ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2013


ნუ განიკითხავ!

ნუ განიკითხავ! არ განსხვავდები
თუნდაც ცდებოდეს
ნუ ჩასცემ ლახვარს
მისთვის,თვალებში გაავდარდები
ვინც ამ სიკეთეს ვერ დაინახავს

ნუ განიკითხავ! მიწიერ ცოდვილთ
მათ რიგებში ხარ
შენც ხომ შეგშლია
უგუნურობით, შეცდომა მოსდით
დიდს თუ პატარას,ქალსაც ეშხიანს

ნუ განიკითხავ! ადამიანო
ცოდვილები ვართ,
ამ ქვეყანაზედ
ცდილობ,შენი რომ არ აღიარო
თუმცა კრიტიკას მოჰყვები სხვაზე

ნუ განიკითხავ! სახალხოდ ბრბოში
წამოაყენე
მოექეც კარგად
ზოგიც შეგრიცხავს სუსტად, ამ დროში
სიბრალულს შენსას, ჩაგითვლის ნაკლად

ნუ განიკითხავ! მძვინვარე მტერსაც
არ დაამცირო
მეტი,რითი ხარ?
შეუნდე ყოველი,ნახავ როდესაც
მუდამ გახსოვდეს_ნუ განიკითხავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები