ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
3 აპრილი, 2013


Виктор Цой - «Кукушка»

რამდენი დარჩა კიდევ სიმღერა - დაუწერელი, თქვი, რამდენია,
რამდენი დარჩა კიდევ სამღერი - მამცნე, გუგულო, წაიღიღინე.
კვლავაც ქალაქში მელის სიცოცხლე, თუ ქალაქგარეთ გამომდევნიან,
ქვასავით უნდა ვეგდო მიწაზე, თუ ვარსკვლავივით გავცდე მიღმიერს?

თვალსაწიერში მეც მომახვედრე - მზეო დამხედე,
მტევანი, მუშტად გადამექცა - ჩემი მტევანი...
ცეცხლი მიუშვი - შემორჩენილ - დენთის სახედნებს
და ზუსტად ასე! ზუსტად ასე! ჰქროდნენ ყველანი...

განა ვინ წავა იმ ეულ გზაზე, ვინ გაუყვება ეულ ნაკვალევს?
ვისაც შეეძლო - სიმამაცით ხომ ბრძოლებს გადაყვნენ, - თავები ველებს.
ცოტაღას ვნახავ უკვე ასეთებს, - კამკამა გონში გადანაყარებს,
საღ-გონიანებს, მყარ-მკლავიანებს, - ბრძოლას მხარდამხარ ვინც კიდევ შესძლებს.

თვალსაწიერში მეც მომახვედრე - მზეო დამხედე,
მტევანი, მუშტად გადამექცა - ჩემი მტევანი...
ცეცხლი მიუშვი - შემორჩენილ - დენთის სახედნებს
და ზუსტად ასე! ზუსტად ასე! ჰქროდნენ ყველანი...

ახლა სადა ხარ, თავისუფალო, უდრეკო ჩვენო - ნებავ ადამის?
თქვი, ვისთან ხვდები ნეტარ განთიადს, რომლის ალერსიც გესალბუნება.
ო, შენთან ყოფნა გვაცოცხლებს რარიგ, უშენობით კი, კვდება რამდენი...
მხოლოდ მომთმენი თუ წავა ნებით და მოქნეულ შოლტს მხრით დაუხვდება.

თვალსაწიერში მეც მომახვედრე - მზეო დამხედე,
მტევანი, მუშტად გადამექცა - ჩემი მტევანი...
ცეცხლი მიუშვი - შემორჩენილ - დენთის სახედნებს
და ზუსტად ასე! ზუსტად ასე! ჰქროდნენ ყველანი...




Песен еще ненаписанных, сколько?
Скажи, кукушка, пропой.
В городе мне жить или на выселках,
Камнем лежать или гореть звездой?
Звездой.
Солнце мое - взгляни на меня,
Моя ладонь превратилась в кулак,
И если есть порох - дай огня.
Вот так...
Кто пойдет по следу одинокому?
Сильные да смелые
Головы сложили в поле в бою.
Мало кто остался в светлой памяти,
В трезвом уме да с твердой рукой в строю,
в строю.
Солнце мое - взгляни на меня,
Моя ладонь превратилась в кулак,
И если есть порох - дай огня.
Вот так...
Где же ты теперь, воля вольная?
С кем же ты сейчас
Ласковый рассвет встречаешь? Ответь.
Хорошо с тобой, да плохо без тебя,
Голову да плечи терпеливые под плеть,
под плеть.
Солнце мое - взгляни на меня,
Моя ладонь превратилась в кулак,
И если есть порох - дай огня.
Вот так

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები