ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2013


მე...

ზიხარ და ფიქრობ: მოგეწია ვიღაცის წყევლა,
რადგან წვიმები გახსენებენ სხვა დღეს და სხვა წლებს.
ხანდახან ისე აგერევა აზრების წყება,
ასე გგონია, ერთ სტრიქონსაც ვერასდროს დაწერ...

ან გენდომება, არ გახსოვდეს ძველი და ახალს
დაუწყებ ძებნას, მოსაძებნი თუ დარჩა რამე,
როცა საღამო წვიმის ქალაქს ჩრდილებად დახრავს
და გაგახსენებს, ირონია, გადამხდარ ამბებს...

ხმაჩაწყვეტილი იოგებით სიჩუმე გებრძვის
დგები, ღრიალებ შინაგანად: სახლში არა ვარ! -
ცას უგუბდება ნეკნებს შორის წყლით სავსე პლევრი
ღრუბლად დაბერილ არტერიებს ელვით განაღმავს...

გსურს გაიხსენო, რომ მზის შვილი შენს მზეს იცავდი!
ყველა, ვინც შენთვის ძვირფასია, მიიქცა მიწად,
ახლა მიდი და შენც იკმარე ოთხი ფიცარი
და უპასუხო პასუხებზე იფიქრე იქაც....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები