ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2013


უბრალოდ შენ!..

ღრუბელს მივამგვანებ ზეცის იარებს და
მერე მოვა ღამეც წვიმიანი ოფლით...
შენზე ფიქრი ისე მეწვიმდღიანება,
ყველა მეტაფორაც უკვე აღარ მყოფნის.

ამ თვის ქაროზი და ამ თვის ქადაგება
სისხლში მარილივით ართავს ზედვე ტირილს.
ახლა ლექსი ისე მომესადაგება,
უკვე აღარ ითქმის - შესდექ, ზედმეტია

შენი პოეტობაც!..
ვგავარ ნოველას და
მოვქსოვს ბედის ბადეს ლექსით გაუგებარ...
ტანს კი სიმარტოვე ისე მოეტმასნა,
(ვეღარ) შენზე ფიქრი შუკას გაუყვება

ჩუმი ბურტყუნით და ტექსტი - ეს ლექსები,
ჩემზე ჩურჩულით და როგორც მისტერია.
სხვისთვის არასოდეს ისე მემეტები,
უხმო გაგიჟება ალბათ მიწერია.

ახლა შენი ლანდი ქარს ვერ გავატანე,
ქარაშოტი - წვიმის ქარიზმა და მეტიც...
შენ კი ჟრუანტელი მარტის გაკლავს ტანზე
ქარის სუიციდს და მალე დაგიბედებ!..

დრო გავს აცდენილს და უფრო უარყოფილს,
ბგერა - წვიმიანი მარტის მისტერია...
ისე მენატრები, უკვე რომ არ გყოფნის
აღარც სიტყვები და მართლა გიწერია

უფრთოდ გადაფრენა ღია სარკემლიდან...
(ვიცი, რაც მოყვა და ვიცი, ავურიე)
ამ ფიქრს ეპილოგსაც უკვე ვეღარ ვარქმევ,
რადგან შენთან ყოფნა ახლა ჰაერია...

ღრუბელს მივამგვანებ ზეცის იარებს და
მერე მოვა ღამეც წვიმიანი ოფლით...
შენზე ფიქრი ისე მეწვიმდღიანება,
ყველა მეტაფორაც უკვე აღარ მყოფნის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს