინც ვერ მიაგნო. ის ხომ იმიტომ წამოვიდა რომ გრძნობდა, იქ არ იყო სადაც უნდა ყოფილიყო და წინ მიდიოდა მხოლოდ იმ გრძნობით, რომ წინ უნდა ევლო მანამ სანამ არ იგრძნიბდა რომ იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. რატომღაც ელოდა მომენტს, როცა გაჩერდებოდა. არ დაღლილა, უბრალოდ მობეზრდა, უფრო რაღაცას მიხვდა, რას ზუსტად არ იცოდა, არ რა მნიშვნელობა აქვს, სულ ხო მარ ივლიდა... თავს სულაც არ გრძნობდ აჯანმრთელად, ხომ იცით როგორც არის, იმდენად კარგად ხარ რამდენადაც თAვს გრძნობ. ის კი თავს კარგად სულაც არ გრძნობა, უნდოდა უბრალოდ გაჩერებულიყო და ეკითხა საკუთAრი თAვისთვის – როგორ ხარ მეგობარო? – აქ კი მიხვდა რომ... რომ მარტოობა დაჰყვებოდა მას ყველგან, დ აის სიტყვა – მეგობარო, დიდი ხანია არავისთვის უთქვამს და არც-ვისგან გაუგონია.... მოუნდა და გაჩერდა...
“და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა”
ისევ თოვს და შემობრუნება მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ხომ ყოფილა მომენტი, რომ თქმა გინდა, სათქმელიც მზად გაქვს, მაგრამ ვერაფერს ამბობ, შეშდები. ისეთი გრძნობა ამქვს, რომ მეც გავშეშდი Dდა მეშინია, რომ მანდარინის ქერქივით შემომეფცქვნება ოთახი და გავქრები...
დღეს ვიღაც შემოვიდა, მივესალმე, სახელიც ვკითხე, არაფერი უპასუხნია, რაღაც ჩაიწერა და გავიდა. ისე იქცეოდა, თითქოს არაფერ მითქვამს, თითქოს მხედავდა და ვერ მამჩნევდა. ვუყვირე, სახეშიც გავარტყი, მაგრამ არაფერი, თითქოს ისიც გაშეშდა და თითქოს არც არაფერი მიქნია... აბა როგორ უნდა მოვქცეულიყავი, გაივლიდა, შემათვალიერებდა, გეგონება მუზეუმშI იყო, გავბრაზდი, მერე წავიდა... ისე მომიშალა ნერვები, ვინ იყო, ან რა უნდოდა.
მე ისევ თივას ვუყურებდი, ყვავილები რომ გამოცვალეს. ნაცნობი იყო ვიღაც, ვერ გავიხსენე ვინ. აი აქ რატომ ვარ, რომ გამახსენდება, მასაც გავიხსენებ... ყვავილები გამოცვალა. ნეტავ საიდან მოაქვს ამ შუა ზამთარში მზესუმზირები, ან რაღა მაინცდამაინც მზესუმზირები?! არასდროს მიყვარდა ვან გოგი, ესენი კიდევ იმას მახსენებენ... ხომ შეიძლებოდა ლილიები მოეტანა, ან გვირილები, ტიტეტი, მე რა ვიცი რამე სხვა, ან საერთოდ არ მოეტანა, ხომ უნდ აქონდეთ არა მზესუმზირებს მიზეზი?!
მერე დაჯდა, თავზე ხელი დამადო, ვერ გავაწევინე,რაღაცას ყვებოდა, არ მომისმენია, თვალებში ვუყურებდი... მახსოვს როგორ მოიხსნა სათვალე, როგორ გადმოუგორდა ცრემლები თვალებიდან და როგორ მოიწმინა, გაღიმებას ეცადა, თითქოს არც უტირია, ან რა ატირებდა? ან მერე რაღიმებოდა? მომესმინა მაინც... საოცრად თბილი კაცი იყო, თითქოს წასვლამდე მაკოცა, მინდოდა მეთქვა დარჩით მეთქი, მაგრამ შემეშინდა რომ ისევ იტირებდა და... იმედია კიდევ მოვა, შემდეგ ჯერზე აუცილებლად მოვუსმენ. როგორღაც ხომ უნდა გავიგო, რატომ ვწევარ ასე? ან რატომ ტიროდა? ან მერე ღიმილს რატომ მალავდა? ასე მგონია, სულ ბოლოს, ყველა კითხვას ერთი პასუხი აქვს...
ნუ მეჯინავები, მესაფლავევ
ის იყო მწერალი მიხვდა, რომ მწრალი ვეღარ არის, ოთახიდან გავიდა და კარი მაგრად გაიხურა. დერეფანში იდგა, დერეფნის ბოლოს, ფანჯრიდან თეთრი სინათლე სემოდიოდა. რაღაცნაირად აფხიზლებდა და ახსენებდა ეს სინათლე, -“შენ მწერალი აღარა ხარ!” გაეცინა თავიდან, მერე და მერე საფეთქლები აუთამაშდა. ის დრო იყო, სიბნელეში უნდა შესულიყო და გარიდებოდა ნათელს, მხოლოდ ეს თუ უშველიდა.
სიბნელეს მე ვეძახი თორემ, ალბათ ყველაზე მაგარი ოთახია, იმ ოთახებს შორის, რომლებიც მინდოდა რომ მქონოდა და მიოცნებია კიდეც. ოთახია, ფანჯარა არა აქვს – უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელი – მთლიანად მარმარიოს ფილაა. ეს ოთAხი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ოთახია, რაც ოდესმე წარმომიდგენია. ცხოველის ბეწვით გაწყობილი წითელი ხის ავეჯი, ოქროსჩარჩოიანი სარკე, ვერცხლის ჭურჭელი, საკოლექსიო ღვინო აქა- იქ დასალევად გამზადებული, ანტიკვარული საათები, მაგიდის სანათები, ბაFთიანი პერანგები, ბრჭყვიალა ქვებით სავეს ბროილს ბურთები, ვირაცის ხლმოწერიანი ბეისბოლის ჯოხი, გოლფის სათამაშო მთელი მოწყობილობა, მთელი კოლექცია მონეტები, ფულით გატენილი ოქრომკედით ნაქარგი მუთაქა, ვან გოგის მზესუმზირების მახალოსტატურად შესრულებული ასლების მთელი სერია, სპილოს ძვლით გაწყობილი ზიმსონ-ზაუერი (ტყვიების გარეშე, რაღა თქმა უნდა), ღორისთავიანი ყულაბა ორი მარგალიტით და კიდევ რამოდენიმე სხვა თვლით ფსკერზე... მოკედ, ყველაფერი ის, რაც უყვარდა ერთ დროს ჩვენს მწერალს, რაც ხიბლავდა, ფული, სიმდიდრე, სიგელ-გურჯები, მეგობარი კისკისა ქალები ( ფოტოები), მადლობის წერილები, ყველანაირი სასიამოვნო და ელიტარულო მოგონება რაც “ნაღებ საზოგადოებას” ხიბლავს, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და ”ელიტარული” იყო ამ ოთახში, ერთადერთი მიზნით...
როგირ უყვარდა ის მარმარილოს კედელი, ის რომ არა ღმერთო ჩემო, ხომ შეჭამდნენ მიწიერება და ადამიანები მას... ახლა კი ალბათ ბოლოჯერ შემოვიდა აქ. ხალხში ყოველთვის იყო ზრდილობიანი და თავდაჭერილი, აქამდე, როცა რამე აღიზიანებდა, ანერიულებდა, საფეთქლები რომ ხურვვებას დაუწყებდა, აი მაშინ, ადამიანებისთვის განკუთვნილ მთელს ბოღმას ამ ოთახში ამოანთხევდა... ახლა კი, ახლა უსუსურობის სიძულვილი ახრჩობდა, დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გააჩნდა, კი არ დაკარგა, ვერ მოუარა, აი ისე, უვარგისი ქმარი რომ კარგ ცოლს დააჭკნობს და დააჩუავებს, ისე დაემართა და ახლა უსუსურია, რადგან ვერაფერს შველის... ზუსტადაც ამის გამო გააკეთა ის, რასაც ამ ოთახში აკეთებდა ხოლმე. – თქვენ ხო მარ იცით, როგორ მინდა მქონდეს ასეთი ოთახი, დიდი მარმარილოს ყრუ კედლით შესასვლელი კარის პირდაპირ. სწორედაც ამ კედლეს შეანარცხა ჯერ ძვირფასთვლებიანი, ღორისთავიანი ყულაბა, შემდეგ არც სარკე დანანებია, პირიქით. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ყველა ეს ნივთი აქ ქონდა, სწორედაც მარმარილოს კედელი იყო. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ სიამოვნებდა ამის კეთება, სხეულშI უვლიდა სიამოვნება, ათრობდა, აცოცხლებდა, ანთავისუფლებდ გრძნობისგან და ხვდებოდა, როგორ უბრუნდებოდა ნელ-ნელა ადამიანობა მას. სიამოვნებდა, შეეძლო თვალები დაეხუჭა და წარმოედგინა თავი რაღაც თავისუფალი, სხეულის სახით მატერიებს შორის. არაფერი შეედრებოდა ასთი თავისუფლებით გამოწვეულ სიამოვნებას, ამიტომაც იყო, არც სამაგიდო ჩარჩოში ჩასმული “ნახები ხალხის” ფოტოები გამორჩენია, მაგიდის სანათმა გააცინა კიდეც, შუშამ რომ დამცხვრევისას ნაპერწკლებივით გაიელვა მაშინ. ვიღაც ხელმომწერი სულ ფეხებზე ეკიდა, ისე მარჯვედ ხმარობდა ბეისბოლის ჯოხს, Mტელი ეს ელიტა, თავისი გემოვნებითურთ სასაცილო იყო, ერთი კედელი პირდაპირ და მორჩა... არა და კედელი იყო, არც არაფერი უნდოდა, არც არაფერს ელოდა, უბრალოდ იდგა და მასთან იმსხვრეოდა ყველაფერი საუკეთესო, პირისპირ კი, კართან, გაოფლილი მწერალი, წამიერი შვებით და ავადმყოფური ღიილით, ბარძაყებზე მტევანდაყრდნობილი, ქლოშინით სუნთქავდა... ერთი ასეთი ოთახი რაღა გახდა ჩემთვის...
“რას მაქნევდით, რად გინდოდით, ერთმანეთსა რითა ვგვანდით”
ამ კაცმა ასე თუ გააგრძელა, ნერვოზს ამკიდებს! ხო მარ შეიძლება ყოველდღე შემოხვიდე, არ შემიმჩნიო, იმის მიუხედავად რომ ყველანაირად ვცდილობ თავი შეგახსენო, ყვირილისაგან ხმა ჩამიწყდა უკვე,. დადის, ჩაიწერს რაღაცას, გავა... აქამდე ფოსტალიონებს ვერ ვიტანდი, მარტო მაგათ კი არა, ყველანაირი რუტინული რაღაცების მკეთებლებს, ასოთამწყობებს, გამყიდვლებს, ბანკის თანამშრომლებს, ტაქსის მძღოლებს, ამინდის პროგნოსის წამყვანებს, ბუჰღალტრებს, ყველას რა ჩამოთვლის... ვერ ვიტანდი მათი პროფესიების გამო, როგორ იუფერულებენ ცხოვრებას, სულ ერთი და იგივე, პენისაზე გასვლამდე... მილლიონ ღცბჩძ ფურცელზე ხელმოწერა, სრფქზ-ჯერ საჭის დატრიალება, ორ მაგდენ მისამართზე რაღაცის მიტანა... კარგით რა! არა კი არ გკიცხავთ, ძალიანაც დიდ პატივს გცემთ, Bბოლო ბოლო, ვირაცამ ხომ უნდა აკეთოს ის რაც მე არ მომწონს. ასე გეტყვით, საზოგადოებას სჭირდება ადამიანები, რომლებიც არავის არ უყვარს, მაგალითად ციხის უფროსი, მაგრამ ასეთია დამიანების გარეშე ის ვერ იარსებებს, რადგან სწორედაც ისინი აკეთებენ ყველასაგან საძულველ საქმეს...
ამ ვიღაცას კი, ყოველ დღე რომ შემოდის და არ მიმჩნევს, სხვებივით თAვისი უწყინარობის დ არუტინულობის გამო კი ვერ ვგუობ, უბრალოდ რომ შემოდის, ასე მგონია ვწრიალებ, გაქცევა მინდა და ვერსად კი მივდივარ. არ მომასვენებს ალბათ ასე შემოსვლა-ჩაწერა-გასვლით სანამ არ მოვკვდები.
ის სათვალიანი მტირალა კაცი ისევ მოვიდა. მახსოვს როგორ შემოვიდა, ყვავილები გამოცვალა. როგორი თბილი საზე ჰქონდა... დაჯდა, გავუღიმე, ისევ მზესუმზირები კი მოიტანა, მაგრამ ყვავილები ხო მარ არის მთავარი, მთავარია როგორ მოვიდა, როგორ მოიტანა... ყველა საჩუქარს ხომ აქვს თავისი ისტორია, რაც ვფიქრობ თავად საჩუქარზე ბევრად მნიშვნელოვანია. გავუღიმე, მინდოდა ხელი მომეკიდა, მაგრამ დამასწრო, თვალებში მიყურებდა, მოყვება მეთქი რამეს, მოსასმენად მოვემზადე, ხმა არ ამოუღია... ისეთი თბილი ხელი ჰქონდა, ლოყაზე დამადო, შუბლზე გადამისვა, მერე ხელისგული ამოაბრუნა და გარე მხრით თვალებზე მომეფერა. ხელი რომ გასწია, ვნახე ისევ ტიროდა, ისევ სათვალის ქვეშიდან, ოღონდ ახლა ცრემლები აღარ მოუწმენდია... არ ვიცი რატომ, მაგრამ მეც ამეტირა, ასე განსაჯეტ და ზედმეტად გულჩვილი არასოდეს ვყოფილვარ, უბრალოდ იმ მომენტში სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ვერაფერი ვკითხე, შემეცოდა... ნეტავ შემეძლოს რამით დავეხმარო. იქნებ შემიძლია კიდეც. არ ვიცი, გავიგებ იმეიდა. რაღაცებს ვხვდები უკვე, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს.
“შენი ოთახი დილეგია და საპყრობილე”
ამიტომაც არის ახლა ამ ოთახში. აქ გადაწყვიტა გაჩერება. უფრო მყუდრო ადგილს ვერ იპოვნიდა. აქ არსებობს მხოლოდ ის დ აოთახი, კიდევ სამყარო, სადაც ის არ უნდა ამოსულიყო, სარკმელს იქით და კარს ქვემოთ რღიჭოდან შემომავალი ხმაური, რომელიც ახსენებს, რომ სამყარო მხოლოდ ის არ არის რასაც ხედავს.
ცოტა ეღიმება, თითქოს უემოციოდ. მოგზაურობამდე პირველი ნაბიჯის გადადგიმისას ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ, ასსეტ ადგილას გაჩერდებოდა. იმიტომ არ გაჩერებულა, რომ აქ უნდ აგაჩერებულიყო, არა. ხომ იცოდა, რომ იქ არ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, იმასაც მიხვდა, რომ იქ არ მიდიოდა სადაც უნდა წასულიყო, უფრო სწორედ ას ევერ წავიდოდა და ამიტომაც გაჩერდა.
ახლა ზუსტად ისეთი იყო, როგორც ერთ დროს დაახასიათეს: ჭრელი, მაწანწალასავით გაბურძგნული, ღრმა და საინტერესო, ისევე როგორც ყველაფერი, რასაც კონკრეტული განსაზღვრება არა აქვს. ვინ იყო, რა და რატომ..? – ასეთი კითხვები ყველას შეიძლება გქონდეთ, მისთვის კი აზრი აღარ ქონდა.
მისი ოთახი სიეთი იყო, სოფლიდან ქალაქს ჩასული ხელმომჭირნე სტუდენტები რომ ქირაობენ: მინიმალური კომფორტი, მინიმალური დანახარჯებით და მინიმალური ემოციით. ( აღწერები თქვენი ფანტაზიისათვის მომინდვია, ჩემთან ერთად წარმოიდგინეთ, დაამატეთ, მოაკელით, ვაღიარებ, მე ზედმეტად ზარმაცი ვარ რომ ყველაფერი გითხრატ, თან ასე უფრო საინტერესოა. როგორ მსიამოვნებს ეგოისტობა, თქვენ ხო მარ იცით, აქ მაინც, სულ ცოტათი...)
არასოდეს ეგონა, მოგზაურობა აქამდე თუ მოიყვანდა. უხარია რაღაც, თითქოს ხვდება, რომ ერთადერთი გზა იპოვნა, მე კი მგონია მთლად ნორმალური არ უნდა იყოს. დიდი ხანია გრავიტაცია დასძლია, ასე უფრო მარტივია, არა ოჯახი, არა მშობლები, არა მეგობრები, საცოლეც კი არა, არაფერი იმდენად მნიშვნელოვანი რაც ხელს ააღებინებდა საბოლოო გამგზავრებაზე. არა და სამწუხაროა, რომ ეცადა, ყფრო სწორედ ბევრს კი ეცადა, მარამ არაფერი გამოუვიდა. რომ გამოსვლოდა და არ სესძლებოდა სხვებისგან დანახვა, ხომ ეყოლებოდა მეგობრები, ხომ იხალისებდა მათთან ერთად, ისიც რომ სხვებისნაირი ყოფილიყო. ყველა ლამაზი გოგოს სახე დაბერებულად და დანაოჭებულად რომ არ გადაქცეოდა როგორც კი წარმოიდგენდა თავს მათ გვერდით, იქნებ საცოლეც ჰყოლოდა, სახლი და მშობლები, რომ არც წამოსულიყო... იქნებ! მრავლისმეტყველი სიტყვაა იქნებ. აქვს ემოცია – სინანული, აწონ-დაწონვა, განსჯა, მოვლენების ალტერნატიული განვითარება, წარსული რომელიც არ გვაწყობს, ყველაფერი აქვს, მთელი ცხოვრებაა ერთი იქნებ! მას კი ის ყველაფერი რომ ჰქონოდა, რაც არ ჰქონდა, რომ ეგრძნო რომ არის იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, მისი მთელი ცხოვრება რომ არ ყოფილიყო სადღაც წასვლის გრძნობა, იქნებ მის ცხოვრებასაც ჰქონოდა აზრი და სულაც არ დაეწერა ის რაც დაწერა:
- მოიცათ ჯერ არა!
“ რაღაცის დაწყება ასე არასდროს გამჭირვებია... მრავალ უცნაურობათაგან, რასაც ჩემში ეძინა და ხშირად მათი გამოვლინება თავადაც მაოცებდა, ყველაზე მეტად ჩემს სოციალურ ნორმებთან შეუსაბამობას გამოვყოფდი. შეუსაბამობაზე უფრო ამას ალბათ უცნაური არაადეკვატურობა ჰქვია. ასეთი არაადეკვატურობისას თავს ჩემს კანში ვგრძნობდი. ვიღAცები ამბობდნენ, გამორჩეულად ყოფნა უნდა, თავკერძობსო, არადა მეს უბრალოდ უნდოდა ყოფილიყო მე! ბავშვობიდან მიყვარდა საპირფარეშოში წიგნების კითხვა და წერაც კი. დღესაც ვთვლი, რომ ყველაზე მყუდრო ადგილია საფიქრად, მოდას აყოლილები იტყოდნენ- განსაკუთრებული აურა აქვსო. არასდროს ვიცოდი ზუსტად რა მინდოდა და ამიტომაც უკუღმა ვაკეთებდი – გამორიცხვის მეთოდით. რომ მეპოვა რომელი პიჯაკი მიხდებოდა, გვერდზე ვდებდი უველა დანარჩენს რომელიც არ მიხდებოდა, მარტივია ხო? და ასე გადავაწყვე ყველაფერი, რაც მოვირგე, არაფერს მოვუხდი და არაფერი მომიხდა, ყოველ შემთხვევაში, მეს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. ყოველთვის მრჩებოდა გაორებული გრძნობა, რომ ნაკლებად ვაფასებ იმათ ვინცმეტად ზრუნავს ჩემზე და ეს მაწუხებს. იმ ადამიანბთან კი, ვისთანაც მეს ზედმეტი კითხვები არ შეაწუხებდა არასდროს არაფერი გამომდიოდა. ახლა ვფიქრობ, რომ ყოველთვის, კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადგილალ, ჩემზე მეტი არასწორი გადაწყვეტილება არავის მიუღია. სპეციალურად კი არა, ასე გამომდის ხოლმე. ასეა როცა, თავი განსაკუთრებული გგონიად და იდეალურიბისაკენ მიისწრაფვი. ბლოკნოტში 5 ფერის ფურცლებია და მოწითალო სექცია მთლიანად ამისთვის გამოვყავი, ეგრე გამოვიდა, მარცხნივ პოლიტიკის კონსპექტია, მარჯვნივ ეკონომიკის.
