ჩერდები... იმიტომ რომ დადგა კიდევ ერთი მომენტი,როდესაც უკან ვერ დაიხევ და უნდა გააგრძელო გზა. თუმცა შენ მაინც გაჩერებული ხარ... იმიტომ რომ შენ მარტო ხარ. მარტო ხარ იქ,სადაც ხარ მარტო და არავინ შენს გარდა.გგონია ეს ყველაფერი შენი ბრალია? არა.უბრალოდ მათ არ უნახავთ ის,რაც ნახე შენ.მათ არ განუცდიათ მსგავსი არაფერი,რაც განიცადე შენ.მათ არ ძალუძთ სიყვარული ისე,როგორც შენ.ამიტომ მათ არ იციან რითი დაგეხმარონ ან რა გირჩიონ.იმის საფუძველზე რომ შენ არ დაეცი და პირიქით,რწმენით გაჰყურებ მომავალს.ეს განსხვავებულობა მათ აშინებთ და ერიდებიან, განა შენს პიროვნებას, არამედ იმ შინაგან სიმტკიცეს.რამაც აქამდე მოგიყვანა,ისინი კი რამოდენიმე ნაბიჯით უკან დატოვა.რწმენის გარეშე,ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ წინ.თუმცა, აქ ასე მხოლო შენ ფიქრობ.სხვები სხვა იდეოლოგიით არიან შეპყრობილნი.ამიტომაც არიან "სხვები".საოცარია ცხოვრება და ზოგჯერ მეტად ცინიკოსიც. იმის გამო რომ,მიწაზე დავიარებით ყველა ერთმანეთისგან გამორჩეული.განსხვავებული შეხედულობებით და ერთმანეთთან განსხვავებული დამოკიდებულებით.ვყვებით ერთმანეთის კრიტიკას და ხანდახან განვიკითხავთ კიდეც.ზოგი ფიქრობს რომ "მაღლაა".ზოგსაც ისეთ ლამაზი,სპეტაკი და დიადი სული აქვს რომ თავადაც ვერ ხვდება ამას.თუმცა ამიტომ ვსაუბრობდი "ცხოვრების ცინიზმზე".ბოლოს ხომ ყველა ერთმანეთთან მაინც თანაბარნნი ვართ. ისევ დუმხარ, ერთ ადგილას.თუმცა ფიქრებით დიდი ხანია შორს წახვედი.ფიქრებით,რომლებიც ბევრს არაფერს გმატებს.გითრევს წარსულში და იქაც ფიქრობ.რომ თურმე, რამდენი რამის შეცვლა გახდიდა, შენს ცხოვრებას უკეთესს.ეს ყველაფერი უკვე იყო.და თუ შენ ამ ბანალური ფიქრებით ბრუნდები იქ სადაც აღარაფერია,მითუმეტეს ვერ წახვალ წინ.ახლა ვხვდები,შენი მდუმარების მიზეზს.რადგან არ იცი იქ "წინ" რა გელოდება.თუმცა ის მაინც იცი რომ რაღაც გელოდება.რაღაც ახალი.თუნდაც ისეთი რამ რაც არასდროს მომხდარა შენს ცხოვრებაში.იქნებ ამან მაინც დაგავიწყოს ყველაფერი ის,რაც არ გამოსწორდება და წარმავალია.იცხოვრე ყოველი იმ ნაბიჯით, რამაც აქამდე მოგიყვანა.იცხოვრე და უფრო შორს, შორს წადი.იარე უსასრულოდ,სანამ არ დაინახავ: სად მთავრდება ცა და იწყება მიწა.ოღონდ არ გაჩერდე.
ჰმ...თუმცა ვხედავ,უკვე წასულხარ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ცხოვრება, როგორიც არ უნდა იყოს ის, მაინც მშვენიერია!
მომწონს ოპტიმისტურია ნაწერი. ცხოვრება, როგორიც არ უნდა იყოს ის, მაინც მშვენიერია!
მომწონს ოპტიმისტურია ნაწერი.
2. მთლიანად მოვნიშნავდი!!!!!!!!!!მოეწონა არტეს5:) მთლიანად მოვნიშნავდი!!!!!!!!!!მოეწონა არტეს5:)
1. ძალიან მომეწონა.... გულში ჩამწდომია...წარმატებები.. 5++++++++++++++++++++++++++++++ ძალიან მომეწონა.... გულში ჩამწდომია...წარმატებები.. 5++++++++++++++++++++++++++++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|