ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2013


ნანინა



                  “იავნანას ვერ მღერიან ძიძები,
                  იავნანა დედამ უნდა იმღეროს ! “
                            ( ედუარდ უგულავა )


შენ ამბობდი, შემიჩვიეს ძიძებმა,
რომ  ნელ-ნელა დედის ნანა ძვირდება,
რომ  ქრებიან ოცნებები ბავშვობის,
როცა წლები გვახვევია თავშლებად.

შენ გსურდა თქმა, ეს ცხოვრება-უკუნი
აქა-იქ და იშვიათად ნათდება,
როცა გარეთ ქარის ისმის სლუკუნი
და ბოძები  დგანან ჩამქრალ სანთლებად…

დილას  ჩუმად  ლოცულობდ ნანინას
და სტკიოდა ზეცას დედის ცრემლები,
როგორ  გინდა აიწიო წვერებზე,
ზეცას მისწვდე ამოსული ნამიდან.

სარეველა ბალახია ფიქრები,
გარეთ  ქარმა მარტის ღამე მოიცვა.
იავნანას ვერ მღერიან ძიძები,
რადგან  შვილზე დედამ უნდა ილოცოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები