 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული 21 აპრილი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დარბაზში ბევრი ხალხია, რომ იტყვიან გადავსებულია. ამდენი ხალხი აქ იშვიათად იკრიბება. ახლაც განსაკუთრებული მიზეზი აქვთ აქაურებს. დღეს ცხრა მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. შეკრებილან,რომ კიდევ ერთხელ და უკვე მრავალგზის, გაიხსენონ დიდი სამამულო ომისა და ბრძოლის დღეები,თავიანთი თანამებრძოლები და პატივი მიაგონ დაღუპულებს... დარბაზში ძირითადად ომის ვეტერანები სხედან,საკმაოდ ხანშიშესულები. აქაიქ ახალგაზრდებიც არიან,ზოგის შვილი და ზოგისაც შვილიშვილი.მეც დარბაზში ვარ,უფრო სწორად კი სცენაზე ვდგავარ და წამყვანის როლს ვასრულებ. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, ვასახელებ რომელიმე ვეტერანს, ისიც სცენაზე ამოდის ,მიდის კათედრასთან,რომელიც რამდენიმე ღერი ფიცრისაგან საკმაოდ მარტივად,მაგრამ მაინც ესთეტიკურადაა შეკრული, დგებიან მასთან და თავის ისტორიას ყვებიან.(თან კიდევაც ეყრდნობიან მას და წონასწორობას ამით იკავებენ) შიგადაშიგ სცენაზე მომღერალთა გუნდი ან მოცეკვავეები ცვლიან ნომრებს და ახალისებენ იქ დამსწრე საზოგადოებას. დარბაზში ძალიან ცხელა...უმეტესობას კოსტუმიც გახდილი აქვს .ვერც ვენტილაცია ახერხებს დაკისრებულ მოვალეობას. ----ახლა კი ბატონებო, სცენაზე ვთხოვთ შრომისა და ომის ვეტერანს, ბატონ ვენედიქტე აბულაძეს-----ვაცხადებ მე. დარბაზი გარინდული ელოდება , როდის მივა დასახელებული ადამიანი და მოუთხრობს მათ უკვე მრავალგზის გაგონილს,მაგრამ მაინც საინტერესო ისტორიას. ბატონი ვენედიქტე დგება,ისწორებს კოსტუმს და ნელა, როგორც მის ასაკს შეეფერება , მიემართება სცენისაკენ. სამ საფეხურს , რომელიც სცენაზე ასვლისათვისაა საჭირო, ხვნეშით ამთავრებს და კათედრასთან დგება. ტანდაბალი მოხუცია, ამიტომ მხოლოდ ბეჭები და თავი მოუჩანს კათედრის ზემოდან. ____მეგობრებო----ჩაახველებს და იწყებს....ყველამ იცით, მე ომში წასვლისას 17 წლის ვიყავი. სამამულო ომი კი ბერლინში დავამთავრე. გამარჯების მერე რაიხსტაგზე , დროშის ატანის დროს, ბერლინში ვიყავი . ეგოროვი და ქანთარია ჩემი თანამებრძოლები იყვნენ.... ომის დამთავრების შემდეგ სტალინმა გამარჯვებისათვის რომ მედალი გადმოგვცა, აგერ მკიდია---- მეტი დამაჯერებლობისათვის მარჯვენა ხელი კათედრის ქვემოთ შეაძვრინა , დაბლა , ფეხებისაკენ დაიხედა და ხელი კოსტუმზე დაკიდებულ მედალს შეახო. დარბაზს სილურჯემ გადაუარა....სწორედ სილურჯემ. აბა სიცილს ვერ დაარქმევდი ადამიანი.... თუმცა ვენედიქტესადმი დიდი პატივისცემა გაიხსენეს და მალევე მოსხიპეს... ძვირფასი ვეტერანი კი აგრძელებს: ___ყველამ იცით, მეგობრებო, როცა ომიდან დავბრუნდი, 22 წლის ვიყავი.თავი არც აქ დამიზოგია და ორ წელიწადში სოციალისტური შრომის გმირი გავხდი. ამის გამო მიღებული მაქვს ვარკვლავი და მედალი , რომელიც ჩემო კეთილო ხალხო, აგერ მკიდია, --- ხელის და თავის იგივე მოძრაობა და .....
ვენედიქტე ხელს სად იკიდებს, უკვე აღარავის აინტერესებს....არც არავინ მის ხელს არ უყურებს. დარბაზი ჯერ გაშავდა, მერე გალურჯდა და ბოლოს სიცილისგან ჩაბჟირებული ადამიანები დარბაზიდან გარეთ გასასვლელს მიაწყდა.... კონცერტი ჩაშლას ისევ მოცეკვავეებმა გადაარჩინეს... ვიღაცამ მედოლეს ანიშნა.....როგორც კი მედოლემ დაკვრა წამოიწყო, მოცეკვავეები სცენაზე შემოცქრიალდნენ და ცეკვა გააჩაღეს.... ჩვენი საპატიო ომის ვეტერანი კი, ცოტა დაბნეული, მშვიდობიანად გავიყვანეთ გარეთ....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ბაბუაჩემი გამახსენდა... ) 9 მაისს ვცდილობ ყოველთვის ავიდე საფლავზე. მომეწონა . ბაბუაჩემი გამახსენდა... ) 9 მაისს ვცდილობ ყოველთვის ავიდე საფლავზე. მომეწონა .
22. გაიხარე მუხა.მეც ბევრი ახლობელი მყავდა ,რომლებიც ომში დაიკარგნენ და ვეტერანებიც....დიდება მათ! გაიხარე მუხა.მეც ბევრი ახლობელი მყავდა ,რომლებიც ომში დაიკარგნენ და ვეტერანებიც....დიდება მათ!
21. ბაბუა მყავდა შრომისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. ფაშიმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს, მედლებს პიჯაკზე დაიკიდებდა გულის მხარეს და ამაყად მიდიოდა ზეიმზე. ბაბუას სამი ძმა შინ ვერ დაბრუნდა, მე მათ მხოლოდ სურათებიდან ვიცნობდი და დღესაც ცრემლი მადგება ომის ხსენებაზე, და დღემდე რამდენი ბრძოლები გამოვიარეთ, (რამდენი შეეწირა)
დიდება მათ, ვინც 18 წელი გაზაფხული იკმარეს და დანარჩენი სამშობლოს შესწირეს. ბაბუა მყავდა შრომისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. ფაშიმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს, მედლებს პიჯაკზე დაიკიდებდა გულის მხარეს და ამაყად მიდიოდა ზეიმზე. ბაბუას სამი ძმა შინ ვერ დაბრუნდა, მე მათ მხოლოდ სურათებიდან ვიცნობდი და დღესაც ცრემლი მადგება ომის ხსენებაზე, და დღემდე რამდენი ბრძოლები გამოვიარეთ, (რამდენი შეეწირა)
დიდება მათ, ვინც 18 წელი გაზაფხული იკმარეს და დანარჩენი სამშობლოს შესწირეს.
20. სად მკიდია....სად მკიდია...სად მკიდია და:D:D:D:აპა-------ხელი გაუშვი,ჩხუბი იქნება:)
მარი ალავერდი შენთAნ:D:D:D; სად მკიდია....სად მკიდია...სად მკიდია და:D:D:D:აპა-------ხელი გაუშვი,ჩხუბი იქნება:)
მარი ალავერდი შენთAნ:D:D:D;
19. გაუმარჯოს ვენედიქტეს :) რა შუაშია ავტორი,ვენედიქტეს ბრალია ეს ყველაფერი :დ +2 კარგი იყო. გაუმარჯოს ვენედიქტეს :) რა შუაშია ავტორი,ვენედიქტეს ბრალია ეს ყველაფერი :დ +2 კარგი იყო.
18. ყველას დიდი მადლობა,ვინც წაიკითხა და აზრი გამოთქვა. ომის ვეტერანებზე არცერთი დამამცირებელი სიტყვა არ დამიწერია.,ამიტომ თავს უხერხულად არ ვგრძნობ... თვითონ ვენედიქტემ გაამხიარულა დარბაზი... ყველას დიდი მადლობა,ვინც წაიკითხა და აზრი გამოთქვა. ომის ვეტერანებზე არცერთი დამამცირებელი სიტყვა არ დამიწერია.,ამიტომ თავს უხერხულად არ ვგრძნობ... თვითონ ვენედიქტემ გაამხიარულა დარბაზი...
17. ვაიმე აყვნენ ერთმანეთს:დ მარ,მე შენთან ვარ:დ ვაიმე აყვნენ ერთმანეთს:დ მარ,მე შენთან ვარ:დ
16. ვერაფერს ვიტყვი... ომის ვეტერანებზე ასე ხუმრობა.... ვერაფერს ვიტყვი... ომის ვეტერანებზე ასე ხუმრობა....
15. ყელზე მკიდია, ყურზე მკიდია :) უფ რა უზრდელები ვყოფილვართ :):):):):):):) ყელზე მკიდია, ყურზე მკიდია :) უფ რა უზრდელები ვყოფილვართ :):):):):):):)
13. რაც შეეხება ციმბირს და გადასახლებას,უახლოესი მეგობრების გარეშე არსად წავიდოდიიიი....:) რაც შეეხება ციმბირს და გადასახლებას,უახლოესი მეგობრების გარეშე არსად წავიდოდიიიი....:)
12. ლელეს ვუპასუხებ: დამიზოგიაო-ამას ამბობს თვითონ ვეტერანი ,დედიკო, და მისი ქართულის მასწავლებელი არ ვიცი, როგორი ადამიანი იყო , სამწუხაროდ. ბოსის თანამოაზრეობას მე , პირადად , არ გირჩევ,ჩემო კეთილო და მურაბა გოგოვ!!! წითელი ხელი,ვფიქრობ ,უნდოდა რადგან "მკიდია" ნამდვილად არაა ლამაზი სიტყვა,მით უმეტეს,აქ ამ კონტექსტში.. ვისაც ეცინება,დაე, მან იცინოს! საბედნიეროდ,მე არ " მკიდია"ყველაფერი :DDDDD
ლელეს ვუპასუხებ: დამიზოგიაო-ამას ამბობს თვითონ ვეტერანი ,დედიკო, და მისი ქართულის მასწავლებელი არ ვიცი, როგორი ადამიანი იყო , სამწუხაროდ. ბოსის თანამოაზრეობას მე , პირადად , არ გირჩევ,ჩემო კეთილო და მურაბა გოგოვ!!! წითელი ხელი,ვფიქრობ ,უნდოდა რადგან "მკიდია" ნამდვილად არაა ლამაზი სიტყვა,მით უმეტეს,აქ ამ კონტექსტში.. ვისაც ეცინება,დაე, მან იცინოს! საბედნიეროდ,მე არ " მკიდია"ყველაფერი :DDDDD
11. არც საწილთელხელოა, არც იუმორისტული... :( :( :(
არც საწილთელხელოა, არც იუმორისტული... :( :( :(
10. ან საწითელხელო რა არის :(:(:(:((:( ბიჭო ბიჭო ბიჭოოოოოოოოოო ან საწითელხელო რა არის :(:(:(:((:( ბიჭო ბიჭო ბიჭოოოოოოოოოო
9. "დამიზოგია" _ დამიზოგავს :)
კიდევ დედას გეფიცებით შევშფოთდი, რაზე იხალისეთ ვერ მივხვდი და ან მე მაქვს პრობლემა ან .. :)) კიდევ კარგი ერთი თანამოაზრე მაინც მყავს ბოსის სახით აქ :)
ეჰ :( აუუუ :( რატო ააააა? "დამიზოგია" _ დამიზოგავს :)
კიდევ დედას გეფიცებით შევშფოთდი, რაზე იხალისეთ ვერ მივხვდი და ან მე მაქვს პრობლემა ან .. :)) კიდევ კარგი ერთი თანამოაზრე მაინც მყავს ბოსის სახით აქ :)
ეჰ :( აუუუ :( რატო ააააა?
8. ჰაჰა :D:D:D რამდენი ვიცინე :)))) კომუნისტების დრო რომ იყოს ახლა, ციმბირი არ აგცდებოდა :D:D:D
ყოჩაღ მარიამ! :)) ჰაჰა :D:D:D რამდენი ვიცინე :)))) კომუნისტების დრო რომ იყოს ახლა, ციმბირი არ აგცდებოდა :D:D:D
ყოჩაღ მარიამ! :))
7. სასიამოვნო წასაკითხია ეს,იმდღესაც ხოგითხარი, მარ და პლუს 2 ის მეტს ვერ გიწერ,ძან კი მინდა:))) სასიამოვნო წასაკითხია ეს,იმდღესაც ხოგითხარი, მარ და პლუს 2 ის მეტს ვერ გიწერ,ძან კი მინდა:)))
6. მოიგონე თუ მართლა შეესწარი მაგ ამბავს? ერთი ნამდვილი ამბავი გამახსენა...:))) მოიგონე თუ მართლა შეესწარი მაგ ამბავს? ერთი ნამდვილი ამბავი გამახსენა...:)))
5. მერამდენე აბზაცის,რომელი სიტყვის ბოლოს და წერტილის დასაწყისში უნდა გამეცინა ვერ მოვწვი ...
მერამდენე აბზაცის,რომელი სიტყვის ბოლოს და წერტილის დასაწყისში უნდა გამეცინა ვერ მოვწვი ...
4. ო რა კაი იყო ბუდულ:):):)
მაქვს ვარკვლავი და მედალი , რომელიც ჩემო კეთილო ხალხო, აგერ მკიდია, ---
დაგა5+არტემ:) ო რა კაი იყო ბუდულ:):):)
მაქვს ვარკვლავი და მედალი , რომელიც ჩემო კეთილო ხალხო, აგერ მკიდია, ---
დაგა5+არტემ:)
3. გამახალისა) +5 გამახალისა) +5
2. ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
ბრავო!:დ:დ მაგრად ვიხალისე
ავტორი: ბუდულა ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
ბრავო!:დ:დ მაგრად ვიხალისე
1. ეძღვნება ყველა ომის ყველა ვეტერანს ..... ეძღვნება ყველა ომის ყველა ვეტერანს .....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|