 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 6 აპრილი, 2013 |
რაც არ უნდა კარგი სტუდენტი იყოს,სწავლა ყველას ეზარება...როცა გავიგეთ,ვინც შრომით სემესტრში წავა,საგნებსაც ადვილად ჩააბარებსო, მაშინვე შემიყვარდა შრომითი სემესტრიც, ბაზალეთის ტბაც და სამშენებლო კომპანია „არ აშენდიც“. ბაზალეთის ტბის პირას ორ კილომეტრში არის სოფელი მლაშე. დუშეთის რაიონი.სანატორიუმის მშენებლობაც მაგ სოფელში მიმდინარეობდა(არაფერს გადავამლაშებ)
მეგობრებმა ჯანმრთელობის ცნობა გავაკეთეთ (აბა ავადმყოფი ვის რად უნდოდა) და თავი ამოვყავით დუშეთში,სანატორიუმის მშენებლობაზე. ივლისი იდგა,საშინელი სიცხე და ბუღი.... პირველივე დღეს ,სადილის მერე, ნება დაგვრთეს,სანამ მუშაობას შეუდგებით,ტბაზე გასეირნება შეგიძლიათო...რაზმში 60 ადამიანი ვიყავით ,მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეს ვიცნობდი. ავიყოლიე ახლობლები და საბანაოდ წავედით. 2 კილომეტრი ფეხით უნდა გვევლო...მივდივართ და მივიმღერით...უცებ მანქანების ნაკადი შემოგვხვდა.დიდი ფიქრი არ დაგვიწყია,ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და გზა გადავუკეტეთ....მანქანების მოძრაობა ფაქტიურად შევაჩერეთ. გვიპიპინებენ....გვიპიპინებენ. ჩვენ კი ცოცხალი თავით, მანქანას არ ვატარებთ.რაღა უნდა ექნა,გადმოვიდა მძღოლი და გვთხოვა,ახალგაზრდებო გაგვატარეთო...
ბაზალეთის ტბა დაგვხვდა ისეთი ლამაზი და ისეთი ამაყი,მისდამი ჩემი წარმოდგენა იმწამსვე შემეცვალა....ლურჯად ლივლივებდა და თავს გვაწონებდა...სასიამოვნო საღამოც იდგა და მეტი რა გვინდოდა.კარგი ცურვით ვერ დავიკვეხნი და მით უმეტეს, ტბაზე ცურვა გამიჭირდა....ზღვაზე შეჩვეულს.... ორი საათის მერე ბანაკში ვბრუნდებით და ჯგუფის ხელმძღვანელი გვაცნობს,ესაა სამშენებლო ტრესტის მმართველიო....სახეზე ალმურმა გადაგვკრა....იმ მანქანის მძღოლი გვეცნო,ჩვენ რომ გზა გადავუკეტეთ....სიმწრით გვეღიმება....ულვაშებში ეღიმება მმართველსაც....არ შეიმჩნია ,ხელი სათითაოდ ჩამოგვართვა და წარმატებები გვისურვა....
პირველი მარცხი გადავიტანეთ...
დღის რეჟიმი გვქონდა ისეთი, დაბმულ ძაღლს ჯაჭვს ააწყვეტინებდა....დილით მსუბუქი საუზმე, შუადღეს სადილი და საღამოს, 6 საათზე მსუბუქი ვახშამი...ამდენი სიმსუბუქისგან ტანსაცმელიც კი გაგვიდიდდა. შუა ივლისში, საღამოს 6 საათი თითქმის შუადღეა,თან ჩვენ შუაღამემდე არ ვიძინებდით და ისე გვშივდებოდა , გულის წასვლამდე მივდიოდით.სოფელში მხოლოდ ერთი მაღაზია იყო .ისიც, თითქმის ცარიელი დახლებით....რაც ვადაგასული და ჩაწოლილი ჯემები იყო,ყველა ჩვენ გავასაღეთ და ვიყიდეთ. საღამოობით,როცა ერთმანეთთან გულახდილი საუბრები მოგვენატრებოდა,ღონემიხდილი ვსვამდით ყავას ან ჩაის, საჭმლის ხსენებას კი ვერიდებოდით.. ძირითადი საქმიანობა ვაჟებისათვის მშენებლობა იყო....გალესვა,სილა, ქვიშა და მსგავსი რამეების ადგოლზე მიტანა. ბეტონი,მოზელვა ,გასწორება.კედლებსაც აგებდნენ....გოგონებისათვის კი (ათიოდე ვიყავით) ვაჟების გაცდენა...ტვინის ბურღვა და გართობა....45 დღის განმავლობაში,რაც იქ გავატარეთ, ვერავინ დაადგინა ,მდედრობითი სქესის სტუდენტებს რა საქმე უნდა შეესრულებინათ....მშენებლობაზე ცივ წყალს თუ მივუტანდით ვინმეს,ანდა ოთახებს დავალაგებდით...სულ ეგ იყო ....სიცილი ხუმრობა,ანეგდოტები და ყველაზე მთავარი,ბაზალეთის ტბაზე ბანაობა ,რუჯის მიღება და მმართველისა და მისი მოადგილისათვის ნერვების აშლა.... ჯოკერსაც ვთამაშობდით , მაშინ, როცა მეოთხე კაცი არ ყავდათ სამეულებს....
ერთი მაგნიტოფონი გვქონდა....როგორც კი მას ავამღერებდით,მაშინვე ოთახი ივსებოდა....ვინ ცეკვავდა და ვინ მღეროდა,გაგება არ გვქონდა....დაღლილობა არავის ახსოვდა.
ერთი საღამოცაა და კახა შემოდის,ჩვენი მეგობარი....შიმშილისგან ფერი აქვს დაკარგული....დიდი მიკიბმოკიბვა არ დაუწყია,პირდაპირ ამბობს: -----რომელია უფრო გამბედავი? -----მე,მე მე----წამოვიძახეთ სამივემ (სამნი ვიყავით ოთახში) ----დღეს უბნისკენ გავიარე და ბაღში კიტრი და პომიდორი დავლანდე, დამწიფებულაო---ნერწყვი მოადგა.ნერწყვი გადავყლაპეთ ჩვენც. სოფელში მართლაც ქონდათ ახლომახლო ბაღ-ბოსტანი იქაურებს, მაგრამ სახტად დავრჩით. ----ანუ,უნდა ვიქურდოთ?----გავაჟღერე მე. -----აბა სირცხვილი არაა? ვითხოვოთ ? მაგრად მიტყდება----უარობს მთავარი „საქმის მიმცემი“ ....მარტო წავიდა...გაბრაზდა და მარტო წავიდა....რასაც მოვიტან,არც კი გაჭმევთო,დაგვემუქრა და წავიდა.გულში გავიფიქრე, მაინც აგერ მოხვალ და ტყუილად რაღაზე ვინერვიულო მეთქი. ბაღჩიდან ისეთი ამოსვრილი მოვიდა, ტალახში თავფეხიანად ამოგანგლური, სიცილით გავიგუდეთ....მავთულხლართზე გადახტომისას "ადიდასის" თეთრი ქათქათა სპორტულები გადაუხევია , ტალახში ფეხი დაცურებია და ძირს დავარდნილა ...და მხოლოდ ნივრის თავების მოთხრაღა მოუსწრია,თავზე პატრონის ძაღლი დადგომია....
მოვიდა,ნიორი მაგიდაზე დაყარა და გულიანად,მაგრამ უმისამართოდ შეიკურთხა....
ამდენი ნიორი არასდროს მიჭამია....პური და ნიორი.ჯიგარი საჭმელი ყოფილა.
სამჯერ გამარეცხინა სპორტულები (მე რას მერჩოდა)და ბოლოს,რომ არაფერი საშველი დაადგა მის გათეთრებას, ჩანთაში შეინახა....მთლიანად ტალახის ფერი დარჩა...
რამდენიმე დღე გავიდა....თბილისიდან ახლობლები ჩამოვიდნენ...ოდნავ მოვსულიერდით.
ბიჭები შრომობდნენ,გოგონები ხელს ვუშლიდით და ვაცდენდით....თვენახევარი ცოტა დრო
არაა...ბოლოს საქმე გამოგველია და უკვე მთელი რაზმი ერთ კედელს აშენებს..კედელი მართლაც
იმხელაა,ბერლინის კედელი შევარქვით. ვხუმრობდით,ბერლინის კედელი ახლა დუშეთში გადმოაქვთ-თქო....
ბლოკი და აგური არ გვაკლია,ცემენტი და წყალი....თუმცა ხანდახან გვეჩვენება ,რომ ჩვენი აშენებული კედელი
ირყევა და არამყარია.იმდენად არამყარი,უკვე ახლოს გავლის გვეშინია...
ვშიშობთ,არ დაგვანგრევინონ და ზარალის გამო თანხის გარეშე არ დაგტოვონ...ამიტომ ,ყველანაირად ვუფრთხილდებით,რომ
არ ჩამოინგრეს....
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. :)) რა კაი იყოო :)) :)) რა კაი იყოო :))
19. მლაშე? კარგი ხალხი და კარგი სოფელი....მოკითხვა იქაურებს...კიდევ ბაზალეთის ტბას მოკითხვა მლაშე? კარგი ხალხი და კარგი სოფელი....მოკითხვა იქაურებს...კიდევ ბაზალეთის ტბას მოკითხვა
18. რამოდენიმე დღეში მივდივარ ამ სოფელში რამოდენიე დღით ^_^ (რა შუაშია აქ მაგრამ გამიხრდა ამ სოფლის სახელი რომ მომხვდა თვალში) იმედია მეც დადებითი ემოციებით დავბრუნდები ++ რამოდენიმე დღეში მივდივარ ამ სოფელში რამოდენიე დღით ^_^ (რა შუაშია აქ მაგრამ გამიხრდა ამ სოფლის სახელი რომ მომხვდა თვალში) იმედია მეც დადებითი ემოციებით დავბრუნდები ++
17. ჩემი Summer Job გამახსენდა :დ:დ
მომეწონა!+++++++ ჩემი Summer Job გამახსენდა :დ:დ
მომეწონა!+++++++
16. როცა გშია ზაქარია,ცივი ნიორიც შაქარია:დდდდდ როცა გშია ზაქარია,ცივი ნიორიც შაქარია:დდდდდ
15. ჯიგარი საჭმელი ცოტა ყურს ხვდება სხვა მხრივ ნორმალურია. მეორესაც წავიკითხავ ახლა. ჯიგარი საჭმელი ცოტა ყურს ხვდება სხვა მხრივ ნორმალურია. მეორესაც წავიკითხავ ახლა.
14. პური და ნიორი? :)) პური და ნიორი? :))
13. ველოდები გაგრძელებას :) ველოდები გაგრძელებას :)
12. მადლობა მუხა.ერთგული და სასიამოვნო მკითხველი ხარ. მადლობა მუხა.ერთგული და სასიამოვნო მკითხველი ხარ.
11. კარგი მოგონებებია და მშვენივრად წერ, გულთან ახლოს მოდის, სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას, მიყვარს ასეთი სტილას ნაწერები. კარგი მოგონებებია და მშვენივრად წერ, გულთან ახლოს მოდის, სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას, მიყვარს ასეთი სტილას ნაწერები.
10. პრიზი არ დამიწესებია ეპოქის გამოცნობაზე....მაგრამ სწორად გამოიცანი:) მადლობა კახაბერ...ვწერ გაგრძელებას და ვცდილობ,კარგი გამოვიდეს.... პრიზი არ დამიწესებია ეპოქის გამოცნობაზე....მაგრამ სწორად გამოიცანი:) მადლობა კახაბერ...ვწერ გაგრძელებას და ვცდილობ,კარგი გამოვიდეს....