მიუხედავად იმისა, რმ არასოდეს მყოლია საბრძოლო მამალი, და ავადმყოფი ცოლი ჩახუტებითAც არასოდეს გამითბია, თავს ზოგჯერ რიგითის რანგშიც მარტოსულად ვგრძნობ. ზოგჯერ მგონია, მსოფლიო ისე შეიცვალა, არასოდეს მიმიღებს. ვფიქრობ ხოლმე, რა მანიჭებს სიამოვნებას დ აპასუხებს ვერ ვპოულობ, არც ნაყინი, არც შოპენის ვალსები, ცხელი შოკოლადიც კი არა ცივ ზამთარში. ერთი პერიოდი , დაღლილზე რბილ სავარძელში ჩაჯდომა იყო შვება. რაღაც ძალიან ახლო, მაგრამ არა სიამოვნება. ნეკნები რომ გტკივა და ტერფები რომ გიფეთქავს სიარულისგან, შვება კარგია... ყველაზე თბილად, ყოველთვის ჩახუტება მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ. ოღონდ იშვიათად, ვინმეს ჩემთან ჩახუტება, უბრალოდ ჩახუტება და ზურგსუკან ხელების მაგრად მოჭერა ნდომოდეს დ აუფრო იშვიათად აამას გავეთბე. რომ შემეძლოს, რომ შეიძლებოდეს, ყველას მაგრად ჩAვიხუტებდი, მაგრამ ასე მგონია ხალხს უფრო მეტად შევაშინებ ვიდრე გავათბობ. გავიჭედე. ადამოიანებს ხო რაღაცები გვავიწყდება ხოლმე, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, ან ორივე ერთად. შროდინგერის კატასავითაა , ინდივიდუალურია, შემთხვევას გააჩნია.
ყოველთვის მიყვარდა აღტაცებულია დამიანების თვალებში, კონკრეტული ადგილი რომ არ აქვს, მაგრამ მაინც რომ ხედავ თუუ გრძნიბ, ნაპერწკლები. სიხარული თუ არსებიბს, ალბათ ეს ნაპერწკლებია. ამიტომაც ძალიან მიყვარს საჩუქრების ჩუქება, ნაპერწკლები მიყვარს და იმიტომ. თავად დიდი ხანია ასეთი საჩუქარი არ მიმიღია. ღამდენიმე პოეტს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც იმდენად კარგები არიან ხოლმე, რომ ამანაპერწკლებენ ხოლმე. თუ რამე ოდნავ მაინც გადამავიწყებს ხოლმე სამყაროს რომელიც ვერ მგუობს, ეს საპირფარეშოში ჯდომა და ერთი-ორი სპარსი პოეტია ჩემს ხელითურთ. მალე ალბათ აღარც ეს მიშველის, რაგან საფლავება წერა არ იციან და მესამე-მეოთხე ჯერზე ნაწერით განცვიფრდე ძნელია. ბილბიის კითხვა უნდა დავიწყო, იქ ალბათ ხუთი ცდა მაინც დამჭირდება რომ რამე გავიგო და მუყაითად მეტი, რომ განვცვიფრდე.
დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ან რა უნდ ადამეწერა, როცა მამალიც კი არ მყავს, არც მომაკვდავი ცოლი, რომლის ჩახუტებაც ცოტათი მაინც გამათბობს და წერილსაც კი არავისგან ველოდები... უფერულია ყველაფერი, ძალიან დრომოჭმული გაზეთისფერია, ოღონდ იმ სუნის და რომანტიკის გარეშე ასთ გაზეთებს რომ ახლავს. ცარიელი ვარ რაღაცის არ ქონასავით და სიცარიელე როგორ დავწერო? სუფთა ფურცლების გროვას ბოლოში ხელს ხო მარ მოვაწერ? და რომც დამწერეა აზრი? ჭიამ რამდენიც გინდა იხაროს, მაინც ჭია იქნება, ჩემს ნაწერებს კიდე სამი კაცი კითხულობდეს ინტერესტ და ორიც ზრდილობისათვის! ნაწყენი ვარ, ვერასოდეს დავიჯერებ, რომ სახლში გამოკეტილი მწერლები, რომლებიც სარეცელს იყოფენ მარტოობასთან, რამით ნაკლებნი არიან მასების კერპებთან, უბრალოდ მათი კერპობა გულს მირევს და საფიქრალი იმედნი მაქვს, მათსავით ძღომისთვის არც დრო მრჩება, არც სურვილი და არც ენერგია. არ გჯერათ ხომ ჩემი? – ერლომ ახვლედიანი. აწი გინდა დააფასეთ და გინდა არა, მაინც მხოლოდ საკუთარ თავს მოსწმენთ ტალახს. ფრანგებმა სინდისი გაიწმინდეს, თორემ ჟანა-დ-არკისთვის სულ ერთია გმირს დაუძახებენ თუ მორალატეს, დაწვეს და იმიტომ!
სადღაც წავიკითხე, მერე სულ მინდოდა მეპოვნა და თავიდან ბოლომდე გავცნობოდი, მაგრამ არ გამომივიდა, მარტო ეს დამეხსომა “ ... და რაც ბორბალი გამოიგონეს, ასე მგონია, კაცობრიობა არასწორად ვითარდება დედამიწაზე”... თუ საზოგადოებასთან შეუგუებლობის სინდრომი არსებობს, ის ამის დამწერს უეჭველად ექნებოდა.
ყოველთვის მაინტერესებდა, რა არის მერე, მაგრამ მეშინია, რომ როცა დრო მოვა ვერ გავიგებ, როგორ გითხრა, რომ ვთქვა მეშინია იმედია არ გამიცრუვდეს მეთქი – ტყუილი იქნება, რა უნდა გამიცრუვდეს, როცა არანაირი წარმოდგენა და წინასწარი მოლოდინი არ მაქვს, როგორი შეიძლება იყოს მერე. კიდევ რაღაცის დაწერა მინდოდა აქ, ორი ხაზით ზევით რმ ვიყავი მაშინ მომაფიქრდა და ახლა გადამიცდა აზრიდან... უკან უნდა დავბრუნდე...
ხო თუ ჰო, არ ვიცი და არც მაინტერესებს, ენათმეცნიერებმა იდარდონ. რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, ყრუ და დამძიმებული, აი ჯაჭვებზე გადებულმა ძელმა რომ შეიძლება გამოიწვიუოს რაღაცასთან დაჯახებისას. მგონია, რომ ასეთი ძელი დამეჯახა და მკერდში იმდენად ყრუდ დამარტყა, რომ ტალღები ახლაც მივლის და მამძიმებს. შებოჭილი ვარ, აი მე რომ თავს კანში ა გრძნობს ისე. ფროიდს რომ წაეკითხა რას იტყოდ ნეტავ ამაზე? არა კი ვიცი, მაგრამ იქნებ სხვა რამე ეთქვა ა?!
რა იქნებოდა ის ცოდვები არ ამეკიდებინა, რომლებიც ასე მამძიმებს? ალბათ უფრო თავისუფლად ვისუნთქავდი. ურმის ამბავი ხომ იცი, მერე გზის დანახვის მუღამს ვერასდროს ვხვდებოდი, თავში ხელების წაშენას თუ არ ჩავთვლით! მაგი კიდე იცოცხელ წამალია, კარგა ხანი ვერ ჩაანაცვლებენ.
რაც არ უნდ აიყოს, ბოლოს მაინც მატლების საკვეი უნდა გავხდე, ახლა რომ ხელია და წერს, იმითაც გამოპიკვებებიან, მერე სხვადასხვა ადგილებიდან გამოძვრებიან, რაც დარჩება იმასაც შეჭამენ და სადღაც წავლენ. თითქოს მატლების ერთი დიდი ინკუბატორი ვარ და როცა მერე დადგება ის მატლებიც მაშინ გაოვლენ, გაიზრდებიან, ძვლებზე გაცოცდებიან და წავლენ.
ნუ შეგეძაგა ეგ აბზაცი, რაოდენ ცუდი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, შეიძლება არც მე მსიამოვნებდეს ახლა, მერე ვერ ვიგრძნობ ალბათ და რეალისტი ვიყავი ყოველთვის და ამაინც ეგრე იქნება მგონია. მეს კიდევ რა მოუვა, მერე ვნახავ, ან ვიგრძნობ, ან როგორც არის, თუ როგორც იქნება...
ფილმში ვნახე, სანთლის ნაღვენთები ეკლესიაში, მისი პატრონის ცოდვების გამო ტირილიაო... ნეტავ მე შემეძლოს სანთლებივით გულიანად ვიტირო. ბებია მაპატოა რაც ვთქვი იმ დღეს. ერთი ტირილი ეს იქნებოდა, მეორე ჩემი ძმისთვის ჩამწარებული ბავშვობის გამო და მესამე ყველაფერი დანარჩენი იმისთვის რაც მახსენდება, თუ არ მახსენდება.
ორი ან სამი აბზაცის წინ უნდა დამეწერა და აქ ვიტყვი: არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ძლიერი რომ მეთქვა, როგორი გულის ამრევია ცემთვუს ჩემს ადგილზე ყოფნა, სწორედ ამ უთქმელობის და გაუბედავობის ბრალია ალბათ, რომ რამოდენიმე სიამოვნებით ჩაიცვამდა ჩემს ფეხსაცმელს და ჩემს ქურთუკსაც მოიხურავდა, როგორ გაგიცრუვდებდათ იმდები...
გაწყალსაცავებული, გაარხებული, დამორჩილებული მდინარესავითაა, ქოთანშI ამოსულიდ ა ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ყვავილივითაა ქალაქი რომელშიც ვცხოვრობ. აი ასე, მოვლილი გაზონები, რომლებზეც სიარული არ შეიძლება, მკაცრად განსაზღვრული პარკირებისწ ესები და მწვანე კაცუნას გამოშუქების ლოდინი ცარიელ გზაზე გადასვლისას. სწორია ეს ყველაფერი, მაგრამ მოსაბეზრებელი. მე არ მინდა მომაბეზრებლად ცხოვრება, ასე ვცხოვრობ და იმიტომ.
სიახლეებიც კი არ მახალისებს, მკერდში მოხვედრილი ხის ძელი სიე მაცარიელებს, რომ სიახლეებსაც დიგმებად ვიღებ... საკმარისი ვიცი იმისთვის, რომ მივიღო სიამოვნება ყოველი წამისაგან, რომელსაც ვცხოვრობ, მაგრამა სე არ ვაკეთებ, არ შემიძლია და იმიტომ, არ მინდა თავი მოვიტყუო.
სისულელეა ეს ყველაფერი – რაღაცნაირად ეგოისტურად, თეატრის სცენიდან ნასროლი რეპლიკასავით ჩამესმის. ვაი თუ არის დ აკიდევ უარესი თუ არ არის, მაინც რაღაცნაირი მაცივარი ვარ ჭიებისთვის დ აიმიტომ.
ნუ ეცდები დამიმტკიცო რომ პესიმისტურ ტალღაზე ვარ და ნუ მეტყვი – “კარგი რა?! “, “ხომ იცი...” “ვიცი, ვიცი, ყველაფერი ვიცი, ყვავილრბის ეშხიც მომიპარავს, ყვავილების სურნელებაც ვიცი...” თუმცა, ამას ბევრი ვერ გაიგებს, სჯობს ისევ ვინც მღეროდა იმან იმღეროს. მე კი ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ცუდად ვმღეროდი. არა და როგორი ეშხით ვიმღერებდი. ამას ისიც დაუმატე, რომ საკუთარი ბედოვლათობის გამ ოარ ვიცი გიტარაზე დაკვრა და იმდენად ჯიუტივარ რომ პიანინოს მესამე კლასში დავანებე თავი. “რა სულელი ვიYავი მაშინ”.
წერა შემეძლო ხოლმე ხანდახან დ აისიც დამვიწყებია. ძველ ნაწერებს რომ გადავხედავ ხოლმე, ვხვდები რომ ის სამი კაციც არ ნდა კითხულობდეს მათ. მჯერა დროისა დ ამდგომარეობის ერთობლიობის, ამიტომ არ მიყვარს ბოლოს გადაკითხვა, გადახედვა, გადასწორება. უბრალოდ იმ წამს რაც იყო იმას სხვა დროს ცვლი, არ გამოდის ეგრე, ყალბია ეგ ჩემთვის და რა ვქნა. ამიტომააცაა, რომ სანაგვე ურნ ავერ დავიძმაკაცე. ექვს-შვიდ პირზე რომ გადამეწერა დ ამესწორებინა, იქნებ გამოსულიყო რამე და ვინმეს წაეკითხა კიდეც, მაგრამ მომკალი დ ამეს რა პასუხი გავცე? ლეთა ხომ არაა ნაგვის ურნა, თავისი გავატანო და მე ჩემს გზაზე ვიარო.
იმ მრავალ უცნაურობათაგან რაც მახასიათებს, ბევრისთვის იდიოტური, უმნიშვნელო დ აუინტერესო, ჩემთვის კი სწორედაც მოულოდნელი და ცოტა არ იყოს, უცნაური კითხვების დასმის უნარია. რა უნდა ქნა, ჩნდება თავში კითხვა და გაწუხებს! ამბობენ, რაც არ უნდა თქვა დ აიფიქრო, ვიღცას შენამდე ნათქვამი ექნებაო, ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ ადამიანის არსებობის ხანგრძლივობას დედამიწაზე, მაგრამ მე მაინც მკიდია სხვები რას ამბობენ, მაინც ეგოისტურად მგონია რომ ასეთი კითხვა არავის გასჩენია. რა ამინდია სამოთხეში? ან საერთოდ არსებობს ამინდი სამოთხეში? თუ კი, ბევრი იტყვის სულ მზეაო, რადგან მზე – სიკეთის, სიყვარულის, სითბოს, თავად ღმერთის სიმბოლოა. მიყვარს მზე მე, განსაკუთრებიტ გვიან შემოდგონმის სუსხიან დილას, ხეებს შორის გამოსული სხივებიტ სასიამოვნო რომ გითბობს ბეჭებს, თითქოს გეფერბა. მაგრამ მაინც, ზოგჯერ თოვლიც მინდა და წვიმაც. ისე ვწერ, იმედი კი მაქვს , მაგრამ რეალისტი ვარ და მაინც მგონია ვერასოდეს გავიგებ, სადაც არ იმსახურებ იქ არავინ მიგიღებს და იმიტომ.
რამდენი ნიღაბიც მკეთებია, თითოეული იმდენად მიმეკრო სახეზე, რომ მოხსნისას ჩემი ნაწილები აჰყვა, ისე რომ ვგრძნობდი საკუთარი დაფლეთილი კანის ადგილას დარჩენის სიცარიელეს. ბოლოს ისე გავიხლართე, რომ ნიღბების გარეშე არ შემიძლია. იყო დრო, ეს მსიამოვნებდა და მართობდ აკიდეც. გულს მირევს ახლა, საკუთარი თავის გვერდიდან შეხედვა და ყველას ეს რეაქცია ექნებოდა, ის რომ იცოდნენ რაც მე ვიცი. მე ხო ნაწილობრივ მაინც ვიცი, ვინ აის მე ნიღაბს უკან. არა, გული იმიტომ კი არ მერევა, რომ ის ცუდია და ამაზრზენი, უბრალოდ ფაქტი, საკუთარი თავის დანაწევრება სხვადასხვა ნიღბად - თითქოს გრდემლზე დაარტყეს ურო, ისეთი ხმა აქვს, როცა არ შეგიძლია საკუთარი მე გააერთიანო. ფროიდს: პიროვნების გაორება არ მაქვს! ადამინებს – ნიღბებით არც ვთამაშობ და არც მსიამოვნებს, უბრალოდ საკუთარი თავის ერთად ჩვენება არ შემიძლია.
ისევ სიცარიელე. ხელი გამფუჭებია. ერთი კარგი წიგნის წაკითხვა რა იქნებოდა. ანდაცდა ცოტა ხანი ტყეში გასეირნება... რას უნდა ნიშნავდეს, ადამიანს რომ ბუნება ენატრება? ბუნება კი რა, საკუთარი თავი ბუნებაში?
რატომ არ ეკითხებიან ადამიანები ერთმანეთს, თუ რა კითხვები აწუხებთ, ან რაა მათი მენტალური მდგომაეობა, ან რა ფიქრები არ აძლევენ მოსვენებას? დავიჯერო : რას შვები – ვჭამ, უფრო საინტერესო კითხვა-პასუხია?! მეშინია, ვინმეს რომ ვკითხო მსგავსი რამ, შეიძლება აღAრც დამელაპარაკოს. არა და ხომ აწუხებთ ადამიანებს კითხვები, და ხომ ფიქრბენ რაღაცებზე მუდმივად, აი რომ შეიძLება რაღაცამ მოსვენება დაგიკარგოს და არ დაგაძინოს?! ლეგენდა იყო ერთი, თუ თქმულება, რა მნიშვნელობა აქვს, ქალი დ აკაცი ერთი სხეული იყოო ადრე, მერე ღმერთმა გააცალკევაო, სული კი ცალკე სატარებლად მძიმეა და ქალიც და კაციც მას მერე ერთმანეთს ეძებენო. კითხვები რომ ეძებენ პასუხებს?! და ფიქრები – არ არის მძიმე ერთი ადამიანისთვის... არა, განა რამ ეარ მაძინებს, განა დავიღალე, უბრალოდ მე ხომ უცნაური გადახვევები მაქვს საზოგადოებრივი ნორმებისგან და დოგმებისგან, რის გამოც ვერ მგუობს ის...
რატომღაც მგონია, რომ ერთადერთი გზა, ვიყო მაქსიმალურადა ახლოს იმასთან, რაც მინდა, მაშინ როცა ვიცი, რომ მას ვერასდროს მივაღწევ, არის ის გზა, რომელზეც ახლა ვდგავარ, ალბათ ამიტომაც დავუშვი ამდენი შეცდომა და ეს არჩევანიც თი შეცდომაა, ჯაჭვებზე გადებული ძელი კიდევ უფრო ყრუდ დაიგუგუნებს და კიდევ უფრო გაღრმავდება სიცარიელე, რაოდენ აბსტრაქტულადაც არ უნდა ღღერდეს... ერთი ე სარის, რომ ჩემი შეცდომები არ არის რუტინული და ყოველთვის სხვადასხვა ნიღაბს ურტყამს. მე კი მეშინია, რომ ნელ-ნელა ისინი ვერარ გაუძლებენ და ბოლოს დარჩენილი ერთი, ყველაზე გამძლე და ყველაზე მედგარი, იქნება სწორედაც ყველაზე საზარელი, დაუნდობელი და უგულო. შექძრწუნებს დ აპირს ააქცევინებს ის ყველა მნახველას დ ამერე ნახეთ მისი პატრონის მარტოობა და სიცარიელე, რომელიც ისე შეიწოვს და მოუღებს ბოლოს, რომ მისი მესთვის არაფერი დარჩება გარდა მოგონებებისა, რომელთა გახსენებაც არასდროს იქნება სასიამოვნო, რადგან გაუკაწრავს და შეუკუმშავს გულს.
ვერ მიხვდი ალბათ და არც არის საჭირო, რადგან არ მყოფნის გამბედაობა და ისე მეშინია ტკივილის, რომ მირჩევნია ისევ ამ გზაზე ვიდგე და ვიყო იქ სადაც ვარ, ვიდრე ჩემი ცხორების ერთი ფურცელი ნაგვის ურნას დავუმეგობრო და ახალი გზა ვცადო...”
“ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა”
ახალი გზა რომ გააკეთეს, ხიდი რომ გადეს ხომ იცით? არა? მაშინ ძველ გზაზე იყოს ეს ხიდი, რა აზრი აქვს?! – არანაირი! აზრი მხოლოდ იმას აქვს, რასაც თავად ვანიჭებთ, ჰოდა, როგორც გენებოთ. დიდი ხევია, ტყეა პრივე მხარეს, ქვევით შეიძლება მდინარეც გაედინება, არ ვიცი, თვალის სიძლიერემ მიმტყუნა როცა ჩავიხედე მე. დედაქალაქიდან სამხრეთითაა, მიუვალი გზებია დ ახიდიც არ არის იქ, სალოცავი დგას ძველი, რომელი რჯულიც გინდა იმას ილოცებ. მე რომ ვიყავი იქ, უცნაური აზრი დამებადა, ოდესმე თავის მოკვლა თუ გადავწყვიტე, ამ ხევში უნდა გადავხტე მეთქი, იმდენად მომაჯადოებელი იყო! არაფერს ვაპირებ მსგავსს, მე არა...
ჰოდა ამ ხევის თავზე ხიდი ხომ გავდეთ მე და თქვენ. მწერალი მინდა რომ იდგეს ამ ხიდზე. იცით რა არის ჭეშმარიტი თAვისუფლება? – გქონდეს არჩევანი, მოკვდე სადაც დ აროგორც გინდა ისე! უცნაურია ხომ? არა და არა მგონია ვინმეს ქონდეს ეგ არჩევანი, ვიღაცას არა აქვს უფლება განუხორციელებელი იდეები მიატოვოს, ოჯახი, სახლი, სამსახური, ეს, ის რაღაც გამოჩნდება. შექსპირი ამბობდა “ არ მინდა ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩესო”... ჰოდა მოდი ამას, შექსპირის სატრფოს სინდრომი ერქვას. სწორედაც ეს სინდრომი გავრთმევს თავისუფლებას.
მწერალი კი თAვისუფალი ადამიანი იყო, ქონდა დ ავერ მოუარა საკუთარი ცხოვრების აზრს, გლახა ქმარივით ამიტომაც იყო, რომ გადახტა იმ ხიდიდან. არავისთვის უთხოვნია დახმარება და არც მისი თვითმკვლელობა იყო უკანასკნელი ამოძახილი შველის თხოვნისა. ის ურალოდ თავისუფალი ადამიანი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, მაშIნ მომკვდარიყო, როდესაც აზრი დაეკარგა მის ცხოვრებას დ აეს ძალიან ლამაზად გააკეთა. გახედა ორივე მთას შორის სამკუთხედად ჩამავალ ზეცას, აჭრელებული ტყეებიდან მომავალ ხმებს მოუსმინა. – სტოოპ! ერთი წუთით შეჩერდით, დროდადრო დახუჭეთ თვალები, აცადეთ გონებას წარმოიდგინოს ყველაფერი. უკანასკნელად შეისუნთქა ცივი სიო, ხელი შეახო ჰაერს, როგორც საყვარელ ქალს რომელიც არასდროს გახდებოდა მისი, თვალები დახუჭა და ხელით კი არა, თითების წვერებით ოდნავ მიეფერა, მიელამუნა, თითქოს ფრთხილად დაუსვა სახეზე, თითქოს მისი ნაკვთები თითის წვერებით დაიმახსოვრა, თითქოს ნიკაპთან ხელის გული ამოაბრუნა, ოდნავ მაღლა ააწევინა თავი, შემდეგ კი ხელი შუშვა და მკლავებგაშლილი გადახტა. წვიმდა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჟინჟლავდა ოდნავ, მსუბუქად, საამურად, მაცოცხლებლად. არასდროს არავისთვის ყოფილა სიკვდილი ასეთი ტკბილი და საამური. როგორ ლამაზად გადახტა, ხმაც კი არ ამოუღია, უბრალოდ დაიმახსვა ყველაფერი მშვენიერი, რასაც გრძნობდა და ხედავდა, ესმოდა, წვიმა, ქარი, სულ ყველაფერი, მერე დახუჭა თვალები და გადახტა...
“ ჩემი ოთახი ბოლო სართულზე, სახურავი კი გამჭვირვალე რომ იყოს, ღამეობით ალბათ გამიშტერდებოდა თვალი სადღაც შორს, ვარსკვლავებს შორის გაბნეულ მტვრიან გზაზე...ვიღAცას ხომ ექნებოდ აჩემნაირი ოთახი, ვიღAც ხომ დაწვებოდა გულაღმა და ფიქრეით შეწუხებული გახედავდა მტვრიან გზას, ხელს თავქვეშ ამოიდებდა და მდუმარებას შეუერთებდა ღამეს. ეს უკვე აღარ ვიქნებოდით მარტო. ეს მტვრიანი გზა ხომ მეს და მას რაღაცით მიგვიყვანდა ერთმანეთამდე და რა თქმა უნდა, სადღაც ვარსკვლავებს შორის მოხეტიალე ეგზუპერის პრინციც დაგვიმეგობრდებოდა. მე არც გავუბერე და არც გამირეკავს, უ ბრალოდ მინდა ვცხოვრობდე ბოლო სართულზე, გამჭვირვალედ გადახურულ სახლში, მაგრამ სანამ ას ეარ არის, არც ვიღაც უცნობი მეგობარი მყავს დედამიწის მეორე ბოლოში და პრინციც თავის პლანეტაზე გველს ხატავს შიგნიდან. არც მელანქოლია და რომანტიკა, შემომხედე ფროიდ!
ღამე რომ არ არსებობდეს, ალბათ ვერასოდეს ვერაფერს მოგწერდი. დღის შუქზე ვერ ვწერ, არ გამომდის, თან მესირცხვილება, ასე მგონია ვიღაც მიყურებს და მოსვენებას მიკარგავს, იმიტომ რომ ჩემამდე იცის რას დავწერ, მე კი არასდროს ვიცი მერე რა იქნება. ცნობისმოყვარე ვარ ძალიან და მაგიტომაც ვაგრძელებ ხოლმე წერას. თან ღAმე იმიტომ ვწერ, რომ ღამე რომ არ არსებობდეს ვერ დავწერდი - პირდაპირი მნიშვნელობით. რმით, ხდება ხოლმე, რომ ვერ ვიძინებ, სანამ არ დავწერ ვერ ვიძინებ. თვალები მეწვის და მეხუჭება, ვწევარ თვალდახუჭული ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე, მაგრამ ვერ ვიძინებ. ჩემი რა ბრალია, ადამიანი რომ ვარ და ძილი მჭირდება.
ახლაც დილის ექვსი საათია და არაფერით გამომდის ძილი. პირდაპირ ვუყურებ სკამს, რომლის საფარი ლაქიც ადგილ-ადგილ გაცრეცილია. საზურგეზე ჰკიდია წელშირეზინამოფლაშული სარვალი და პერანგი, რომელიც ისეთი უპრეტენზიოა, მისი გარეცხვა მე თუ არ გამახსენდა, თავად არასოდეს შემაწუხებს. სკამს უკან ხის პატარა სამუშაო მაგიდააა, ზედ მიყრილი ყოველდღიური რუტინით, რომელსაც ობი მოედება კომპიუტერების ერა რომ მაძღარ კაცივით გაიფხორება მაშინ. ჩემს სამაგიდო ბლოკნოტს კი ვერასდროს ვერაფერ ჩაანაცვლებს. ყოველ წელს ვყიდულობ ახალს,ა ხლა მუქი ბორდოსფერი მაქვს, აი ნარნები ცხენი რომ გაიოფლება და ფერს იცვლის, იმ ფერია. იმის წინ მელნისფერი მქონდა. ყოველ წელს ვყიდულობ დ ამერე ახლის ყიდვისას, ძველს ცარიელს ვინახავ, შიგ დასაწერი არაფერი მაქვს დ აიმიტომ. მაგიდის იქით კარია. საღებავი ადგილ-ადგილ ატკეჩილი აქვს და მის ქვეშ ძველი ფენა ავადმყოფობს. რაც დრო გადის მით უფრო იFვიათად ირება, ზოგჯერ ფოსტისთვის, რომელიც არ მოაქვთ, თვეში ერთხელ მთავრობისთვის, თავისი წილი რომ წაიღოს, და ერთხელაც პროდუქტებისთვის, ჩემში მიძინებულ ძვლებს რომ საკვები დახვდეთ როცა დრო მოვა. ასე მგონია, ამ თვეში მეოთხედაც გააღებენ. კარს გვერდით, კარადაში, იმ იმედით, რომ ოდესმე ისევ ჩაიცვამენ, თავს ინახავს ჩემი თეთრი პერანგი. სარიტუალოა, საზეიმო, სოლიდური, მოკლედ ერთი კარგი პერანგი ხომ უნდ ამქონდეს ადამიანს ყოველი შემთხვევისთვის. იყოს, ანათოს ბნელ კარადაში ამაყად, ვის რას უშლის, ისიც მარტოა ამხელა სივრცეში.
იცი რა, რომ შეიძლებოდა კოლონელს წერილი მისვლოდა? ა?! არა, ხომ კი?! აი , მეც ხომ შეიძლება, ის კარი რომ გაიღება ერთ დღესაც წერილი მომივიდეს? აი ცოლონელს რომ მისვლოდა, ხომ ყველაფერი შეიცვლებოდა?! და იმ ვიღაცას, ჩემთან ერთად რომ უყურებდა ვარსკვლავებს შორის გაბნეულ მტვრიან გზას? ერთი წერილი რა გახდა, ვიღაცას რომ მიუიდეს! წერილებს ვინღა წერსო, ფანჯარაში გავიგონე, მე ვწერ, მერე რა რომ გრძელია და ვერაფერს ამბობს?! აი, რომ გავგზავნი, ვიღაც ხომ მაინც ეტყვის მადლობას ფოსტალიონს, გაუღიმებს, Eდაუცაცხანებს - დროზე რატომ არ მოიტანეო, მე რა ვიცი, რაღაცას ხომ იზამს არა, ერთფეროვნებიდან ხომ გამოვა ცოტა?! უნდა გავიგო...
ახლა რა დროა არ ვიცი, ან რა აზრი აქვს, მე მე ვარ და იმ დგაზე ვდგავარ, რომელზეც უნდ ავიდგე რომ ვიყო მაქსიმალურად ახლოს იმასთნ რასაც ვერასდროს მივაღწევ, თუ ვერ გაიგებ ჩემი ბრალია, გამბედაობა არ მყოფნის და იმიტომ, მაგრამ როცა დრო მოვა, ჭიები გამოძვრებიან და ძვლებს გაუყვებიან ტერფებამდე და მერე წავლენ სადღაც, მანმადე კი, სანამ არ ვცხოვრობ ბოლო სართულზე გამჭვირვალედ გადახურულ სახლში, ვერ დავუკავსირდები ვიღაც ჩემნაირს დედამიწის მეორე ბოლოში და არც პატარა პრინცი იქნება ჩვენთან. ამიტომაც მექნება მოუსვენრობა ფიქრებისა და კითხვებისგან, შემაწუხებს და შემბოჭავს ჯაჭვებზე დაკიდებულ ძელის დარტყმისაგან გამოწვეული ყრუ ზმაური და იმედია არასოდეს ჩამითრევს სიცარიელე. გათენდა უკვე, მე კი დღის შუქზე ქერა არ შემიძლია, მერიდება, მრცხვენია რაღაცნაირად და წითელი ფურცლებიც დამთავრდა...”
“შენი ოთახი ჰგავს ბიბლიურ ნოეს კიდობანს და მას ყორნები თავს ევლებიან”
მერე სადღაც გაგზავნა ის წერილი, მისამართის კი დააწერა მაგრამ... მე კი ვიცი, ზუსტად სადაც, სახელიც ვიცი, მიმღებიც, მისი ოჯახური მდგომარეობაც, მადაც, გემოვნებაც, ოთახების რაოდენობაც, ისიც დილას რა ეზარება ყველაზე მეტად და ისიც კი, რა ფერის წინდები აცვია, მაგრამ მერე რა? ამას რამე მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? ხომ ვთქვი ერთხელ, ზედმეტი პერსონალიზაცია და კონკრეტიკა კლავს მეთქი კრეატიულობას ( იყოს შემოქმედებითობა ბატონო). ასე შეხედეთ, ვთაქვათ და თქვენ გაგზავნეთ ის წერილი, ყველაფერს მე ხო მარ ვიზამ?! წარმოიდგინეთ მისი მიმღებიც, რა მუსიკას უსმიენს, როგორი მზარეულია, როგორი რეაქცია ექნება თქვენი წერილის მიღებისას?... მე ხომ გიტოვებთ საშუალებას ეს, რასაც ახლა კითხულობთ იყოს თქვენზე, ინდივიდუალურად, როგორც გაგისწორდეთ, ავტობიოგრაფიულად, მოსუსკის მარგაიტივით...
ბოლოში, ზუსტად არ ვიცი რატომ, ალბათ უნდოდა რაღაც დადებითი ემოციაც გაეგზავნა და ხელმოწერის მაგივრად მზესუმზირები მიხატა შავი კალმით. სამი თუ ოთხი ცალი სულ, აი ასეთები:
ხატვა არასდროს გამოსდიოდა, მაგრამ მაინც... დასევდიანდა თითქოს, განა იმიტომ, რომ გული სწყდებოდა, უბრალოდ, როცა რაღაც მთავრდება , ყველაფერი სევდიანი ხდება. წინ არ იცოდა რა იყო, იმედოვნება , რომ ადგილი, სადაც ჩათვლიდა, რომ უნდა ყოფილიყო და სადაც ტავს სწორად ამოსულ ხედ იგრძნობდა. არ უნდოდა მეტი მოგზაურობა და ძებნა, უნდოდა ყოფილიყო იქ, სადაც მიდიოდა, უნდოდა იქ მაინც, მის ცხოვრებას ჰქონოდა აზრი. ამიტომ იყო, რომ აქაურ, უარსო სიცოცხლეს, სევდით, მაგრამ მაინც ემშვიდობებოდა. სწორად იანგარიშა, მისი ოტახის კარს ამ თვეში მეოთხედაც გააღებდნენ და სარიტუალო პერანგსაც უკანასკნელად ჩააცმევდნენ. ის არ იყო მწერალივით თავისუფალი ადამიანი, მას სხვა არჩევანი არ ჰქონია, სიკვდილი უბრალოდ მისი ერთადერთი გზა იყო “მერესაკენ” და “მერეში”.
“საცაა გავა მატარებელი”
... დღეს ისევ შემოვიდნენ, ის მტირალა კაციც დ ამეორეც, რომელიც მაღიზიანებდა. ამეჯერად ერთად. არავის არაფერი ჩაუწერია, არც ყვავილები მოუტანიათ. ღმერთო ჩემო, როგორ მინდოდა ერთხელ კიდევ დავლაპარაკებოდი. ახალშობილი შემოიყვანეს და მე ყველაფერს მივხვდი... ცრემლები წამომივიდა, მინდოდა ადგომა დ ავერ ვდგებოდი, ყვირილი მინდოდა, ცახუტება, დარჩენა მინდოდა, არ მინდოდა ასე წოლა, არც თოვა მინდოდა, არც აპარატზე შეერთებულს გაუნძრევლად ყოფნა. როგორ მინდოდა ერთხელ მაინც ამეყვანა ჩემი პატარა ხელში, მინდოდა მეცოცხლა ცოტა კიდევ, მენახა როგორ გაივლიდა, როგორ დამიზახებდა... მინდოდა მყვარებოდა და ვენახე მაინც, მინდოდა მეცოცხლა, რადგან ცხოვრებას ქონდა აზრი, რომლის გამოც ღირდა სიცოცხლე... მყავდა შვილი, სულ რაღაც დღეების, მაგრამ ხომ გაიზრდებოდა... როგორ მინდოდა ერთხელ მაინც ჩავხუტებოდი...
როგორ მინდოდა და არაფერი შემეძლო ტირილის გარდა, ისინი კი ვერაფეს ხედავდნენ მთელი ეს დრო, გარდა ჩემი უზრაობისა... ახლა კი მხოლოდ გაციებულ სხეულს... ბავშვი ტიროდა ექიმის ხელში, მამამისი კი თავთან მეჯდა, ხელი-ხელზე ეკიდა და სათვალეებს ქვემოდან უხმო იცრემლებოდა... ღმერთო ჩემო, როგორ მინდოდა, ჩემი ოთახი არ ყოფილიყო მანდარინის ქერქივით ადვილად შემოსაფცქვნელი...
ეპილოგი: “თოვისას დავიბადე მე” – ავტ.
საბა შარია თებერვალი, 2013.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24.
როგორ მიხარია თქვენი დანახვა, გულით მოგიკითხეთ.
როგორ მიხარია თქვენი დანახვა, გულით მოგიკითხეთ.
23. პმ-ში მოგწერე, რაც მინდოდა :)
მომეწონა ნაწერი... კი ამბობ, რომ არ გიყვარს ნაწერების გადახედვა, მაგრამ საჭიროა, თუნდაც მხოლოდ კორექტურებისთვის... ნაწერების გადახედვა მეც არ მიყვარს, რომ შევცვლი რაღაცას, ის ნაწერი უკვე აღარ "მეჩემება", მაგრამ ეს მექანიკურ შეცდომებს არ ეხება...
მომწონს მე შენი პროზა :)
+5 პმ-ში მოგწერე, რაც მინდოდა :)
მომეწონა ნაწერი... კი ამბობ, რომ არ გიყვარს ნაწერების გადახედვა, მაგრამ საჭიროა, თუნდაც მხოლოდ კორექტურებისთვის... ნაწერების გადახედვა მეც არ მიყვარს, რომ შევცვლი რაღაცას, ის ნაწერი უკვე აღარ "მეჩემება", მაგრამ ეს მექანიკურ შეცდომებს არ ეხება...
მომწონს მე შენი პროზა :)
+5
22. რა კარგი პროლოგი აქვს :) და საერთოდ, ჰიჩკოკი და ჰიჩკოკურობები მიყვარს ცხოვრებაში :)
აწი წავიკითხავ :) რა კარგი პროლოგი აქვს :) და საერთოდ, ჰიჩკოკი და ჰიჩკოკურობები მიყვარს ცხოვრებაში :)
აწი წავიკითხავ :)
21. როგორ?...განა 21-ე საუკუნეშიც მოსულა პლაგიატი? როგორ?...განა 21-ე საუკუნეშიც მოსულა პლაგიატი?
20. აჰააა, როგორც იქნა ჩავიკითხე ეს ყბედაღებული ნოველაც.
ობიექტური რომ ვიყო, ვიტყვი რომ ბევრად მეტს მოველოდი იმ ხმაურიდან გამომდინარე, რაც ამ ამბავს მოჰყვა.
ცუდი ნამდვილად არაა, უფრო მეტიც კარგია, მაგრამ არა იმდენად რომ გენიალური ეწოდოს და მითვისებად ღირდეს.
მე არ მომეწონა თხრობის მანერა, მიუხედავად იმისა რომ ავტორი ხშირად ცდილობს თავისი იუმორისტული თუ არათემატური ჩართვებით გამოაფხიზლოს მკითხველი, თხრობამ მაინც ვერ ამიტაცა, რადგან ერთი ორი აბზაცის გარდა ბოლოსკენ, ნაწერს ემოციის დეფიციტი აქვს, სათქმელი გაწელილია და ბევრგან ხელოვნურიც.
გარდა გრამატიკული შეცდომებისა, არის ისეთებიც, როგორიცაა
გადაგინდა.... ან მეჯინავები....
ასეთი ფრაზები მოსაქართულებელია...
ერთი სიტყვით პროზა ბევრად უკეთ გამოსდის ავტორს, ვიდრე პოეზია. გაცილებით უკეთ, თუმცა არა იმდენად რომ თავი ამ საიტის მკითხველის დონისათვის შეუსაბამოდ და მაღლა მიიჩნიოს, როგორც ეს რამოდენიმე კომენტარში გააკეთა.
წარმატებები საბა, და აწი შემოვალ ხოლმე შენს გვერდზე სიახლეების მოლოდინით აჰააა, როგორც იქნა ჩავიკითხე ეს ყბედაღებული ნოველაც.
ობიექტური რომ ვიყო, ვიტყვი რომ ბევრად მეტს მოველოდი იმ ხმაურიდან გამომდინარე, რაც ამ ამბავს მოჰყვა.
ცუდი ნამდვილად არაა, უფრო მეტიც კარგია, მაგრამ არა იმდენად რომ გენიალური ეწოდოს და მითვისებად ღირდეს.
მე არ მომეწონა თხრობის მანერა, მიუხედავად იმისა რომ ავტორი ხშირად ცდილობს თავისი იუმორისტული თუ არათემატური ჩართვებით გამოაფხიზლოს მკითხველი, თხრობამ მაინც ვერ ამიტაცა, რადგან ერთი ორი აბზაცის გარდა ბოლოსკენ, ნაწერს ემოციის დეფიციტი აქვს, სათქმელი გაწელილია და ბევრგან ხელოვნურიც.
გარდა გრამატიკული შეცდომებისა, არის ისეთებიც, როგორიცაა
გადაგინდა.... ან მეჯინავები....
ასეთი ფრაზები მოსაქართულებელია...
ერთი სიტყვით პროზა ბევრად უკეთ გამოსდის ავტორს, ვიდრე პოეზია. გაცილებით უკეთ, თუმცა არა იმდენად რომ თავი ამ საიტის მკითხველის დონისათვის შეუსაბამოდ და მაღლა მიიჩნიოს, როგორც ეს რამოდენიმე კომენტარში გააკეთა.
წარმატებები საბა, და აწი შემოვალ ხოლმე შენს გვერდზე სიახლეების მოლოდინით
19. ძალიან არ მინდა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:
რა თქმა უნდა, პლაგიატიზმი ძალიან ცუდი რამეა. როგორც ფაქტი. თუმცა არ მგონია სწორი ნაწერის ამ თემით ,,გახსნა". მოკლედ, როგორც ვთქვი, ძალიან არ მინდა ამაზე საუბარი, მითუმეტეს, რომ ნაწერს არ ეხება
ჰოდა, რაც შეეხება ნაწერს:
ერთდროულად ბევრი ავტორი გამახსენა. ეს კარგია. სიურეალიზმის ნაწილია. ნაწერიც ამას ცდილობს-გაგივლოს პარალელები
ჰო, ხელშესავლები ნამდვილად არის, მაგრამ მოევლება
კარგია-მეთქი =) ძალიან არ მინდა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:
რა თქმა უნდა, პლაგიატიზმი ძალიან ცუდი რამეა. როგორც ფაქტი. თუმცა არ მგონია სწორი ნაწერის ამ თემით ,,გახსნა". მოკლედ, როგორც ვთქვი, ძალიან არ მინდა ამაზე საუბარი, მითუმეტეს, რომ ნაწერს არ ეხება
ჰოდა, რაც შეეხება ნაწერს:
ერთდროულად ბევრი ავტორი გამახსენა. ეს კარგია. სიურეალიზმის ნაწილია. ნაწერიც ამას ცდილობს-გაგივლოს პარალელები
ჰო, ხელშესავლები ნამდვილად არის, მაგრამ მოევლება
კარგია-მეთქი =)
18. კატიე- არ ვარ მე ზარმაცი ვერ მოვიცალე უბრალოდ და ასე რატომ გამოვაქვეყნე ადმინისტრაციამ და ფორუმელებმა იციან. ლალი- შენი ჭირიმე რა, თურმე რაც მოხდა ყველაფერი პიარი იყო დ აგამოვიყენე. მასე გააგრძელე და მე გთხოვ, არასდროს არ წაიკითხო ჩემი ნაწერი, არანაირი. უბრალოდ არ მსიამოვნებს სულელურ დასკვნებს რომ აკეთებენ ხოლმე. კატიე- არ ვარ მე ზარმაცი ვერ მოვიცალე უბრალოდ და ასე რატომ გამოვაქვეყნე ადმინისტრაციამ და ფორუმელებმა იციან. ლალი- შენი ჭირიმე რა, თურმე რაც მოხდა ყველაფერი პიარი იყო დ აგამოვიყენე. მასე გააგრძელე და მე გთხოვ, არასდროს არ წაიკითხო ჩემი ნაწერი, არანაირი. უბრალოდ არ მსიამოვნებს სულელურ დასკვნებს რომ აკეთებენ ხოლმე.
17. მაშინ ჩათვალეთ, რომ პიარში ხელის შემწყობი მეც ვარ!...
მესამედ აღარ წავიკითხავ ალბათ, მეყოფა ორჯერ რომ წამაკითხეს ავტორმა და პირველმა ქურდმა :))))))))))))))))) მაშინ ჩათვალეთ, რომ პიარში ხელის შემწყობი მეც ვარ!...
მესამედ აღარ წავიკითხავ ალბათ, მეყოფა ორჯერ რომ წამაკითხეს ავტორმა და პირველმა ქურდმა :)))))))))))))))))
16. არ ვიცი ვინაა ავტორი:)ამის წაკითხვასაც არ ვაპირებ:) მაგრააამ... პიარის დიდოსტატი ყოფილხარ;)ჩამოგართვი ხელი:) პს.იმედია ნაწერები ადეკვატურად შესაბამისი იქნება:)) არ ვიცი ვინაა ავტორი:)ამის წაკითხვასაც არ ვაპირებ:) მაგრააამ... პიარის დიდოსტატი ყოფილხარ;)ჩამოგართვი ხელი:) პს.იმედია ნაწერები ადეკვატურად შესაბამისი იქნება:))
15. ვადასტურებ, რომ ეს ნაწერი ნამდვილად ეკუთვნის საბა აფხაზსს, რადგან გამოქვეყნებამდე გაცილებით ადრე ავტორმა გამანდო "მე და კიდევ სამნი " ...
პირველად როდესაც გამოქვეყნდა საიტზე სხვა ნიკით, ავტორს ვკითხე, რა ექსპერიმენტებს ატარებ ან რაში დაგჭირდა სხვა ნიკი მეთქი და ძალიან გაოცდა, მერე ჩავეძიე კიდევ ვის მისცა ნაწერი წასაკითხად და ჩემმა ინტუიციამ სწორ გზაზე დააყენა ავტორი... იჩხუბა კიდევაც ქურდთან... მოკლედ, ეს ფაქტი რომ განმეორდა, ჩემი ბრალიცაა, რადგან თავის დროზე საბას ვთხოვე არ გაემწვავებინა სიტუაცია...
ჰოდა კიდევ, საბა აფხაზი არის ზარმაცი... ისევ დაუმუშავებლად მოიტანა ნაწერი ჩვენამდე...
1000 ბოდიში ყველას
ვადასტურებ, რომ ეს ნაწერი ნამდვილად ეკუთვნის საბა აფხაზსს, რადგან გამოქვეყნებამდე გაცილებით ადრე ავტორმა გამანდო "მე და კიდევ სამნი " ...
პირველად როდესაც გამოქვეყნდა საიტზე სხვა ნიკით, ავტორს ვკითხე, რა ექსპერიმენტებს ატარებ ან რაში დაგჭირდა სხვა ნიკი მეთქი და ძალიან გაოცდა, მერე ჩავეძიე კიდევ ვის მისცა ნაწერი წასაკითხად და ჩემმა ინტუიციამ სწორ გზაზე დააყენა ავტორი... იჩხუბა კიდევაც ქურდთან... მოკლედ, ეს ფაქტი რომ განმეორდა, ჩემი ბრალიცაა, რადგან თავის დროზე საბას ვთხოვე არ გაემწვავებინა სიტუაცია...
ჰოდა კიდევ, საბა აფხაზი არის ზარმაცი... ისევ დაუმუშავებლად მოიტანა ნაწერი ჩვენამდე...
1000 ბოდიში ყველას
14. თვის პოპ მოთხრობა. თვის პოპ მოთხრობა.
13. წავიკითხე მხოლოდ 1/3-ი ვინ დამაცადა რო? :)
საინტერესო სტილია და საინტერესო აზრებია თუმცა მთლიანობაში ჯერ ვერ მოვიწონე
ვნახოთ რას იტყვის დარჩენილი 2/3-ი :)
იმედია მივაგნებ რაც მოსაწონი იქნება ჩემთვის
წავიკითხე მხოლოდ 1/3-ი ვინ დამაცადა რო? :)
საინტერესო სტილია და საინტერესო აზრებია თუმცა მთლიანობაში ჯერ ვერ მოვიწონე
ვნახოთ რას იტყვის დარჩენილი 2/3-ი :)
იმედია მივაგნებ რაც მოსაწონი იქნება ჩემთვის
12. "დგლიუმპ" მიუხედავად იმისა, რომ ცივი წყალი ამ წუთას დავლიე, მაინც გამაბრაზა შენმა კომენტარმა. გასაჯაროვებულის მოპარვას აზრი არ აქვს, ეს ნაწერი - მანამდე მოიპარა სხვამ და თავისი სახელით დადო, ასე რომ ორგზის "კბილების საკრეჭი" ინტელექტუალურ ქურდობაში არაფერია.
თუმცა შენი "სტატუსი" რომ ვნახე "ემოციების ქურდისგან" სწორედ ასეთი კომენტარი უნდა დადებულიყო. ჩემთვის გასაგებია ვინც ხარ. "დგლიუმპ" მიუხედავად იმისა, რომ ცივი წყალი ამ წუთას დავლიე, მაინც გამაბრაზა შენმა კომენტარმა. გასაჯაროვებულის მოპარვას აზრი არ აქვს, ეს ნაწერი - მანამდე მოიპარა სხვამ და თავისი სახელით დადო, ასე რომ ორგზის "კბილების საკრეჭი" ინტელექტუალურ ქურდობაში არაფერია.
თუმცა შენი "სტატუსი" რომ ვნახე "ემოციების ქურდისგან" სწორედ ასეთი კომენტარი უნდა დადებულიყო. ჩემთვის გასაგებია ვინც ხარ.
11. ჰო.. ეს ვიცოდი. კარგია, რომ დადე. წარმატებები ჰო.. ეს ვიცოდი. კარგია, რომ დადე. წარმატებები
10. რადგან უკვე გასაჯაროვდა, რიგითი საშუალო სტატისტიკური მკითხველი " დგლიუმპ " დაანაკუწებს და "მოიპარავს" ახლა ამას ნაწილ-ნაწილ.. რა თქმა უნდა საავტორო უფლებების დაცვით!! არ გაცეცხლდე რაა, შენ რა ჩაგაქრობს.. :D :D რადგან უკვე გასაჯაროვდა, რიგითი საშუალო სტატისტიკური მკითხველი " დგლიუმპ " დაანაკუწებს და "მოიპარავს" ახლა ამას ნაწილ-ნაწილ.. რა თქმა უნდა საავტორო უფლებების დაცვით!! არ გაცეცხლდე რაა, შენ რა ჩაგაქრობს.. :D :D
9. ახლა მე თვითონ გადავიკითხე და რას მივხვდი იცით? ერთი ამდენი კიდფე უნდა დამეწერა რომ საშუალო სტატისტიკურ მკითხველს აგეგო რაზეა. ვისაც ბუნდოანი ჰგონია, გეტყვით ერთი ამდენი იგულისხმება. უბრალოდ უნდ აიცოდეს, ირაკლი ჟარკვიანის ჩვენევბა პროკურორს, შექსპირის 66 სონეტი, შროდინგერის კატის ექსპერიმენტი, მარკესის "კოლონელს არავინ წერს", ანა კალანდაძის "Bებია". და მე უდნა მოიცნობდეთ. გაგიმარტივებთ: 3 პერსონაჟია, მოგზაური, მწერალი და ორსული ქალი :) ახლა მე თვითონ გადავიკითხე და რას მივხვდი იცით? ერთი ამდენი კიდფე უნდა დამეწერა რომ საშუალო სტატისტიკურ მკითხველს აგეგო რაზეა. ვისაც ბუნდოანი ჰგონია, გეტყვით ერთი ამდენი იგულისხმება. უბრალოდ უნდ აიცოდეს, ირაკლი ჟარკვიანის ჩვენევბა პროკურორს, შექსპირის 66 სონეტი, შროდინგერის კატის ექსპერიმენტი, მარკესის "კოლონელს არავინ წერს", ანა კალანდაძის "Bებია". და მე უდნა მოიცნობდეთ. გაგიმარტივებთ: 3 პერსონაჟია, მოგზაური, მწერალი და ორსული ქალი :)
8. საბა აფხაზის ლექსებსაც ვკითხულობდი მე, მაგრამ არ ამომიღია იქ ხმა არცერთხელ :)
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს მოთხრობა სხვა ნიკით წავიკითხე რამდენიმე დღის წინ.
ფაქტი აღმაშფოთებელი და სამწუხაროა.
ეს ნაწერი კი, თუნდაც ასეთი "დაუშუშებელი", დასაწური და დასალაგებელი, ძალიან კარგია.
