 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 8 მარტი, 2013 |
(ამ გვერდს ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას.პირველი დედის დღე მოდის მის გარეშე)
გამახსენდა, რომ რამდენიმე დღეა დღიურში არაფერი დამიწერია. რვეული მოვიძიე.... საწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ძალიან დაჭმუჭნული და წამლის სუნიც ასდის....როგორ მძულს წამლების სუნი...გულს მირევს. მესამე გვერდზე გადავშალე.გვერდი ცარიელი დამხვდა..კარგად დავაკვირდი და სიტყვებმა თვალები ამიჭრელა. გუგები გამიფართოვდა და სათვალე მოვიმარჯვე. ყველაფერი ამოტივტივდა და ახლა სუფთა გვერდზე ვკითხულობ...ვკითხულობ იმას, რაც ჩემი ბედის მწერალმა დიდი ხნის წინ უკვე დაწერა.......
როგორ მინდოდა ყვავილები მქონოდა...ყვავილების ორანჟერეა....
ყოველ დილით ყვავილების მოვლა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა...მაშინ ღამით წამლებსაც სიხარულით დავლევდი,იმის შეგნებით,რომ მათ ვჭირდები....სასიამოვნოა იმაზე ფიქრი,რომ ვინმეს ახსოვხარ ან ვინმეს ჭირდები....ყვავილები რომ „ვინმე“არაა.....არაუშავს ....მე მათი მესმოდა და სიხარულით ვესაუბრებოდი ხოლმე.დავანაყრებდი,წყლითა და საკვებით მოვამარაგებდი....პატარა ყლორტებს დავუკოცნიდი, მოვეფერებოდი...
წამლებმა მგონი ამნეზია დამმართა. აღარც მახსოვს,თორემ ჩემ ბეღურებსაც ხომ ვჭირდებოდი...ყოველ საღამოს ფანჯრის რაფაზე მიკაკუნებდნენ ,მე კი ჩემ მთავარ საქმედ მათი დანაყრება მიმაჩნდა. ჩემთვის მოტანილ პურს ხელის გულით კარგად დავფშვნიდი, დავანამცეცებდი და ფანჯრის რაფაზე დავყრიდი... როცა ვუყურებდი, არც კი მიფრთხოდნენ ხოლმე...კენკავდნენ და კენკავდნენ...სიცივით გათოშილებს პური მაინც ხომ უნდა ეჭამათ,რომ არ მომკვდარიყვნენ.... ჩემსავით იყვნენ ამ ბებერ სახლზე შეჩვეულები და არსად წასვლას არ აპირებდნენ... ჩემი სიცოცხლე ამ პატარა ფრინველებმა გამიხანგრძლივეს.... ახლა კი ჩემი სული, დანაწევრებული და სამყაროში გაფანტული , ჩემი ბეღურებივით უსუსური და უმწეოა....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. თქვენს მოსწავლეებსაც ძალიან სჭირდებით :))) თქვენს მოსწავლეებსაც ძალიან სჭირდებით :)))
3. დასტური ნაიას.... :( დასტური ნაიას.... :(
2. +++++რა სევდიანი ხარ. +++++რა სევდიანი ხარ.
1. ..............( ++ ..............( ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|