თ - ჰეი,გია, ადე ჩქარა, წამო, ვითამაშოთ ბურთი, ციცო კართან გველოდება, რას ზოზინობ, რაღას უცდი? გ - ვერა, თამუ, ვერ წამოვალ, სასწავლი მაქვს გერმანული, ეს დღეები ვიზარმაცე, ჩემი ცოდნა გახდა ნული. თ - ციცო! გია რომ არ მოდის, როგორ ვითამაშოთ მარტო? სიცხე აქვს და სათამაშოდ არ გაუშვებს დედა ნატოს. ც - სწავლას მერეც ვერ მოასწრებ? როდის გახდი ეგრე ცქვიტი? ცოტა ხანი ვითამაშოთ, ხედავ? ბურთი მოგვაქვს დიდი. გ - ჯერ გაკვეთილს ვსწავლობ კარგად მე, ყოველთვის, ჩემო ციცო, მხოლოდ მერე რომ ვთამაშობ ათოსანიც ვარ ამიტომ. ც - კარგი ერთი, რას ტრაბახობ, მე არა ვარ ათოსანი? მაგრამ მიტომ განა თამაშს დავანებე, გია, თავი? თ - ათოსნობა ნიშნავს ვითომ დღე და ღამე რამის ზუთხვას? წამო, ციცო, ამისთანა ვაჟკაცს, ნეტავ, რაღა ვუთხრა. გ - კარგი, კარგი, რატომ ბრაზობთ? განა მე არ მიყვარს ბურთი? გოგონებო, მეც წამოვალ, დამელოდეთ ერთი წუთით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მგონი დიდი ხანია ეს ლექსი წაკითხული მაქვს. მგონი დიდი ხანია ეს ლექსი წაკითხული მაქვს.
5. მახსოვს ეს ლექსი.. :)) მახსოვს ეს ლექსი.. :))
4. შენც მიყვარხარ და შენი შემოქმედებაც. +++++++++++++5. შენც მიყვარხარ და შენი შემოქმედებაც. +++++++++++++5.
3. გაიხარეთ, ჩემო ძვირფასებო, მეც მიყვარხართ და ჩემს გმირებსაც :) გაიხარეთ, ჩემო ძვირფასებო, მეც მიყვარხართ და ჩემს გმირებსაც :)
2. მიყვარს აქ და ავტორიც მიყვარს :* 5 მიყვარს აქ და ავტორიც მიყვარს :* 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|