9. ეს არის წინა საუკუნის "ნიტო - ოტ 80 დო 92 გოდი" გაგრძელებას დაგველოდები.
ეს არის წინა საუკუნის "ნიტო - ოტ 80 დო 92 გოდი" გაგრძელებას დაგველოდები.
8. სად დავაპიპინოთ???
ვაიჰ! სად დავაპიპინოთ???
ვაიჰ!
7. სასტუმროს ჩEმო ბედულა სასტუმროს და მესიზმრება ბეტონი,ვიაზანი,ლამინატი,არმატურა და ასე შემდეგ:D:D:D:D:ცოტაც და კასცაკას დავიხურავ ვატყობ და პარნასიდან კი არა ,ხარაჩოდან მომიწევს მუზების თU არა,მუშების კონტროლი:D:D:D:D:D:D: სასტუმროს ჩEმო ბედულა სასტუმროს და მესიზმრება ბეტონი,ვიაზანი,ლამინატი,არმატურა და ასე შემდეგ:D:D:D:D:ცოტაც და კასცაკას დავიხურავ ვატყობ და პარნასიდან კი არა ,ხარაჩოდან მომიწევს მუზების თU არა,მუშების კონტროლი:D:D:D:D:D:D:
6. არტე, შენ რაღას აშენებ?:DDDDDDDDDDDDDDD
არტე, შენ რაღას აშენებ?:DDDDDDDDDDDDDDD
5. მოკლედ მშენებლობები მელანდება უკვე თუ რაა:D:D:D;
ჩEმო ტკბილო და თბილო ადამიანო,ველოდები გაგრძელებას
მოეწონა არტეს და დაგა5++++++++++++++++++++++++++++++ია:) და მოგიკითხა აქვე:) მოკლედ მშენებლობები მელანდება უკვე თუ რაა:D:D:D;
ჩEმო ტკბილო და თბილო ადამიანო,ველოდები გაგრძელებას
მოეწონა არტეს და დაგა5++++++++++++++++++++++++++++++ია:) და მოგიკითხა აქვე:)
4. მილიონი ვერ მოვიგე,მაგრამ მილიარდერი ჯეკპოტის გარეშე გავხდი... მიხარია,რომ კითხულობთ... მადლობა ნათლი....მოგიკითხე..შენი ბუ.... დავით, რომელი ეპოქა იქნება,რა მნიშვნელობა აქვს...შრომა და შიმშილი არც ეპოქაში არაა ერთად კარგი:) მილიონი ვერ მოვიგე,მაგრამ მილიარდერი ჯეკპოტის გარეშე გავხდი... მიხარია,რომ კითხულობთ... მადლობა ნათლი....მოგიკითხე..შენი ბუ.... დავით, რომელი ეპოქა იქნება,რა მნიშვნელობა აქვს...შრომა და შიმშილი არც ეპოქაში არაა ერთად კარგი:)
3. 5 000 000 000+ შენ უკვე მილიარდელი ხარ ბუ... 5 000 000 000+ შენ უკვე მილიარდელი ხარ ბუ...
2. დიდი ხალისით წავიკითხე და მომეწონა. მეც ვუერთდები მომლოდინეთა რიგებს. 5 დიდი ხალისით წავიკითხე და მომეწონა. მეც ვუერთდები მომლოდინეთა რიგებს. 5
1. ეპოქა ვერ გავუგე... :)) და ეს კარგია... რაღაც მომენტში მარკესის "მარტოობის ასე წელიწადი" გამახსენა ეპოქის არ ქონის კუთხით :))
სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას... ეპოქა ვერ გავუგე... :)) და ეს კარგია... რაღაც მომენტში მარკესის "მარტოობის ასე წელიწადი" გამახსენა ეპოქის არ ქონის კუთხით :))
სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|