ვრცელია, არეულია, აღმოსავლეთის ექსპრესივით მიქრის კადრები, ფრაზები, ზოგჯერ ვერც ხვდები რა წაიკითხე, უბრუნდები, თავიდან კითხულობ...და არ იღლები!
ზოგი ფრაზა, საერთოდაც, ამედევნა და თან აპირებს გამომყვეს, როგორც ვატყობ :)
თოვლისას დავიბადე მეც :)
საბა აფხაზის ლექსებსაც ვკითხულობდი მე, მაგრამ არ ამომიღია იქ ხმა არცერთხელ :)
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს მოთხრობა სხვა ნიკით წავიკითხე რამდენიმე დღის წინ.
ფაქტი აღმაშფოთებელი და სამწუხაროა.
ეს ნაწერი კი, თუნდაც ასეთი "დაუშუშებელი", დასაწური და დასალაგებელი, ძალიან კარგია.
ვრცელია, არეულია, აღმოსავლეთის ექსპრესივით მიქრის კადრები, ფრაზები, ზოგჯერ ვერც ხვდები რა წაიკითხე, უბრუნდები, თავიდან კითხულობ...და არ იღლები!
ზოგი ფრაზა, საერთოდაც, ამედევნა და თან აპირებს გამომყვეს, როგორც ვატყობ :)
თოვლისას დავიბადე მეც :)
7. სულ არ შეუშლია შეცდომებს ხელი, ისე ჩავედი ბოლომდე. გამახსენდა. ისეთი ნაწერია, არ დაგავიწყდება. სამწუხარო ფაქტია, ნამდვილად!
ყველა აბზაცს თავისი ხელწერა აქვს თითქოს. ხვეულები, რომლებიც ერთ მთავარ ხაზს მისდევენ, ფინალისკენ კი არ მიდიან, არამედ, იქიდან მოემართებიან. მართლაც, ძლიერია ძალიან! რაღაც მშვიდი ფორიაქითია თითქოს დაწერილი. (ასეთს მოგპარავდნენ, აბა, რა იქნებოდა?!) :) ცუდი ვის რად უნდა?
აქ, ვიცი, კიდევ მოვბრუნდები! იმხელა ემოცია მიმყვება! მადლობა, ავტორს!
სულ არ შეუშლია შეცდომებს ხელი, ისე ჩავედი ბოლომდე. გამახსენდა. ისეთი ნაწერია, არ დაგავიწყდება. სამწუხარო ფაქტია, ნამდვილად!
ყველა აბზაცს თავისი ხელწერა აქვს თითქოს. ხვეულები, რომლებიც ერთ მთავარ ხაზს მისდევენ, ფინალისკენ კი არ მიდიან, არამედ, იქიდან მოემართებიან. მართლაც, ძლიერია ძალიან! რაღაც მშვიდი ფორიაქითია თითქოს დაწერილი. (ასეთს მოგპარავდნენ, აბა, რა იქნებოდა?!) :) ცუდი ვის რად უნდა?
აქ, ვიცი, კიდევ მოვბრუნდები! იმხელა ემოცია მიმყვება! მადლობა, ავტორს!
6. საინტერესო იყო, ცოცხალი საინტერესო იყო, ცოცხალი
5. ისიც დადე ახლა "ექსპერიმენტი" რომ ერქვა სათაურად და შენი რომ იყო...
ისიც დადე ახლა "ექსპერიმენტი" რომ ერქვა სათაურად და შენი რომ იყო...
4. ვკითხულობ უკვე და ძალიან მაგარია, კორექტირების გარეშეც კი სათავფურცლეა ისე როგორც დილეტანტის, მეუდაბნოვეს აპრილში დადებული ნოველა და მოთხრობები და როგორც ქადაგიძის ცერცვისტოლები.
ბრავო და ბრავო... მართლაც, მაგარი ხედვაა... ვკითხულობ უკვე და ძალიან მაგარია, კორექტირების გარეშეც კი სათავფურცლეა ისე როგორც დილეტანტის, მეუდაბნოვეს აპრილში დადებული ნოველა და მოთხრობები და როგორც ქადაგიძის ცერცვისტოლები.
ბრავო და ბრავო... მართლაც, მაგარი ხედვაა...
3. ნეფერტარი - შენ ეს ნაწერი ბოლომდე არ წაგიკითხავს მას მხოლოდ 1 ნაწილი ედო, სადაც Gაჩერდი იქიდან გააგრძელე :) შენს რჩევას გავითვალისწინებ. ნეფერტარი - შენ ეს ნაწერი ბოლომდე არ წაგიკითხავს მას მხოლოდ 1 ნაწილი ედო, სადაც Gაჩერდი იქიდან გააგრძელე :) შენს რჩევას გავითვალისწინებ.
2. საბა აფხაზი, ეს ნაწერი მართლაც წავიკითხე მე გიგა-გის გვერდზე და კომენარიც დავტოვე. ძალიან მაგარი მოთხრობაა და თუ ლოდინს ვაპირებდი, ცუდია რომ მოგპარეს და კარგია რომ ნამდვილი ავტორი გამოჩნდა...
მაგრამ ახლა ეპიგრაფი წავიკითხე შენი ... სადაც ასეთი რამ გიწერია :
"ნაწერი რომელიც მოიპარეს, განიხილეს და ქურდის ძებნას გამოქვეყნება არჩიეს..."
შენ აქ ვინმე პროკურორი გგონია - ძებნის სანქცია რომ გასცეს და წითელი ცირკულარით ეძების მთელ მსოფლიოში ცუდად შენახული ნაწერი ვინ მოიპარა? ვისაც გაუმხილე და წააკითხე - იმ წრეშია ქურდი და შენ უკეთ მიხვდები თუ დაფიქრდები.
ზოგადი ხასიათის განცხადების გაკეთება შეიძლება დაუშვას ადმინისტრაციამ მაგრამ მხოლოდ ნიკის "გიგა-გის" და ფაქტის აღწერის დონეზე, გვარს და სახელს ჯერ ეს ერთი ვერავინ გამოგიცხადებს და მეორეც ეგეც გამოგონილი ექნება რაკი ქურდობა ჰქონდა გადაწყვეტილი.
ასე რომ ციტირებულ ფრაზაზე დაფიქრდი და გირჩევნია წაშალო... საბა აფხაზი, ეს ნაწერი მართლაც წავიკითხე მე გიგა-გის გვერდზე და კომენარიც დავტოვე. ძალიან მაგარი მოთხრობაა და თუ ლოდინს ვაპირებდი, ცუდია რომ მოგპარეს და კარგია რომ ნამდვილი ავტორი გამოჩნდა...
მაგრამ ახლა ეპიგრაფი წავიკითხე შენი ... სადაც ასეთი რამ გიწერია :
"ნაწერი რომელიც მოიპარეს, განიხილეს და ქურდის ძებნას გამოქვეყნება არჩიეს..."
შენ აქ ვინმე პროკურორი გგონია - ძებნის სანქცია რომ გასცეს და წითელი ცირკულარით ეძების მთელ მსოფლიოში ცუდად შენახული ნაწერი ვინ მოიპარა? ვისაც გაუმხილე და წააკითხე - იმ წრეშია ქურდი და შენ უკეთ მიხვდები თუ დაფიქრდები.
ზოგადი ხასიათის განცხადების გაკეთება შეიძლება დაუშვას ადმინისტრაციამ მაგრამ მხოლოდ ნიკის "გიგა-გის" და ფაქტის აღწერის დონეზე, გვარს და სახელს ჯერ ეს ერთი ვერავინ გამოგიცხადებს და მეორეც ეგეც გამოგონილი ექნება რაკი ქურდობა ჰქონდა გადაწყვეტილი.
ასე რომ ციტირებულ ფრაზაზე დაფიქრდი და გირჩევნია წაშალო...
1. ურაკელებო. ფორუმელების თხოვნით და საკუთარი საავტორო უფლებების უკეთ დაცვისთვის ვაქვეყნებ ამ ნაწერს. შეცდომები უხვადაა და სწორედ გადათეთრება იყო მიზეზი რის გამოც თავს ვიკავებდი მის გამოქვეყნებაზე. სამწუხაროდ არ დამცალდა. ჩემი ნებართვის გარეშე ამ ანწარმოების 1 ნაწილი გამოაქვეყნა გიგა-გიმ. მადლობა დღლიუმო-ლიკას, მან შემატყობინა პლაგიატის შესახებ. პლაგიატის მომავალ პრევენციიისათვის, ფორუმელების თხოვნით გადავწყვიტე გამომექვეყნებინა. გიგა-გი-ს ადამიანის რომელიც სხვის ნაწერებს იპარავს ვინაობას შეიტყობთ არაუგვიანეს ხვალ საღამოს 10 საათისა, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. აქვე დავძენ და გთხოვთ, ყველას განურჩევნად რასისა, სარწმუნოებისა და მსოფლმხედველობისა, ნუ მოიპარავთ სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას, პატივი ეცით სხვის შრომას და დაიცავით საკუთარი უფლებები. წინასწარ მადლობა ყველას ვინც შეძლებს ბოლომდე წაკითხვას და ადეკვატურ კრიტიკას. ველი ტქვენს კომენტარებს. ურაკელებო. ფორუმელების თხოვნით და საკუთარი საავტორო უფლებების უკეთ დაცვისთვის ვაქვეყნებ ამ ნაწერს. შეცდომები უხვადაა და სწორედ გადათეთრება იყო მიზეზი რის გამოც თავს ვიკავებდი მის გამოქვეყნებაზე. სამწუხაროდ არ დამცალდა. ჩემი ნებართვის გარეშე ამ ანწარმოების 1 ნაწილი გამოაქვეყნა გიგა-გიმ. მადლობა დღლიუმო-ლიკას, მან შემატყობინა პლაგიატის შესახებ. პლაგიატის მომავალ პრევენციიისათვის, ფორუმელების თხოვნით გადავწყვიტე გამომექვეყნებინა. გიგა-გი-ს ადამიანის რომელიც სხვის ნაწერებს იპარავს ვინაობას შეიტყობთ არაუგვიანეს ხვალ საღამოს 10 საათისა, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. აქვე დავძენ და გთხოვთ, ყველას განურჩევნად რასისა, სარწმუნოებისა და მსოფლმხედველობისა, ნუ მოიპარავთ სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას, პატივი ეცით სხვის შრომას და დაიცავით საკუთარი უფლებები. წინასწარ მადლობა ყველას ვინც შეძლებს ბოლომდე წაკითხვას და ადეკვატურ კრიტიკას. ველი ტქვენს კომენტარებს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|